დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი გუნდისთვის ეს ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებაა
შესაძლოა, სხვა შემთხვევაში ამ სათაურისთვის ძახილის ნიშანი არ დაგვესვა, მაგრამ აქ აუცილებელია, რადგან საქართველოს ნაკრებისთვის ეს ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებაა.

ჩვენმა ახალგაზრდებმა მანამდე ევრობასკეტზე ექვსი შეხვედრა ჩაატარეს და პირველი გამრჯვება მეშვიდეში იზეიმეს.

ეს ერთგვარად მოულოდნელი იმიტომაც იყო, რომ მეტოქე ესტონეთის ნაკრები გახლდათ, რომელთანაც ორი ამხანაგური დავთმეთ და ევროპის ჩემპიონატზე 16 ივლისსაც დავმარცხდით.

საკონტროლო შეხვედრების შემდეგ მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა აღნიშნა - ესტონელებს ჩვენზე ძლიერი გუნდი ჰყავთო. სასაიმოვნო სწორედ ისაა, რომ ასეთი მეტოქე დავამარცხეთ.

ახლა ორიოდე სიტყვა უშუალოდ თამაშზე ვთქვათ. შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარი იყო და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ასეთ შემთხვევებში გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე უნდა გადაწყვეტილიყო. ასეც მოხდა: მეოთხე პერიოდი ბექა ბურჯანაძემ ზედიზედ ჩაგდებული 6 ქულით გახსნა და საქართველო 59:56 დაწინაურდა.

ამას მოჰყვა ოთარ ფხაკაძის ხუთი ქულა, ნოდარ თენიეშვილის ორქულიანი და ჩვენი გუნდი 69-მდე ავიდა.

თუმცა გულხელდაკრეფილნი არც ესტონელები მდგარან, საფინალო სირენამდე 1:38 წუთით ადრე ტაბლოს ორივე მხარეს ერთნაირი ანგარიში ეწერა - 69:69.

მატჩის დასრულებას 40 წამი უკლდა, როცა ადრე ბურჯანაძემ ორი საჯარიმო გამოიყენა, იგივე გაიმეორა დუდა სანაძემ (21 წამით ადრე) და 73:69.

დარჩენილ დროში ესტონელებმა ოთხქულიანი სხვაობის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს.

ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის ბომბარდირი გახდა ბექა ბურჯანაძე (22 ქულა, 12 მოხსნა), ხოლო ვიცე-სნაიპერი რეზო როგავა იყო, რომელმაც 15-დან 9 ქულა სამქულიანებით მოაგროვა (არადა, მხოლოდ 4 სამიანი სტყორცნა). 11 ქულა სანაძის ანგარიშზეა, 10 - მერაბ ბოქოლიშვილისა.

ქართველებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ ფარქვეშ - მოხსნებში 52:38 იმარჯვეს (მეტოქის ფარიდან ასხლეტილ ბურთს 21-ჯერ დაეუფლნენ).

21 ივლისს დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი გუნდი ჩერნოგორიას დაუპირისპირდება.

20 ივლისი

საქართველო-ესტონეთი 75:72

17:17, 16:19, 20:19, 22:17

საქართველო: ფხაკაძე (27 წთ, 5ქ, 5მ, 3პ, 2ჩ), სანაძე (37 წთ, 11ქ, 4მ), ბოქოლიშვილი (38 წთ, 10ქ, 4მ), მაჩალაძე (3 წთ), თენიეშვილი (21 წთ, 4ქ, 7მ), ალხანაიძე (4ქ, 8მ), როგავა (17 წთ, 15ქ, 6მ, 2პ), ლომინაშვილი (6 წთ, 4ქ, 4მ), ბურჯანაძე (33 წთ, 22ქ, 12მ, 2ჩ).

ესტონეთი: ლაანე (11ქ), მეტსალუ (14ქ), პაასოია (12ქ), რააპი (15ქ)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჩერნოგორიასთანაც წააგო

20-წლამდელთა მორიგი მარცხი ევროპის ჩემპიონატზე

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: გინდა ახტი, გინდა დახტი...

დავით უსტიაშვილი: თურქეთთან ამხელა სხვაობით წაგებას მაინც არ ვიმსახურებდით

20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე