"ჩიკაგო ბულზის" ლიდერმა გასული პლეი ოფის პირველ რაუნდში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა
"ჩიკაგო ბულზის" ლიდერმა დერიკ როუზმა, რომელმაც გასული პლეი ოფის პირველ რაუნდში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მისი აღდგენითი პროცესი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ამას ექიმები ვარაუდობდნენ. შესაბამისად, 2010-11 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე სულ მალე სრულფასოვან ვარჯიშებს შეუდგება.

"მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა ისევ დავიწყებ სირბილს, - ამბობს სააგენტო AP-თან კომენტარში როუზი. - ღმერთი და გულშემატკივრები ჩემს გვერდით არიან. მალე ასი პროცენტით ვიქნები მზად. იმედია, ძველ კონდიციებს დავიბრუნებ და შემდეგ სეზონს უმაღლეს დონეზე ჩავატარებ".

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დირექტორთა საბჭომ 2013-14 წლების სეზონიდან მოთამაშეთა მაისურებზე რეკლამების განთავსების იდეას მხარი დაუჭირა.

თავდაპირველად ლიგას წესებში ამ ცვლილების შეტანა მომავალი სეზონიდან სურდა, მაგრამ გუნდებს დრო სჭირდებათ სპონსორების მოსაძებნად და სარეკლამო ადგილების გასაყიდად, მწარმოებლებმა კი ახალი მაისურები უნდა დაამზადონ და რეალიზაციაში გაუშვან.

ვარაუდობენ, რომ ამ ნაბიჯით NBA დაახლოებით 100 მილიონით გაზრდის თავის შემოსავალს.

"ორლანდო მეჯიქის" აღმასრულებელი დირექტორი ალექს მარტინესი შაბათს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატს - ჟაკ ვონს შეხვდა. უახლოეს დღეებში ყოფილი კალათბურთელი "ორლანდოს" მფლობელ რიჩარდ დევოსსაც ესტუმრება.

"მეჯიქის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატებად ასევე სახელდებიან მაიკლ კარი და ლინდსი ჰანტერი, რომლებიც "ფილადელფიასა" და "ფინიქსში" მთავარი მწვრთნელების ასისტენტები არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

barcaforever
მაგარია როუზი.ძაან დამწყდა გული პლეიოფის პირველივე თამაშში მიიღო ტრავმა და მის გარეშე ჩიკაგომ ფილადელფიაც ვერ გააგდო.რომ არ დატრამვულიყო ჩემპიონობაც შეეძლო.ძლივს გამოჩნდა მაგარი მოთამაშე ჩიკაგოში მჯ-ის შემდეგ.
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"