ესპანური სატრანსფერო სეზონი ძალას იკრებს
ბოლო დღეებში ესპანური ტრანსფერებიდან 26 წლის არგენტინელი ფერნანდო გაგოს "ვალენსიაში" გადასვლა გამოვარჩიეთ და არცთუ უსაფუძვლოდ, თუმცა ამ ხნის განმავლობაში სხვა საინტერესო ტრანსფერებიც განხორციელდა, რომელთა შესახებაც ქვემოთ ცხრილში წაიკითხავთ.

ასუნსაო: ადიოს ესპანია

ვეტერანი ნახევარმცველი პაულუ ასუნსაო სამშობლოში დაბრუნდა, 32 წლის ბრაზილიელი მადრიდის "ატლეტიკოდან" "სან პაულუში" გადავიდა. როგორც "სან პაულუს" ოფიციალური საიტი იუწყება, საყრდენმა ნახევარმცველმა გუნდთან 1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

მართალია, ასუნსაოს კიდევ ერთი სეზონი რჩებოდა კონტრაქტის მიხედვით "ატლეტიკოსთან", მაგრამ მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით ძველი კონტრაქტი დაარღვიეს, ბრაზილიელს კი კლუბის მოძებნის უფლება მისცეს.

პაულუ ასუნსაომ "ლოს კოლჩონეროსის" მაისურა 2008 წელს მოირგო, როცა "პორტუდან" ესპანეთში გადავიდა. "ატლეტიკოში" მან 100-მდე ოფიციალური მატჩი ჩაატარა, თუმცა სამშობლოში დაბრუნება მოინდომა:

"ჩემი კარიერის უკეთესი მომენტები "ატლეტიკოს" უკავშირდება. მე იქ სამი ევროპული ტიტული მოვიგე. ყოველთვის კარგად მემახსოვრება მადრიდში გატარებული ხანა. "ატლეტიკოს" მორიგ წარმატებას ვუსურვებ, მე კი სამშობლო მომენატრა", - განაცხადა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა.

ასუნსაო "პალმეირასის" აღზრდილია, თუმცა უკვე 2000 წელს გადავიდა "პორტუში", სადაც სარეზერვო გუნდში მიიღეს. შემდეგ ასუნსაო უკან დაბრუნდა და ხელმეორედ 2002 წელს სცადა ბედი მადეირულ "ნასიონალში". 2004-ში ის უკვე "პორტუს" ძირითადი გუნდის წევრი გახდა.

ასუნსაოს პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს მიღებული, თუმცა სანაკრებო კარიერა არ ჰქონია არც ბრაზილიაში და არც პორტუგალიაში.

ახალი ვარსკვლავი პრიმერაში?

"სევილიაში" სამხრეთამერიკული დესანტია - ანდალუსიურმა კლუბმა 18 წლის ჩილელი შემტევი ბრიან რაბელიო აიყვანა, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებს გუნდის თავკაცი მიჩელი. რაბელიომ თავი უკვე გამოიჩინა წინასასეზონო შეკრებაზე, რაც მიჩელს ოპტიმიზმის საბაბს აძლევს.

"ჩვენი ყველაზე დიდი შენაძენი წინა ხაზში ბრიან რაბელიოა. მისით აღფრთოვანებული ვარ. ის ყველასთვის უცნობი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ახალგაზრდა ძალიან კარგად გამოიყურება. ჩემი აზრით, რაბელიო ლა ლიგის ვარსკვლავი გახდება", - "რეალის" ლეგენდას არ უყვარს ავანსების გაცემა, თუმცა ამ ჯერზე ტრადიციას უღალატა.

რაბელიო "კოლო კოლოდან" "სევილიას" სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს, მაგრამ ვარჯიშებზე მიხვდნენ, რომ სამხრეთამერიკელი მეტს იმსახურებს. სხვათა შორის, რაბელიომ უკვე მოასწრო დებიუტი ჩილეს ნაკრებში.

ხუთი მილიონი კანალესში

სერხიო კანალესი უკვე ვალენსიელია, თუმცა "რეალს" ორი სეზონის განმავლობაში ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება რჩება.

