ფოთში 20 ივლისს დამთავრდება სახელოვანი ქართველი დიდოსტატის - ნანა ალექსანდრიას ტრადიციული მე-7 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი
ფოთში 20 ივლისს დამთავრდება სახელოვანი ქართველი დიდოსტატის - ნანა ალექსანდრიას ტრადიციული მე-7 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი, რომელშიც მთავარი პრიზებისთვის, უფროსებთან ერთად, 8-12 წლის გოგო-ბიჭებიც იბრძვიან.

ღია ტურნირში 7 ტურის შემდეგ 6,5 ქულით ერთპიროვნულად გიგა ყუფარაძე მეწინავეობდა. 4 მოჭადრაკე მას ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა, 5 მოჭადრაკეს 5,5-5,5 ქულა ჰქონდა.

მე-8 ტურში მათი შეხვედრები ასე დამთავრდა: დაზავდნენ გიგა ყუფარაძე - დავით მარგველაშვილი, მაია ლომინეიშვილი - არმენ ჰაირაპეტიანი (სომხეთი), ზურაბ ჯავახაძე (6) - ჰოვიკ აირაპეტიანი (5,5); ხოლო სარგის მანუკიანმა (სომხეთი, 5,5) ზაურ მამადოვი (აზერბაიჯანი, 5,5) დაამარცხა, დავიდ კალაშიანმა (სომხეთი, 5,5) - მაკა ფურცელაძე (5,5).

ბოლო ტურის წინ: ყუფარაძე - 7, მარგველაშვილი, ლომინეიშვილი, არმენ ჰაირაპეტიანი, ჯავახაძე, მანუკიანი, კალაშიანი - 6,5-6,5 ქულა.

20 ივლისს, მე-9 ტურში ლიდერთაგან ითამაშებენ: ჯავახაძე-ყუფარაძე, მაღალაშვილი-ლომინეიშვილი, ა. ჰაირაპეტიანი-კალაშიანი, ჰ. ჰაირაპეტიანი-მანუკიანი.

8-წლიან გოგონებში დიანა ლომაიას წინსვლა მე-7 ტურში ელენე იოსელიანმა შეაფერხა. ელენე გაბესკირიამ კი თათევიკ ადამიანი (სომხეთი) დაამარცხა და ქულებით ლომაიას გაუთანაბრდა. მე-8 ტურში ორივე ლიდერმა გაიმარჯვა: გაბესკირიამ ელენე ცომაიას მოუგო, ლომაიამ კი თეკლე ბეჭვაიას სძლია. ბოლო ტურის წინ ორივეს 7-7 ქულა აქვს.

იოსელიანმა ლილე გუმბერიძესაც აჯობა და 6 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. დღეს, ბოლო ტურში, საპრიზო ადგილების ბედს ეჰენ გევორქიანი (სომხეთი) - ელენე გაბესკირიას, დიანა ლომაია - მარტა ქათამაძის, ელენე იოსელიანი - თეკლა ვადაქარიას შეხვედრათა შედეგები გადაწყვეტს.

ამ ასაკის ბიჭებში ზედიზედ რვა გამარჯვება მოიპოვა ევროპის თასის მფლობელმა ნიკოლოზ კაჭარავამ. გუშინ მან მონაგარი 2 ქულით გაიმდიდრა - თევდორე ნადარეიშვილი და რაფი ხაზარიანი დაამარცხა.

ჩვენებურს არც სომეხი გორ გრიგორიანი ჩამორჩა - გიორგი მესხიას და საბა ლომსაძეს სძლია და 8 ტურის შემდეგ 7 ქულას მოუყარა თავი. 6-6 ქულით მესამე-მეხუთე ადგილებს დავით გაბუნია, ახმად ახმადზადე (აზერბაიჯანი) და გიორგი მესხია იყოფენ. კაჭარავას მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ბოლო ტურში გაბუნიასთან შეხვედრაში ყაიმიც ჰყოფნის.

10-წლიან გოგონებში ვადამდე შეეძლო, სხვებისთვის მიუწვდომელი ყოფილიყო, ანასტასია სიდამონიძეს, რომელმაც მე-7 ტურში აზერბაიჯანელი ეითაჯ ჰეიდაროვა დაამარცხა და 7 ქულით ერთპიროვნულად მეწინავეობდა, მაგრამ მე-8 ტურში თეთრი ფიგურებით ანი მიქაძესთან წააგო და პირველობის შანსი ამ უკანასკნელსაც გაუჩნდა.

ბიჭებში 7 ქულით ნიკოლოზ პეტრიაშვილი დაწინაურდა (მე-8 ტურში მან ნიკოლოზ ჯანელიძეს სძლია), რადგან 6,5-ქულიანმა მათე თოდაშვილმა დავით კამკიასთან წააგო.

ბოლო ტურში საპრიზო ადგილების ბედს ოთხი შეხვედრა გადაწყვეტს: გორ გრიგორიანი (სომხეთი, 6) - ნიკოლოზ პეტრიაშვილი (7), მათე თოდაშვილი (6,5) - გიორგი იმნაძე (5,5), დავით კამკია (6) - დავით ქვარცხავა (5,5), ანტონ ნადირაძე (6) - გორ მელქონიანი (5,5).

12-წლიან გოგონებში მთავარი პრიზის გათამაშება სტუმრებმა საშინაო საქმედ აქციეს: 8 შესაძლებლიდან 7,5 ქულით ერევნელი მარიამ ავეტისიანი მეწინავეობს, ნახევარი ქულით მას ანი ივანიანი (სომხეთი) ჩამორჩება. მესამე ადგილზე მყოფ მარიამ დოლიძეს მხოლოდ 5,5 ქულა და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი შერჩა.

ბიჭებში შვიდი ტურის შემდეგ 6 ქულით გურამ კოკაია მეწინავეობდა, მაგრამ გუშინ თეთრი ფიგურებით გურამ ჭელიძესთან წააგო.

ასევე თეთრებით დამარცხდა 5,5 ქულით მეორე ადგილზე მყოფი დავით გვენეტაძე - მას არმენაკ ნაზარიანმა (სომხეთი) აჯობა. აშოტ ფარვანიანმა (სომხეთი) კოკა ბუკიას გააჩერებინა საათი. ამდენად, ბოლო ტურის წინ ოთხმა მოჭადრაკემ მოაგროვა 6-6 ქულა. ესენი არიან გურამ ჭელიძე - აშოტ ფარვანიანი, არმენაკ ნაზარიანი - გურამ კოკაია. უძლიერესიც მათ შეხვედრებში გაირკვევა.

მესამედაც დამარცხდა

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკისა (რუსეთი) და მსოფლიოს ჩემპიონ ჟუ ჩენის (ყატარი) უარის შემდეგ ფიდემ ქალთა გრანპრის გათამაშების მე-4 ეტაპში მათ ნაცვლად ქართველი დიდოსტატი ნინო ხურციძე და ერევნელი ლილით მკრტიჩიანი ჩართო, თუმცა სომხურ ჯერმუკში მიმდინარე ბატალიები ჩვენებურისთვის ჯერჯერობით უიღბლოდ მიმდინარეობს.

ხურციძემ გუშინ ზედიზედ მესამე პარტია წააგო - ამჯერად თეთრი ფიგურებით 42-ე სვლაზე ჩინელ ჟაო სიუს დანებდა. მისთვის უჩვეულოდ თამაშობს ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი) - პირველ ტურში იგი ასპარეზობის ერთ-ერთ აუტსაიდერ ბათჰუიაგ მონგონთუულს დაუზავდა, გუშინ კი თანამემამულე ცზიუ ვენძიუნს შეუთანხმდა ყაიმზე, თანაც თეთრი ფიგურებით.

ასევე მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს რუსი ნადეჟდა კოსინცევა და ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლაგნო (უკრაინა). ზედიზედ მეორე პარტია წააგო ლილით მკრტიჩიანმა - ჩინელ ლუფეი რუანთან. სამაგიეროდ, მისმა თანამემამულე ელინა დანიელიანმა პირველი მარცხი აგემა ინდოელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ჰამფი კონერუს. ეკატერინა კოვალევსკაიამ (რუსეთი) 22-ე სვლაზე (!) ბათჰუიაგ მონგონთუული (მონღოლეთი) დაამარცხა.

სატურნირო მდგომარეობა 3 ტურის შემდეგ: ვენძიუნი, რუანი - 2,5-2,5, კონერუ, ჰოუ იფანი, კოვალევსკაია, ლაგნო - 2-2, დანიელიანი, კოსინცევა - 1,5-1,5, ჟაო სიუ - 1, მონგონთუული, მკრტიჩიანი - 0,5-0,5, ხურციძე - 0 ქულა.

20 ივლისს, მე-4 ტურში ითამაშებენ: ჟაო სიუ - კატერინა ლაგნო, ბათჰუიაგ მონგონთუული - ნადეჟდა კოსინცევა, ლილით მკრტიჩიანი - ეკატერინა კოვალევსკაია, ცზიუ ვენძიუნი - ლუფეი რუანი, ჰამფი კონერუ - ჰოუ იფანი, ნინო ხურციძე - ელინა დანიელიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია