ფიცის დადების სიმბოლური ცერემონია ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში 23 ივლისს გაიმართა
ლონდონში გამგზავრების წინ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებმა ფიცი დადეს.

ფიცის დადების სიმბოლური ცერემონია ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში 23 ივლისს გაიმართა და მასში, ნაკრების წევრებთან ერთად, მონაწილეობდნენ მწვრთნელები, ფედერაციების პრეზიდენტები, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი.

ფიცის ტექსტი ოლიმპიური ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა, რის შემდეგაც სპორტსმენებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი მოისმინეს (იხილეთ ვიდეო).

ქართველი ოლიმპიელებისთვის ლონდონის თამაშებზე გამგზავრების წინ ეს ერთ-ერთი ბოლო ოფიციალური ღონისძიება იყო თბილისში. დღესვე ოლიმპიურ დელეგაციას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს; 25 ივლისს, გამთენიისას კი ქართული დელეგაცია ლონდონში, ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრება.

წლევანდელ ოლიმპიადაზე სპორტის 12 სახეობაში 35 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. გუნდის მედროშე და კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნება. ნინო სალუქვაძე და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა უკვე ლონდონში იმყოფებიან.

ოლიმპიური თამაშები 27 ივლისს გაიხსნება, მედლებისთვის ბრძოლაში კი პირველები ძიუდოისტები ჩაერთვებიან.

interpressnews.ge

ასევე იხილეთ:

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ლონდონში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიემგზავრება

გია ნაცვლიშვილი: ლონდონიდან ქართველების 7-8 მედალს ველოდები

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა