"ჰოფენჰაიმის" მთავარ მწვრთნელს ჰოლანდიელი გარემარბი აღარ სჭირდება
"ჰოფენჰაიმის" მთავარ მწვრთნელ მარკუს ბაბელს ჰოლანდიელი გარემარბი რაიან ბაბელი აღარ სჭირდება: 39 წლის სპეციალისტმა 25 წლის შეგირდი შეკრებაზე არ წაიყვანა და მოყვარულთა გუნდში გადაისროლა.

მარკუსმა რაიანს ჯერ კიდევ გასული სეზონის მიწურულს უთხრა, სასწაული უნდა მოხდეს, ძალიან უნდა გამოსწორდე, გუნდში რომ დაგტოვოო და როგორც ჩანს, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა "ჰოფეს" თავკაცი თავის შესაძლებლობებში ვერც შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ დაარწმუნა.

აღსანიშნავია, რომ ჰოფენჰაიმელები რაიან ბაბელზე ყოველთვის დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მან ერთხელაც ვერ შეძლო ამ იმედების გამართლება. ხოლო მას მერე, რაც "ჰოფენჰაიმის" თავკაცად მარკუს ბაბელი დაინიშნა, რაიან ბაბელის მომავალი უფრო ბუნდოვანი გახდა, რადგან მარკუსი ძალიან მომთხოვნი და მკაცრი მწვრთნელია.

არადა, "სოფლელებს" რაიან ბაბელში 7 მილიონი ევრო აქვთ გადახდილი, ხელფასი კი წელიწადში სამი მილიონი აქვს. თუკი სხვა მწვრთნელები, მარკო პეცაიუოლი ან ჰოლგერ სტანისლავსკი მეტ-ნაკლებად მაინც სწყალობდნენ, მარკუს ბაბელმა რაიანი საბოლოოდ ჩამოწერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა