ფრანგული ჩოგბურთის ერთ-ერთმა ლიდერმა ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ ჯერ მზად არ არის სერიოზული დატვირთვებისთვის
ფრანგული ჩოგბურთის ერთ-ერთმა ლიდერმა გაელ მონფილსმა ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ ჯერ მზად არ არის სერიოზული დატვირთვებისთვის, ამიტომაც გადაიფიქრა ლონდონის ოლიმპიადაზე თამაში.

შეგახსენებთ, რომ მუხლებთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემების გამო გაელს როლან გაროსისა და უიმბლდონის გამოტოვება მოუწია. ახლა კი ოლიმპიადაზე გამოსვლაც ვერ შეძლო.

მონფილსის ადგილი ფრანგების გუნდში ჟულიან ბენეტომ დაიკავა, რომელიც ჟო-ვილფრიდ ცონგას, ჟილ სიმონსა და რიშარ გასკეს შეუერთდა.

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა უარი განაცხადა ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური გუნდის მედროშეობაზე. შეგახსენებთ, ბოლო ორ ოლიმპიადაზე ეს მისია სწორედ მსოფლიოს პირველ ჩოგანს ჰქონდა დაკისრებული, მაგრამ ზედიზედ მესამედ ამ როლის შესრულებაზე უარი განაცხადა: "დადგა დრო, ეს პატივი სხვა ათლეტს გადაეცეს".

ამიტომაც შვეიცარიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, გახსნის ცერემონიაზე ქვეყნის დროშა ასევე ჩოგბურთელ სტანისლას ვავრინკას ჩააბაროს.

როგორც იცით, ოთხი წლის წინ, პეკინის ოლიმპიადაზე ფედერერმა და ვავრინკამ წყვილთა თანრიგში მოიპოვეს ოქროს მედლები.

როგორც ჩანს, გაირკვა ბრიტანეთის ნაკრების მედროშეც. ეს საპატიო მისი დაეკისრება ველოტრეკზე ოთხგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კრის ჰოის.

ამის შესახებ ცნობილი გახდა მასპინძელი ქვეყნის ოლიმპიური გუნდის 542 წევრის ანონიმური კენჭისყრის შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ სერ კრის ჰოი ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე ჩაიბარებს ბრიტანეთის დროშას.

ჰოის გარდა, ბრიტანელთა გუნდის მედროშეობაზე პრეტენდენტები არიან: კანოისტი ტიმ ბრაბანტსი, ტყვიის მსროლელი რიჩარდ ფაულტსი, მოცურავე კერი-ენ პეინი, ტაეკვანდოელი სარა სტივენსონი, მშვილდოსანი ელისონ უილიამსონი და ნიჩბოსანი კეტრინ გრეინჯერი.

ლონდონის "ჰითროუს" აეროპორტის სასაზღვრო კონტროლის სამსახურმა ყალბი ოლიმპიური სუვენირები ამოიღო. ეს პარტია დაახლოებით ათი ათასი ოლიმპიური ალმისგან შედგებოდა.

ეს პროდუქცია ბრიტანეთში ჩინეთიდან შეიტანეს. მისი სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 156 ათას დოლარს უდრის.

"ყალბი პროდუქციის დამზადება - სულაც არ არის უწყინარი დანაშაული. ეს უმსხვილესი ბიზნესია, რომელიც ბრიტანეთს წელიწადში დაახლოებით 1.3 მილიარდი ფუნტი უჯდება", - განაცხადა "ჰითროუს" აეროპორტის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა მარკ ოუენმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!