"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გულშემატკივარს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გულშემატკივარს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა - რობინ ვან პერსის ბედი 18 აგვისტომდე, ანუ პრემიერლიგის დაწყებამდე აუცილებლად გადაწყდება.

ახალი ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის შემდეგ ჰოლანდიელი ვარსკვლავი კლუბის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ შეხვდა, თუმცა მხარეთა დიალოგმა შედეგი ვერც ამჯერად გამოიღო.

რობინი რამდენიმე არსენალელთან ერთად ლონდონში დარჩა და ბაზაზე ფიზმომზადების მწვრთნელების მეთვალყურეობით ვარჯიშობს.

არაოფიციალურად ცნობილია, რომ ლონდონელებს სამი შეთავაზება აქვთ აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით - მანჩესტერული გრანდები და "იუვენტუსი". თუმცა ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ განხილულა.

აი, რას ამბობს ვენგერი: "მოგეხსენებათ, ვან პერსის ხელშეკრულებაში ერთი წელიწადი რჩება. მართალია, ძალიან გვინდა მასთან თანამშრომლობა, მაგრამ, პირველ რიგში, ვალდებულნი ვართ, "არსენალის" ინტერესებიდან გამოვიდეთ. ინტერპრეტაცია, თუ რას ნიშნავს ეს ფრაზა, თქვენთვის მომინდვია.

მართალია, სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება, მაგრამ ჩვენ ჩვენს დედლაინს ვაწესებთ - ესაა 18 აგვისტო, პრემიერლიგის სტარტი".

ფრანგი სპეციალისტის მტკიცებით, "არსენალი" იან მ’ვილას გადაბირებას აღარ გეგმავს. არადა, 2011/12 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ფრანგული პრესა ამ ამბავს, პრაქტიკულად, გადაწყვეტილად მიიჩნევდა. ვენგერის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მას ამ პოზიციაზე უკვე ჰყავს აარონ რემსი, ალექს სონგი, ფრანსის კოკლენი, აბუ დიაბი და ჯერ უილშირი, მეხუთე ფეხბურთელის შეძენა ზედმეტად მიაჩნია.

ინტერესი 21 წლის ფრანგის მიმართ კი თავის დროზე იმით იყო გამოწვეული, რომ გუნდიდან წასვლას ალექს სონგი გეგმავდა. არსენის თქმით, სიტუაცია მხოლოდ ტრავმათა ახალმა ეპიდემიამ შეიძლება შეცვალოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად