რუდი გარსია: "ჩემი მთავარი მიზანია, როგორმე მოვახერხო გუნდის ერთიანობის შენარჩუნება და არ დავუშვა მისი დაშლა"
"ლილის" 32 წლის ჩეხ ცენტრალურ მცველს დავიდ როზენალს "ძაღლებიდან" წასვლა სურს, რაკი რუდი გარსიას მისი სამსახური აღარ სჭირდება.

ფეხბურთელს ჩრდილოელებთან ხელშეკრულება 2014 წელს უმთავრდება.

"ეკიპის" ცნობით, ყველაზე გვიან მომდევნო კვირის ბოლომდე როზენალი ლიეჟის "სტანდარდთან" გააფორმებს 2-წლიან ხელშეკრულებას. რა დაუჯდებათ ბელგიელებს დავიდის გადაბირება, ამაზე წყარო არაფერს იტყობინება.

რაკი ჩეხის წასვლა დიდწილად გადაწყვეტილია, გარსია ახალ სტოპერს ეძებს, რადგან ამ პოზიციაზე მას ორადორი ფეხბურთელი რჩება განკარგულებაში - მარკო ბაშა და ორელიენ შეჯუ.

"ცენტრალურ მცველად თამაში ფრანკ ბერიასაც შეუძლია, მაგრამ მისთვის ეს უჩვეულო პოზიციაა და აჯობებს, რომ გამოცდილი ფეხბურთელი შევიძინოთ.

ფრანკი გუნდს უფრო მეტ სარგებელს ფლანგზე თამაშით მოუტანს", - განაცხადა გარსიამ.

როზენალის გარდა მას მატიე დებუშის შემცვლელის მოძებნაც მოუწევს, ვინც კარიერას დიდი ალბათობით "ნიუკასლში" განაგრძობს.

საფრანგეთის ნაკრების წევრს რომ ლიგა 1-დან წასვლა აქვს გადაწყვეტილი, ამაზე არაერთხელ დაგვიწერია. აი, რას ამბობს დებუშიზე მისი მწვრთნელი:

"მატიე გუნდის ბაზაზე შაბათს გამოცხადდება. მე იმავე დღეს ვაპირებ მასთან შეხვედრას, რათა ფეხბურთელის სამომავლო გეგმების შესახებ შევიტყო.

ტელეფონზე აქამდეც არაერთხელ შევეხმიანე, მაგრამ პირისპირ დალაპარაკებას სხვა ეფექტი ექნება. გეტყვით, რაც არის ჩემი მთავარი მიზანი - როგორმე მოვახერხო გუნდის ერთიანობის შენარჩუნება და არ დავუშვა მისი დაშლა.

დებუში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ვიდრე მის ღირსეულ შემცველს არ დავიბევებთ, ის ვერსად ვერ წავა. მარტო საფრანგეთში კი არა, ის ევროპაშიც კი საუკეთესოთა შორის შედის.

ფლანგებზე მარტო ბერიასა და დინიას იმედად გუნდი ვერ დარჩება".

"ეკიპის" ცნობით, "ძაღლები" ახლოს არიან პორტუგალიელი მარჯვენა მცველის ჟოზე ბოსინგვას გადაბირებასთან. "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია და ფრანგებს მასთან კონტრაქტი ძვირი არ დაუჯდებათ. ჟოზესთან მოლაპარაკებას "რომაც" აწარმოებდა, მაგრამ პროცესი პირობებზე შეუთანხმებლობის გამო შეწყდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა