47 წლის ქირვანმა ამ პოსტზე პეტ ლამი შეცვალა, რომელიც გუნდს ოთხი სეზონი ხელმძღვანელობდა
ახალი ზელანდიის ნაკრების ლეგენდარულ გარემარბ ჯონ ქირვანს, რომელიც ბოლოს იაპონიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, ახლახან ზე რაგბის გათამაშებაში მოასპარეზე ოქლენდის "ბლუზი" ჩააბარეს.

47 წლის ქირვანმა ამ პოსტზე პეტ ლამი შეცვალა, რომელიც გუნდს ოთხი სეზონი ხელმძღვანელობდა. ახალი მწვრთნელი ოქლენდურ გუნდს ორი წლის განმავლობაში უთავკაცებს.

პეტ ლამის თანამდებობიდან განთავისუფლების მიზეზი "ბლუზის" კატასტროფული სეზონი გახდა.

ოქლენდელებმა, რომლებიც ფავორიტებად ითვლებოდნენ, ზე რაგბის გათამაშებაში ყველა ახალზელანდიურ გუნდზე უარესი შედეგი აჩვენეს და საბოლოოდ მე-12 ადგილს დასჯერდნენ.

ქირვანი მშობლიურ კლუბში საქმიანობას 12 აგვისტოდან შეუდგება. მან "ბლუზის" რიგებში 142 მატჩი გამართა, ეროვნულ გუნდში კი 63 კეპი მოიხვეჭა.

მორაგბის კარიერის დასრულების შემდეგ ჯონი 2001 წელს ოქლენდური გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, მერე იტალიის ნაკრებს ხელმძღვანელობდა. შარშან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში კი იაპონიის ნაკრებს მოძღვრავდა. უნდა ითქვას, რომ სანაკრებო ასპარეზზე ქირვანმა, როგორც მწვრთნელმა, თავი ვერაფრით გამოიჩინა.

"ძალიან მიხარია, რომ "ბლუზის" გაწვრთნის საშუალება მომეცა. დარწმუნებული ვარ, მალე ამ გუნდის ისტორიაში ახალი ერა დაიწყება, დიდი მიღწევებისა და ნოვაციების დრო დადგება.

ამასთან ერთად, მოხარული ვარ, რომ შინ, ოქლენდში დავბრუნდი, მას შემდეგ, რაც რამდენიმე წელიწადი საზღვარგარეთ ვიმუშავე. სარაგბო კარიერა ამ რეგიონში დავიწყე და ამაყი ვარ, რომ ოდესღაც "ბლუზის" კვართს ვატარებდი. აქ ძალიან ბევრი სამუშაო დამხვდა, მაგრამ მე სირთულეების არ მეშინია და მზად ვარ ნებისმიერი წინააღმდეგობის დასაძლევად". - თქვა ჯონ ქირვანმა.

"ბლუზის" აღმასრულებელმა დირექტორმა გარი ვეითონმა ქირვანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველას მისი დიდი იმედი აქვს.

"წლეულს "ბლუზს" უმძიმესი სეზონი ჰქონდა. ჩვენი ქომაგები მოუთმენლად ელიან, როდის ითამაშებს გუნდი დიდ რაგბის. მიზანი ჯონისთვის კარგადაა ცნობილი და ჩვენ წარმატებებს მალე ველოდებით. ცხადია, ჯონი სასწაულმოქმედი არ არის, თუმცა საკმარისი გამოცდილება აქვს საიმისოდ, რათა "ბლუზს" ძველი დიდება დაუბრუნოს.

ძალიან კარგად გვესმის პეტ ლამისიც. მას ახლა ურთულესი პერიოდი აქვს ცხოვრებაში. ლამი დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად ემსახურა "ბლუზს" და ამისთვის მხოლოდ მადლობას იმსახურებს" - თქვა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად