საქართველოს ჩემპიონის, "ზესტაფონის" მარცხი ბაქოს "ნეფთჩისთან" ქართულმა საფეხბურთო სამყარომ ყბად იღო
საქართველოს ჩემპიონის, "ზესტაფონის" მარცხი ჩამპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბაქოს "ნეფთჩისთან" ქართულმა საფეხბურთო სამყარომ ყბად იღო.

მართლაც, მარგველთა 0:3, ალბათ, ყველასთვის მოულოდნელი შედეგი იყო.

ზაზა ზამთარაძეს, გიორგი კიკნაძესთან ერთად, უმაღლესი ლიგის არაერთი გუნდი გაუწვრთნია: "ოლიმპი", "ლოკომოტივი", "ტორპედო"...

ზამთარაძე ამ დროისთვის მწვრთნელად არ მუშაობს, თუმცა ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებისგან განზე არ დგას და არსებული მოცემულობა კარგად იცის.

ზამთარაძეს "ნეფთჩი"-"ზესტაფონის" მატჩის გარდა, ზოგად საკითხებზეც ვესაუბრეთ.

- კანონზომიერად მიგაჩნიათ "ზესტაფონის" წაგება "ნეფთჩისთან" ასეთი ანგარიშით?

- ძალიან კი გვინდა, რომ საქართველოს ჩემპიონი აზერბაიჯანის ჩემპიონს ამარცხებდეს, მაგრამ ისიც ხომ უნდა ვიკითხოთ, რა საფუძველი აქვს ჩვენს სურვილს. რა კრიტერიუმით უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ჩემპიონი "ნეფთჩის" მოუგებს?

- ფეხბურთში გენეტიკაც რაღაცას ნიშნავს. ალბათ, აზერბაიჯანელს ისე არ შეუძლია ფეხბურთის თამაში, როგორც ქართველს...

- 20-30 წლის წინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ასე მსჯელობა, მაგრამ ახლა სულ სხვა ვითარებაა. მხოლოდ გენი არაფერს ნიშნავს. როცა საფეხბურთო გენეტიკაზე ვსაუბრობთ, ზედმეტობაში არ უნდა წავიდეთ.

დღევანდელი მოცემულობა ისეთია, რომ აზერბაიჯანი ფეხბურთში ჩვენზე წინ დგას. შესაძლოა, იქ მთლად სწორად არ იხარჯება ფული ფეხბურთში, მაგრამ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ გაგვისწრეს.

- როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე რომელიმე ქართულ გუნდს აქვს იმის შანსი, რომ ევროპალიგის ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდეს?

- თუ ვინმე ამბობს, რომ ამის შანსი არის, მე მისი არ მჯერა. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მიზანმიმართული, სწორი მუშაობა.

ვნახეთ, რა გუნდიც არის ყაზახური "აქტობე" - საკმაოდ ძლიერი, განსწავლული, ორგანიზებული, გამოცდილი, საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ყოველივე ეს კი უცბად არ მოდის. ამიტომაც ვამბობ, რომ დღეს ქართული კლუბები არ არიან მზად ევროსარბიელზე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის.

არ გამოვრიცხავ, რომ ერთხელ, შემთხვევით, რომელიმე ჩვენი გუნდი მოხვდეს ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ ფეხბურთი შემთხვევითობა არ არის, შემთხვევითობის იმედზე არ უნდა ვიყოთ.

- გიმუშავიათ რამდენიმე ქართულ კლუბში და კარგად უნდა იცნობდეთ ვითარებას - მაინც რაშია საქმე, რა არის მთავარი პრობლემა? ფაქტია, "ზესტაფონი" წლობით ნაშენები გუნდია და ბოლო დროს საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე გამართულ ფეხბურთსაც თამაშობდა, თუმცა ბაქოში სულ სხვა გუნდად წარმოაჩინა თავი...

- გარედან უფრო ლამაზად ჩანს სიტუაცია, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ეს "ზესტაფონი", ფაქტობრივად, ოთხი წლის გუნდი კი არის, მაგრამ გუნდისთვის გადახალისებაც აუცილებელია. ზოგიერთმა ფეხბურთელმა საკუთარი თავი ამოწურა ამ გუნდში და ცვლილებები იყო საჭირო.

არ მესმის, როგორ შეიძლებოდა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის წინ გუნდიდან გიორგი ონიანის გაშვება. ეს მცველი სადაც უნდა მივიდეს, ყველგან საკვანძო ფეხბურთელი იქნება.

გაუგებარია, როგორ შეელია "ზესტაფონი" შოთა გრიგალაშვილსაც. როცა ასეთი ფეხბურთელები მიდიან გუნდიდან და თან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გინდა შესვლა, მაშინ მაღალი კლასის ლეგიონერების მოწვევის აუცილებლობა იქმნება.

- ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. დაახლოებით რა ბიუჯეტია საჭირო, ქართული გუნდი ევროპალიგის ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში რომ მოხვდეს?

- ამისთვის კოლოსალური თანხები აუცილებელი არ არის. რუსები ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ ფეხბურთში, მაგრამ ფაქტია, რომ რუსულ კლუბებს უჭირთ ჩემპიონთა ლიგაში მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა.

ამას წინათ "სოვეტსკი სპორტში" დონეცკის "შახტარის" პრეზიდენტის, რინატ ახმეტოვის ინტერვიუ წავიკითხე. ისიც დიდ ფულს ხარჯავს ფეხბურთში და ამავე დროს, რეალურად მსჯელობს, გაცნობიერებული აქვს, რომ მისი გუნდი, რაც უნდა მას დიდი ფული დაახარჯოს, "რეალის" და "ბარსელონას" დონემდე უცბად ვერ მივა.

ანუ, ფულის გარდა, სწორი მუშაობაცაა საჭირო - კლუბის აკადემიის გამართულად ამუშავება, ნიჭიერი ბავშვების აღზრდა და ამავე დროს, გუნდში უკვე ჩამოყალიბებული, მაღალი დონის ფეხბურთელების მოწვევა, რომლებისგანაც დამწყებმა ფეხბურთელებმა მაგალითი უნდა აიღონ.

როცა გუნდი მოედანზეა, ახალგაზრდა ფეხბურთელს მწვრთნელი ისე ნაყოფიერად ვერ დამოძღვრავს, როგორც მისი გამოცდილი და კლასიანი თანაგუნდელი. მერწმუნეთ, ამ ყველაფრის გარეშე წინსვლაზე ლაპარაკი უადგილოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აბრაგანი აზერბაიჯანულად - ვინ არის პირველი ამიერკავკასიაში?

აზერბაიჯანული "სტუმართმოყვარეობა" - როგორ დაგვამცირეს ქართველები ბაქოში

ილია კოკაიას ბოდიში და დაპირება: ბაქოს "ნეფთჩის" ბარიერს დავძლევთ!

ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]

გიორგი ჭიაბრიშვილი: თქვენ ნამდვილი "ზესტაფონი" არ გინახავთ

დავით მუჯირი: "ნეფთჩიმ" კი არ გაიმარჯვა, "ზესტაფონმა" წააგო

თორნიკე აფციაური: ასეთი რამის შემდეგ გონს მოსვლა ძნელია

ჯავიდ იმამვერდიევი: "ზესტაფონის" დამარცხების იმედი მეორე მატჩიც გვაქვს

"ნეფთჩის" პრეზიდენტი: ჩვენი მიზანი საქართველოში გამარჯვებაა

gia
ესეიგი ახლა აზერების გასწრებას შევეგუოთ როგორც სხვა ყველაფერს შეგვაგუა ამ ხელისუფლებამ. იმას რომ ქართველებზეე კარგად უნდა იცხოვრონ უცხოელებმა ან სხვა მრავალი ამდაგვარი
dudu
ოთო, ის გამოდის, რო საქართველოს ნაკრები შეაგროვეს გორში (რამდენიმე კაცი აკლია) და გაჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტიდან იხდიან ხუიევოზნაეტ რამდენ ხელფასებს, რათა არჩევნებამდე ქულები დაიწერონ და მერე იგივე მოხდება, რაც აქამდეც ხდებოდა. მაგ ხელფასებს აღარ მისცემენ, ბიჭებიც დაიშლებიან ისევ იქ ვიქნებით.
zura
ესე იგი ამ სადღეგრძელოებმა დაღუპა საქართველო. რა გენეტიკა... 21-ე საუკუნეა, შრომის და ტექნოლოგიების, შ რ ო მ ი ს !!! მუხრანის ლექსი არ გახსოვთ ? "როდემდე უნდა ვტრაბახობდეთ გინდა შოთათი, გინდა ცოტნეთი?" მართლაც როდემდე ? საკუთარი გენეტიკა შეამოწმე
ოთო
მდაა ესეიგი რა გამოდის გორის დილამ დაამარცხა გასვლაზე ორჰუსი და დანიის ჩემპიონატი ჩამორჩა საქართველოსსას?!
dudu
რამოს კითხვა მაგარია! მეც მაინტერესებს, რა კავშირშია გენეტიკა ფეხბურთთან? :)))) კი არ უნდა შევეგუოთ, უნდა გავაცნობიეროთ, რო გაგვასწრეს აზერებმაც და ბევრმა სხვამაც, რაც მოსალოდნელიც იყო. თუ ასე გავაგრძელეთ, უარესიც დაგვემართება. მაგრამ არც უნდა შევეგუოთ და არც უნდა გავაგრძელოთ ასე!
mmm
სიმართლე თუ გინდათ ის არის, რომ ქართველმა ადამიანმა დეგრადაცია განიცადა. ეს მარტო ფეხბურთს არ ეხება. ყველა სფეროში ასეა. ფული მართავს ყველაფერს. არავითარი პატრიოტიზმი, არავითარი ერთგულება, ყველაფერი გასაყიდია საქართველოში, სინდისიც კი. ბავშვებიდანვე უნერგავენ ამას, უნდა ითამაშოს კარგად რომ კარგად გაიყიდოს..... ეს არის თავი და თავი... სხვა ახსნა-განმარტებები მეორადია...
ramo
ბატონო დავით, გენეტიკა რა არის?
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს