შეჯიბრებაში მაღალი რეიტინგის მქონე ექვსი მამაკაცი და ერთი ქალი მონაწილეობდა
"ოქროს კლასიკა" - ასე უწოდეს ორგანიზატორებმა დიდოსტატთა საერთაშორისო ტურნირს, რომლის ინიციატორი გახლდათ პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაცია.

შეგახსენებთ, რომ ასპარეზობის თითოეულ მონაწილეს 40 სვლისთვის 2,5 საათი ეძლეოდა პარტიის სავარაუდო გადადებითა და შინაური ანალიზის შემდგომ დამთავრებით.

შეჯიბრებაში მაღალი რეიტინგის მქონე ექვსი მამაკაცი და ერთი ქალი მონაწილეობდა. უკრაინელი ვასილი ივანჩუკის გარდა, ყველამ ისარგებლა ტურნირის დებულებით მინიჭებული უფლებით და მესამე-მეხუთე ტურებში ხუთი პარტია გადაიდო. მათი დამთავრება შაბათს მოეწყო.

უკვე გაუწყეთ, კრიშნან საშიკირანისა (ინდოეთი) და გატა კამსკის (აშშ) პარტიაში ოკეანისგაღმელის უპირატესობა აშკარა იყო - მისი გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა. ასეც მოხდა. ვიეტნამელ ლე ქუანგ ლიემთან ბაადურ ჯობავას ფიგურა აკლდა, თუმცა შეეძლო, მეტოქის მეფის მოღიავებული ფლანგით ესარგებლა და ყაიმისთვის გამოეკრა ხელი, მაგრამ აზიელმა ზუსტად გამოიყენა უპირატესობა და გაიმარჯვა კიდეც. დანარჩენი სამი პარტია: ლე ქუანგ ქიემი - ანა მუზიჩუკი (სლოვენია), ემილ სუტოვსკი (ისრაელი) - საშიკირანი, კამსკი - მუზიჩუკი ყაიმით დასრულდა.

22 ივლისს ბოლო ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. ვასილი ივანჩუკმა შავი ფიგურებით ანა მუზიჩუკს 24-ე სვლაზე სძლია, ექვსი შესაძლებლიდან 5 ქულა მოაგროვა და მთავარი პრიზი - 10 000 დოლარიც დაიმსახურა.

უკრაინელი მოჭადრაკის ეს წარმატება, ალბათ, კანონზომიერი იყო - სახელოვანი დიდოსტატია, ტურნირის რეიტინგფავორიტი გახლდათ, თანაც თავის დროზე კლასიკური პარტიებიც (40 სვლაზე 2,5 საათი) საკმაოდ ბევრი უთამაშია და ამსტერდამული ტურნირი მისთვის, ერთგვარად, ნოსტალგიურიც კი იყო.

იმავეს თქმა შეიძლება გატა კამსკიზეც, რომელმაც ბოლო ტურში 58-ე სვლაზე, ასევე, შავებით ბაადურ ჯობავა დაგვიმარცხა და 4,5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. 3,5 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა ტურნირის თაოსანი ემილ სუტოვსკი, რომელიც ლე ქუანგ ლიემს დაუზავდა.

ამ უკანასკნელმა ანა მუზიჩუკთან ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილები გაინაწილა. 1,5 ქულით მე-6 ადგილზე კრიშნან საშიკირანი გავიდა, ჯობავას კი ანა მუზიჩუკისთვის მე-3 ტურში ართმეული ნახევარი ქულით ბოლო - მე-7 ადგილი ერგო.

წაგებებს ბოლო არ უჩანს

გასულ შაბათ-კვირას სომხურ ჯერმუკში, მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის გათამაშებაზე მორიგი ორი ტურის პარტიები გაიმართა.

ამსტერდამის "ოქროს კლასიკაზე" ქართველ მოჭადრაკე ვაჟთა ლიდერის - ბაადურ ჯობავას წარუმატებლობისა არ იყოს, ჯერმუკში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრ ნინო ხურციძის წაგებებს არ უჩანს ბოლო.

21 ივლისს ჩვენებური შავი ფიგურებით ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანთან (ჩინეთი) დამარცხდა, გუშინ კი ლუფეი რუანს (ჩინეთი) დანებდა. ექვსი ტურის შემდეგ მას მხოლოდ მასპინძელ ელინა დანიელიანთან მოპოვებული 0,5 ქულაღა აქვს.

გასულ უქმეებზე დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა: მე-5 ტური. ელინა დანიელიანი (სომხეთი) - ჟაო სიუ (ჩინეთი) 0,5:0,5, ლუფეი რუანი (ჩინეთი) - ჰამფი კონერუ (ინდოეთი) 0,5:0,5, ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი) - ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) 0,5:0,5, ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი) - ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი) 0:1, კატერინა ლაგნო (უკრაინა) - ბათჰუიაგ მონგონთუული (მონღოლეთი) 0,5:0,5. მე-6 ტური. ჟაო სიუ-მონგონთუული 0,5:0,5 მკრტიჩიანი - ლაგნო 0,5:0,5, ცზიუ ვენძიუნი - კოსინცევა 0,5:0,5, კონერუ - კოვალევსკაია 1:0.

სატურნირო მდგომარეობა ექვსი ტურის შემდეგ: ცზიუ ვენძიუნი - 4,5, ჰოუ იფანი, ჰამფი კონერუ, ლუფეი რუანი - 4-4, ელინა დანიელიანი, კატერინა ლაგნო, ლილით მკრტიჩიანი, ჟაო სიუ - 3-3, ეკატერინა კოვალევსკაია, ნადეჟდა კოსინცევა - 2,5-2,5, ბათჰუიაგ მონგონთუული - 2, ნინო ხურციძე - 0,5 ქულა.

23 ივლისს მოჭადრაკეები დაისვენებენ. ხვალ კი, მე-7 ტურში, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ჰოუ იფანი - ჟაო სიუ, რუანი - დანიელიანი, კოვალევსკაია - ხურციძე, კოსინცევა - კონერუ, ლაგნო - ვენძიუნი, მონგონთუული - მკრტიჩიანი.

იმედია, ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე, რომელიც მებრძოლი ხასიათით გამოირჩევა, დღევანდელ დასვენებას სატურნირო მდგომარეობაში გარდატეხის შესატანად გამოიყენებს.

ორნი პარდუბიცეში

საქართველოს ორი წარმომადგენელი მონაწილეობს ჩეხური პარდუბიცეს საჭადრაკო ფესტივალში, რომლის მთავარ ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 260-მდე წარმომადგენელმა მოიყარა თავი. დიდოსტატებმა - კონსტანტინე შანავამ და დავით არუთინიანმა წარმატებით აიღეს სტარტი.

შანავამ პირველ ორ ტურში ალექსანდრ ტიურინი (რუსეთი) და იულიან-მარსელ იორციკი (გერმანია) დაამარცხა, არუთინიანმა კი ძან ტომაზინის (სლოვენია) და კირილ პონიზილს (ჩეხეთი) სძლია.

ტურნირის რეიტინგფავორიტია რუმინელი ლივიუ-დიტერ ნისიპიანუ (2648), რომელმაც ორი ტური ასევე უდანაკარგოდ განვლო. 2-2 ქულა მოაგროვეს დიდოსტატებმა - ალექსეი გავრილოვმა (რუსეთი), ალექსანდრ ვოლოდინმა (ესტონეთი), მარტინ კრავცივმა (უკრაინა), თამარ ნაბათიმ (ისრაელი), ჰარიკა დრონავალიმ (ინდოეთი) - სულ 31-მა მონაწილემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე