26 წლის არგენტინელი ფეხბურთელი "ლოს ჩეს" 4-2ლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა
უვკე გაუწყეთ, რომ გაირკვა არგენტინელი ფერნანდო გაგოს ახალი ნავთსაყუდელი - "ვალენსია". გაგო "ლოს ჩეს" 4-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. ამის შესახებ "ვალენსიას" ოფიციალურმა საიტმაც გამოაცხადა.

20 ივლისს 26 წლის ფეხბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება ვალენსიას ერთ-ერთ კლინიკაში. თანხა "რეალსა" და "ვალენსიას" შორის გაგოს ტრანსფერზე ესპანური მედიის შეფასებით სადღაც 3,5 მილიონი ევროა.

"მე აქ ტიტულების მოსაპოვებლად გადმოვედი, - განუცხადა "ვალენსიას" ოფიციალურ საიტს ახალწვეულმა. - ჩემი ჩამოსვლის მიზანი ნათელია - რაც შეიძლება მეტი ტიტული და გამარჯვება ვიზეიმო "ვალენსიასთან" ერთად.

შარშანდელი აღარ მინდა გამეორდეს, როცა ერთი ტიტულიც ვერ მოვიგე.

გადაწყვეტილება იოლად და მალე მივიღე - ქალაქი ფანტასტიკურია, ოჯახი კმაყოფილია, ხოლო სპორტული თვალსაზრისით "ვალენსია" კარიერის გაგრძელების შესანიშნავი არჩევანია. კლუბის პერსპექტივა მხიბლავს, რადგან აქ ბევრი კარგი ფეხბურთელია".

გაგო არგენტინაში ლეო მესის და სერხიო აგუეროსთან ერთად იზრდებოდა, მერე ამ ტრიომ ერთად მოიგო მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჰოლანდიაში (2005 წელს). 2006 წლის ნოემბერში "სამეფო კლუბმა" მისი შეძენის შესახებ გამოაცხადა, გაგო "რეალს" 20 მილიონი ევრო დაუჯდა.

ფერნანდომ შარშანდელი სეზონი იჯარით "რომაში" გაატარა.

ფერნანდო საკმაოდ განათლებული პიროვნებაა, უყვარს ლიტერატურა და ხელოვნება. მისი მეუღლე ცნობილი არგენტინელი ჩოგბურთელი ხისელა დულკოა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად