გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი დანიურ "ორჰუსთან" საპასუხო მატჩს დიდი სიფრთხილით ეკიდება
გორის "დილამ" ევროპის ლიგის პირველი შეხვედრა "ორჰუსს" დანიაში 2:1 მოუგო და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი აქვს.

განმეორებით მატჩამდე სამი დღეა დარჩენილი და "დილას" მთავარ მწვრთნელს, თემურ შალამბერიძეს ვესაუბრეთ, რომლის სამწვრთნელო ევროდებიუტი ძალიან წარმატებული გამოდგა.

- დანიური შეხვედრა ჩვენთვის არასასურველად წარიმართა, "ორჰუსმა" უკვე მე-3 წუთზე გაგვიტანა. ასეთ დროს ჩვენებს შეხვედრის შემოტრიალება უჭირთ, მაგრამ გორელებს ხასიათი აღმოაჩნდათ და სიმართლე გითხრათ, ამან ძალიან გაგვაკვირვა...

- 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული: დანიაში სტადიონზე ისეთი ვითარება იყო, ახალგაზრდული გუნდი რომ გვყოლოდა, ფსიქოლოგიურად გატყდებოდა და შეხვედრას ვერ შემოვატრიალებდით.

საბედნიეროდ, "დილაში" ყველა გამოცდილი მოთამაშეა და არ დაიბნენ. ესაა განსხვავება ნათამაშებ და გამოუცდელ ფეხბურთელებს შორის.

ალბათ, ტაქტიკაც სწორად შევარჩიეთ, რადგან ძალიან არ გავიხსენით - დანიელებთან გასვლაზე ღია ფეხბურთის ჩვენება გაუმართლებელი რისკი იქნებოდა. პირიქით, მათ რამდენიმე სუსტი მხარე ჰქონდათ, რაც "ოლბორგთან" პირველი ტურის შეხვედრაში დავინახეთ და მათი სუსტი მხარეების გამოყენებას შევეცადეთ.

ბიჭებმა დავალება კარგად შეასრულეს და კლასითა და გამოცდილებით გაიმარჯვეს.

- რატომ არ ითამაშა შოთა გრიგალაშვილმა?

- მატჩის წინა დღეს მოიწამლა. მეორე დილით კარგად იყო და გვთხოვა, მათამაშეთო, მაგრამ გარისკვას მოვერიდე, რადგან ექიმმა არ გვირჩია. არც ვიცი, რა ვიფიქრო. სასტუმროში გუნდთან ერთად რაღაც ჭამა და ისე ცუდად გახდა, საავადმყოფოში მისვლა დასჭირდა.

არადა, ყველამ იგივე საკვები მიიღო, მაგრამ ეჭვები გაჩნდა. საეჭვოდ გვეჩვენა გერმანიაში ბოლოს "ერფრუტთან" ჩატარებული შეხვედრის დეტალებიც - არსად მინახავს, რომ საკონტროლო შეხვედრაში მეტოქეს დასამტვრევად იმეტებდე. გერმანელები გამორჩეულად ჩვენს ლიდერებს ერჩოდნენ - გრიგალაშვილს, კვირკველიას, ვაწაძესა და გოგუას ფეხებში ისე ურტყამდნენ, რომ კინაღამ ოთხივე მოდნიდან გასაყვანი გახდა.

შეთქმულებების არ მჯერა, მაგრამ "ორჰუსთან" მატჩამდე მათი ასეთი საქციელი დასაფიქრებელი იყო. მერე გრიგალაშვილი მოიწამლა...

ისე, გერმანელებთან მატჩის ერთი დიდი პლუსი ის იყო, რომ დანიელებმა სწორედ ამ შეხვედრიდან გამომდინარე იფიქრეს, რომ აზრზე არ ვიყავით. არადა, უხეშობას რომ წავაწყდით, ტრავმების შიშით, ბიჭებს თავად ვთხოვე, გაჩერებულიყვნენ და თავი არ მოეკლათ. დანიელები კი სიხარულით გაგიჟდნენ, დგანან, არ დარბიან... იფიქრეს, აზრზე არ არიანო.

- "ორჰუსის" ქართველებზე რას იტყვით?

- სხირტლაძე შემოვიდა თუ არა, ბურთი ძელს მოარტყა და საკმაოდ მწვავედ უტევდა. მიმაჩნია, რომ დათო ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული თავდამსხმელია. დევდარიანიც მომეწონა, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ტრავმის შემდეგ ჯერ ფორმაში არ არის, თორემ ძალიან აზრიანი და კარგი ნახევარმცველია.

- განმეორებითი შეხვედრისთვის სად ემზადებით?

- საგურამოში ვვარჯიშობთ. მატჩამდე დღენახევრით ადრე კი თბილისში შეკრებაზე გადავალთ.

- გასვლაზე მოგების და ეიფორიის შემდეგ მოთამაშეთა მობილიზება რთული იქნება. არადა, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი არც ისე შორს არის და ახლა უფრო გესაჭიროებათ განსაკუთრებული მონდომება...

- ზუსტად ამაზეა ლაპარაკი. აქ უფრო ძნელი თამაში გველის. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დანიელებმა აშკარად არ დაგვაფასეს, რასაც "ორჰუსის" სწრაფი გოლიც დაემატა და მიიჩნიეს, რომ გადაგვივლიდნენ.

მაგრამ დიდ წინააღმდეგობას რომ წააწყდნენ, მერე უცებ გადაწყობა, რიტმში ჩაჯდომა და გამოფხიზლება გაუჭირდათ.

განმეორებითი შეხვედრისთვის კი მობილიზებულები იქნებიან, რადგან მიხვდნენ, რომ ჩვენც შეგვიძლია თამაში და გუნდი ვართ.

ბიჭებმა კი ისეთი მატჩი შემოატრიალეს, რომ მათი სერიოზულობისა და გამოცდილების იმედი მაქვს. არავისგან ესწავლებათ, რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა და ახლა უფრო უნდა განეწყონ. ჩვენ ყველა პირობას შევუქმნით. დანარჩენი მათზე იქნება დამოკიდებული.

- გოჩა ხოჯავას ამბავი როგორ იქნება?

- რეაბილიტაციას გადის, დარბის.

- მამუჩიშვილის, ბარაბაძისა და გორელიშვილის ამბავიც საინტერესოა: მათ იჯარით უშვებთ?

- ალბათ, ბარაბაძეს გავანათხოვრებთ, სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონდეს და ფორმა აღიდგინოს. მამუჩიშვილი განაცხადში ვერ მოხვდა, რადგან ჯერ ფორმაში არ იყო, მაგრამ ჩვენთან დარჩება.

გორელიშვილი ძალიან ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ ჯერ ასეთ პრინციპულ შეხვედრაში ვერ ვათამაშებდი. უკვე გითხარით, რომ "ორჰუსთან" გამოცდილი ხალხი გვჭირდება, რადგან ასეთები მეტოქეს უფრო ადვილად უღებენ ალღოს. ახალგაზრდებს კი გარკვეული დრო სჭირდებათ, მათ რომ მხარი აუბან. მაგრამ გამოუცდელებსაც ნელ-ნელა გამოვაჩენთ და დავაწინაურებთ.

თემურ შალამბერიძე: დანიელებს ეგონათ, აზრზე არ ვიყავით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ორჰუსი-დილა 1:2 - გორელებმა საქართველოს ხასიათი გამოუკეთეს [+VIDEO]

მათე ვაწაძე: გახარებული ვარ, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა

RED DEVILS
barsa რა გიდნა ამ კაცისგან იქნებ დაწერო? : ))) ნუ გიყვართ უაზრო კომენტარები
barsa
ეეეეე ესეც არის რა.
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად