ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლონდონის "არსენალმა" ტურნე დაიწყო

ლონდონის "არსენალმა" ტურნე დაიწყო

"არსენალი" აზიურ ტურნეში გაემგზავრა, სადაც არსენ ვენგერს ხუთი ტრავმირებული ფეხბურთელი დააკლდება

"არსენალი" აზიურ ტურნეში გაემგზავრა, სადაც არსენ ვენგერს ხუთი ტრავმირებული ფეხბურთელი - ჯეკ უილშირი, ბაკარი სანია, ემანუელ პრიმპონგი, ტომაშ როსიცკი და ჰენრი ლენსბერი დააკლდება.

გუნდთან ერთად არ იქნებიან ლუკას პოდოლსკი, პერ მერტეზაკერი, რობინ ვან პერსი, ლორან კოშელნი და ოლივიე ჟირუ - ამ ფეხბურთელებმა ვარჯიში მხოლოდ შაბათს განაახლეს და სათანადო ფორმაში ჯერ კიდევ არ არიან.

"მეთოფეთა" განაცხადი სრულად ასე გამოიყურება: ვიტო მანონე, იგნასიო მიკელი, ჩაკს ანეკე, თომას აისფელდი, მარუან შამახი, რიო მიაიჩი, კრეიგ ისტმონდი, ნიკო იენარისი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ფრანსის კოკლენი, კირან გიბსი, ალექს სონგი, ლუკაშ ფაბიანსკი, კარლ ჯენკინსონი, თეო უოლკოტი, ვოიცეხ შჩესნი, იოან ჯურუ, ბენიკ აფობე, ტომას ვერმალენი, აბუ დიაბი, ანდრე სანტოსი, ჟერვინიო, მიკელ არტეტა, კაილ ბარტლი.

ფრანგმა სპეციალისტმა "არსენალის" საკლუბო სატელევიზიო არხს ინტერვიუ მისცა, სადაც გუნდში შექმნილ მდგომარეობაზე ილაპარაკა.

- მალაიზიაში თბილ დახვედრას ველოდებით, რადგან ცხადია, რომ ჩვენი კლუბი ამ რეგიონში ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე ოდესმე.

მათი გულების დაპყრობა ჩვენ, ალბათ, შარშანდელ სეზონშიც მოვახერხეთ. "არსენალი" ყოველთვის დარჩება თავისი პრინციპების ერთგული. ეს ნიშნავს, რომ კლუბი მხოლოდ საკუთარ ფინანსებზე იქნება დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამოვვარდებით ჩვენივე რიტმიდან.

მყარად მომუშავე ფინანსური სისტემა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მჯერა, რომ ფინანსური ფეარ პლეი სწორედ ამისთვის იქმნება. თუკი ეს სისტემა რეალურად იმუშავებს, მე უეფას დიდ დამფასებლად გადავიქცევი.

ჩემი აზრით, საფეხბურთო კლუბებმა ზუსტად ისე უნდა იმუშაონ, როგორც სხვა კომერციულმა ორგანიზაციებმა - მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით. ის, რომ ზედიზედ მე-15 წელია, ჩემპიონთა ლიგაში ვხვდებით, იმის დამადასტურებელია, რომ ამ მოდელით შეიძლება წარმატებული კლუბის არსებობა.

ამ მომენტისთვის წინასასეზონო მზადების კლასიკურ ეტაპს გავდივართ. ძალიან ბევრს ვშრომობთ, კარგ განწყობაზე ვართ და მომავალ მატჩებს სულმოუთქმელად ველოდებით. ჯერ მალაიზიაში ჩავალთ, იქიდან ჩინეთში და ბოლოს ჰონკონგს ვესტუმრებით.

ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით, ამჟამად მხოლოდ 70%-ზე ვართ და ეს ბუნებრივიცაა. მთავარია, რომ ვარჯიშის დაწყებიდან ორი კვირის თავზე სწორ გზას ვადგავართ.

რატომ შევიძინეთ ოლივიე ჟირუ? იმიტომ, რომ ის ნამდვილი ცენტრფორვარდი და, უბრალოდ, ჭკვიანი ფეხბურთელია.

პოტენციალის ჩვენება მან ცოტა გვიან დაიწყო, მაგრამ მაინც მჯერა, რომ შეუძლია ჩვენს სტილს შეეწყოს და შემადგენლობით ვარირების მეტი საშუალება მომცეს. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია, კარგად თამაშობს თავით. იმედია, ჩვენთან იმის 100%-ს აჩვენებს, რაც შეუძლია.

ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ორიოდე ფეხბურთელის გადაბირებას. ეს პროცესი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი მოთამაშე დაგვტოვებს. დიახ, იქამდე, ვიდრე ვიყიდით, უნდა გავყიდოთ. ჯერჯერობით კი სატრანსფერო ბაზარი ძალიან წყნარია. მსგავსი რამ არც მახსენდება. ვინ წავა და ვინ მოვა, ამაზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით.

ტრავმირებულებს რაც შეეხებათ... სანიას გამოჯანმრთელების საქმე სწრაფად მიდის. ის გუნდთან ერთად ვარჯიშს მხოლოდ აგვისტოში შეძლებს. დიაბი უკვე კარგად არის და ის აზიაში ჩვენთან ერთად იქნება.

უილშირი როდის შეძლებს ფეხბურთის თამაშს, ამის პროგნოზისგან თავს შევიკავებ. მისი მდგომარეობაც სწრაფად მიდის უკეთესობისკენ. ჯეკს აღარც მუხლი აწუხებს და აღარც კოჭი. როსიცკი მოედანზე დაბრუნებას ყველაზე ადრე, 6-8 კვირაში შეძლებს.

მოგეხსენებათ, მყესების პრობლემამ ის ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატზე შეაწუხა. ემანუელ პრიმპონგი სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის პირველ დღეებში შეუდგება სრული დატვირთვით ვარჯიშს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"