21 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, "ვალენსიას" 5 მილიონი ევრო დაუჯდა, ისევე, როგორც ფერნანდო გაგო.

ბოლო დღეებში ლა ლიგაში განხორციელებული ტრანსფერები

თარიღი ფეხბურთელი საიდან სად თანხა

15 ივლ იოსეფ ელ-არაბი (მარ) აჰ-ჰილალი გრანადა 5 მლნ. ევრო

15 ივლ ვალდო ლევანტე ატლანტა თავ. აგენტი

15 ივლ ჯანი ზუიველროონი (ჰოლ) მალიორკა ჰეერენვენი იჯარა

15 ივლ დავიდ კობენიო ვალეკანო ვასლუი თავ. აგენტი

16 ივლ გლენ ლოოვენსი (ჰოლ) სელტიკი სარაგოსა თავ. აგენტი

16 ივლ რუბენ მარტინესი მალაგა ვალეკანო იჯარა

17 ივლ ნილმარი (ბრა) ვილიარეალი ალ რიანი 8 მლნ. ევრო

17 ივლ იბან ზუბიარე ბილბაო სალამანკა იჯარა

17 ივლ კარლოს ველა არსენალი სოსიედადი თავ. აგენტი

17 ივლ იბრაჰიმა ბალდე (სენ) ოსასუნა ყუბანი თავ. აგენტი

17 ივლ ხორდი ამატი ესპანიოლი ვალეკანო იჯარა

17 ივლ დარვინ მაჩისი (ვენ) უდინეზე გრანადა იჯარა

18 ივლ ლუკას ვიატრი (არგ) ბოკა ვილიარეალი იჯარა

18 ივლ ჟულიენ ესკუდე სევილია ბეშიქთაში 1 მლნ. ევრო

18 ივლ ალექს გალვესი სპორტინგი ვალეკანო თავ. აგენტი

18 ივლ ალბერტ კანალი ესპანიოლი ლიაგოსტერა თავ. აგენტი

18 ივლ პაბლო ალვარესი დეპორტივო ლუგო თავ. აგენტი

18 ივლ იოელ როდრიგესი სელტა ლუგო იჯარა

18 ივლ ედგარ იე (გვინ) სპორტინგი ბარსელონა II თავ. აგენტი

18 ივლ აგოსტინო კა (გვინ) სპორტინგი ბარსელონა II თავ. აგენტი

18 ივლ ფაბინიო (ბრა) რიუ ავე რეალი II თავ. აგენტი

18 ივლ პაპე დიოპი (სენ) რასინგი ლევანტე 0,2 მლნ. ევრო

19 ივლ აბელ აგილარი (კოლ) ერკულესი დეპორტივო იჯარა

19 ივლ კალუ უჩე (ნიგ) ესპანიოლი კასიმპაშა 1,5 მლნ. ევრო

19 ივლ ფერნანდო გაგო (არგ) რეალი ვალენსია 5 მლნ. ევრო

19 ივლ აბელ გომესი გრანადა კორდობა თავ. აგენტი

19 ივლ ბენ საჰარი (ისრ) ესპანიოლი ჰერტა თავ. აგენტი

19 ივლ სერხიო კანალესი რეალი ვალენსია 5 მლნ. ევრო

20 ივლ ოსკარ ვეგა ოსასუნა ლეგანესი თავ. აგენტი

20 ივლ ბაკარი ესპანიოლი ოსპიტალეტი თავ. აგენტი

20 ივლ დავიდ როჩელა დეპორტივო რასინგ იჯარა

20 ივლ ანტონ რუკავინა (სერბ) მიუნხენი ვალიადოლიდი თავ. აგენტი

20 ივლ ხუან კალაორო ბეტისი ალკორკონი თავ. აგენტი

20 ივლ კლაუდიო მორელი (პარ) დეპორტივო ინდეპენდიენტე თავ. აგენტი

20 ივლ მიჩუ ვალეკანო სუონსი 2 მლნ. ევრო

21 ივლ რესიო მალაგა სარაგოსა იჯარა

21 ივლ ოსკარ უსტარი (არგ) ხეტაფე ბოკა თავ. აგენტი

22 ივლ ჯავად ნეკუნამი (ირა) ოსასუნა ესტეღლალი თავ. აგენტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს