მსოფლიოს პირველმა და მეორე ჩოგნებმა - ესპანელმა რაფაელ ნადალმა და შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა სპეციალურ აქციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ლონდონში გასამართი ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ორგანიზატორებმა მოაწყვეს.

მსოფლიოს პირველმა და მეორე ჩოგნებმა - ესპანელმა რაფაელ ნადალმა და შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა სპეციალურ აქციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ლონდონში გასამართი ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ორგანიზატორებმა მოაწყვეს. ჩოგბურთელებმა, რომლებმაც პირველებმა გაინაღდეს ამ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება, ჩოგნების, ბურთებისა და საღებავის საშუალებით საკუთარი ავტოპორტრეტები შექმნეს.

"ყველაფერი ძალიან მხიარული იყო. ჩოგნისა და ბურთების დახმარებით ავტოპორტრეტის გაფერადება სახალისო საქმე ყოფილა. ადვილი არ ყოფილა ბურთის ზუსტად იქ მორტყმა, სადაც საჭირო იყო", - განაცხადა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფა ნადალმა.

"ორგანიზატორებმა საკმაოდ ორიგინალური იდეა შემოგვთავაზეს. საკუთარი ავტოპორტრეტის შექმნა მომეწონა და საბოლოო შედეგითაც კმაყოფილი დავრჩი. ქველმოქმედებისთვის თანხის შეკრება - ყოველთვის მნიშვნელოვანი საქმეა. წინასწარ მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ნოემბერში ამ სურათებს შეიძენს. მოხარული ვარ, რომ რაღაცით შემიძლია დახმარება გავუწიო ადამიანებს", - ამბობს ფედერერი ATP-ის ოფიციალურ ვებგერდზე.

გარდა ამისა, "დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონი მოხარულია იმით, რომ ისევ გაინაღდა წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობა, რომელიც ზედიზედ მეორედ ლონდონში ჩატარდება.

"ზედიზედ მეცხრედ მივიღებ მონაწილეობას საბოლოო ტურნირში, - აღნიშნავს შვეიცარიელი, რომელმაც ხუთჯერ ითამაშა სეზონის მთავარი ჩემპიონატის ფინალში და ოთხჯერ მოიპოვა მთავარი პრიზი. - კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას მითამაშია და უნდა ვაღიარო, რომ ლონდონში ყველაფერი ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული. მოუთმენლად ველი იქ დაბრუნებას და იმედი მაქვს, რომ სეზონს მაჟორულ ნოტაზე დავასრულებ".

ორგანიზატორები შემაჯამებელი ტურნირის ყველა მონაწილეს გააფერადებინებენ საკუთარ ავტოპორტრეტს, რის შემდეგაც ნახატები აუქციონზე გაიყიდება, შემოსული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება.

სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ჯერ არ გაუნაღდებია ლონდონში გამოსვლა, მაგრამ მის მიერ შედგენილი ტურნირების სიაში ეს ჩემპიონატიც არის შესული. მსოფლიოს მესამე ჩოგანმა გუშინ გამოაქვეყნა იმ ტურნირების ჩამონათვალი, რომელშიც ამ სეზონის ბოლომდე მიიღებს მონაწილეობას.

ჯოკოვიჩი თავდაპირველად პეკინის ტურნირზე ითამაშებს ("500"-ის კატეგორია, 4-10 ოქტომბერი). ამას მოჰყვება: შანხაის მასტერსი (10-17 ოქტომბერი), ბაზელი ("500"-ის კატეგორია, 1-7 ნოემბერი), პარიზის მასტერსი (7-14 ნოემბერი) და წლის შემაჯამებელი ტურნირი ლონდონში (21-28 ნოემბერი). ჯოკოვიჩი სეზონს დევისის თასის ფინალით დაასრულებს. ბელგრადში 3-5 დეკემბერს სერბეთი საფრანგეთს უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა