ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა შესაძლოა დაარღვიოს საუკუნოვანი ტრადიცია და ამ ქვეყნის ნაკრების კვართზე ერთ-ერთი სპონსორის ლოგო გამოჩნდეს
ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა შესაძლოა დაარღვიოს საუკუნოვანი ტრადიცია და ამ ქვეყნის ნაკრების კვართზე ერთ-ერთი სპონსორის ლოგო გამოჩნდეს.

ცნობილია, რომ "ოლ ბლექსი" ერთადერთი გუნდია მსოფლიოში, რომელიც მაისურზე სპონსორის რეკლამას არ ათავსებს. ეს ტრადიცია სათავეს შორეული 1880 წლიდან იღებს. ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი თავდაპირველად უარს ამბობდა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე.

თუმცა იქაურმა მედიამ გამოიძია და დაადგინა, რომ მოლაპარაკება ამერიკულ სადაზღვევო კომპანია AIG-ისთან მიმდინარეობს.

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სტივ ტიუმ სწორედ ამის შემდეგ გამოთქვა კომენტარის სურვილი:

"სავსებით ნორმალურია, რომ ჩვენი ორგანიზაცია მოლაპარაკებას აწარმოებს რამდენიმე კომპანიასთან სპონსორობის თაობაზე. დეტალებს, ცხადია, ვერ გავაცხადებთ, რადგან ჯერ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.

ამასთან ერთად, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული "ადიდასთან" 2019 წლამდე, რაც ჩვენს რაგბის ასულდგმულებს".

არაოფიციალურად კი უკვე ცნობილია, რომ ამერიკულმა კომპანიამ ახალზელანდიელები საკმაოდ სარფიანი, ხუთწლიანი ხელშეკრულების დადებაზე დაითანხმა. თუმცა ამას ოფიციალურად არავინ ადასტურებს.

რაც შეეხება თავად AIG-ს, ეს კომპანია 2006-10 წლებში საფეხბურთო კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედის" სპონსორი იყო. თუმცა საყოველთაო ეკონომიკური კრიზისის დროს კომპანიას სახელი გაუფუჭდა, ის საპენსიო ფონდთან მაქინაციებში დაადანაშაულეს და იძულებული გახდა, სახელი გამოეცვალა.

ბოლო დრომდე ამ ორგანიზაციას "Chartis" ერქვა და ძველი სახელწოდება ერთი კვირის წინათ დაიბრუნა.

ერთი სიტყვით, დაარღვევენ თუ არა ტრადიციას ახალზელანდიელები, უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად