2010 წელს პლანეტის ყველაზე პრესტიჟული ველორბოლა - ტურ დე ფრანსი უკანასკნელი იქნება ტურის შვიდგზის ჩემპიონის ლენს არმსტრონგის კარიერაში...

2010 წელს პლანეტის ყველაზე პრესტიჟული ველორბოლა - ტურ დე ფრანსი უკანასკნელი იქნება ტურის შვიდგზის ჩემპიონის ლენს არმსტრონგის კარიერაში. 38 წლის ლეგენდარული ველომრბოლი, რომელმაც თავის დროზე არამარტო კონკურენტები, არამედ კიბოც დაამარცხა, მეტად ოპტიმისტურად არის განწყობილი. ამასთან, ლენსი აღიარებს, რომ მომავალი ტურ დე ფრანსის ფავორიტად თანამედროვე ველოსპორტის მეორე ვარსკვლავი - ესპანელი ალბერტო კონტადორი უნდა მივიჩნიოთ. ყველა კითხვას მალე გაეცემა პასუხი - 2010 წლის ტურ დე ფრანსი ხვალ როტერდამში დაიწყება.

რა თქმა უნდა, ბოლო დროს არმსტრონგის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი. ველოსპორტის სამყარო ლეგენდარული სპორტმენის ყოველ ფრაზას აანალიზებს, მაგრამ ხშირად დაბნეული რჩება. ტურ დე ფრანსზე საკუთარი პერსპექტივების შესახებ ლენსი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს - ხან ამბობს, რომ ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, საფრანგეთში სამ ბრწყინვალე კვირას ელის და გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს, ხანაც ასაკზე წუწუნებს და კონკურენტებს აქებს.

მაგრამ ვინც არმსტრონგის "შემოქმედებას" იცნობს, კარგად იცის - "ბებერი" და "დაღლილი" ლენსი საკუთარ თავზე ასეთ ხმებს სპეციალურად ავრცელებს, რათა კონტადორისა და სხვა ფავორიტების ყურადღება მოადუნოს. ტურის შვიდგზის ჩემპიონს თვალთმაქცობაც კარგად ეხერხება და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტში სპორტულ ფორმის პიკზე გასვლაც. ხოლო ის, რომ ფორმის პიკთან ახლოს იმყოფება, ცოტა ხნის წინ შვეიცარიის ტურზე დადასტურდა, სადაც ტეხასელმა მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ შვეიცარიელ ფრენკ შლეკს ჩამორჩა.

ამასთან, არმსტრონგმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ტურ დე ფრანსზე უკანასკნელად გამოვა. ხოლო სპორტიდან წაგებული წასვლა მის წესებში არ შედის. განსაკუთრებით იმ შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ, რომელიც ლენსის ყოფილმა თანაგუნდელმა და თანამემამულემ ფლოიდ ლენდისმა არმსტრონგის მისამართით გააკეთა.

ლენდისმა ტურ დე ფრანსი 2006 წელს მოიგო, მაგრამ მალე ჩემპიონის ტიტული ჩაგდებული დოპინგტესტის გამო ჩამოართვეს. ფლოიდი ყველაფერს უარყოფდა, დიდხანს იცავდა თავის პატიოსან სახელს სასამართლოში, მაგრამ მაისის ბოლოს მოულოდნელად სენსაციური აღიარება გააკეთა - სისტემატიურად ვიღებდი აკრძალულ პრეპარატებსო. და იქვე დაამატა, რომ სისხლის დოპინგისა და სტეროიდების მიღება სწორედ ძველმა მეგობარმა არმსტრონგმა და გუნდის მენეჯერმა იოჰან ბრიუნელმა ასწავლეს.

რა თქმა უნდა, არმსტრონგმა და ბრიუნელმა ბრალი არ აღიარეს და ლენდისი ტყუილში დაადანაშაულეს, თუმცა სკანდალი მაინც აგორდა - ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ ახალი სადოპინგო გამოძიება დაიწყო. 2010 წლის ტურ დე ფრანსზე დოპინგთან ბრძოლის უპრეცედენტო ზომები იქნება მიღებული და ასეთ პირობებში გამარჯვება საუკეთესო პასუხი იქნება ლენდისის მსგავსი არაკეთილისმსურველისთვის.

ტეხასელი ტურ დე ფრანსზე 1999-2005 წლებში იმარჯვებდა, რის შემდეგაც ველოსპორტს გამოემშვიდობა. მაშინ ყველა ეგონა - სამუდამოდ. მაგრამ პაუზა მხოლოდ სამნახევარი წელიწადი გაგრძელდა. 2009 წლის დასაწყისში ლენსმა ბრიუნელის ხელმძღვანელობით ყაზახურ ველოსაჯინიბო "ასტანაში" განაახლა კარიერა. იმის გამო, რომ ამ გუნდში მთავარი ტურების (ტურ დე ფრანსი, ჯირო დ'იტალია, ვუელტა) გამარჯვებული კონტადორი გამოდიოდა, "ასტანაში" შიდაგუნდური დუელი გარდაუვალი იყო. და ეს დუელი სწორედ შარშანდელ ტურ დე ფრანსზე შედგა.

ურთიერთდახმარებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ქაღალდზე პარტნიორები ტრასაზე დაუძინებელი მტრები გახდნენ. შედეგად, საკმაოდ სკანდალურ სიტუაციაში ესპანელი შარშანდელი ტურის გამარჯვებული გახდა, არმსტრონგმა კი საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

ამის შემდეგ, ლენსმა, ბრიუნელმა და კიდევ რამდენიმე ცნობილმა ველომრბოლმა "ასტანას" დატოვება და საკუთარი ველოსაჯინიბოს შექმნა გადაწყვიტეს, რომელსაც "რადიოშეკი" დაერქვა. ცხადია, რომ წლევანდელ ტურზე არმსტრონგი უძლიერესი გუნდის ულაპარაკო კაპიტანი იქნება. მას ისეთი დონის ვარსკვლავები დაეხმარებიან, როგორებიც არიან გასული წლებში ტურის პრიზიორები - გერმანელი ანდრეას კლოდენი და ამერიკელი ლევი ლაიპჰაიმერი, აგრეთვე ტურ დე ფრანსის რეპეტიციის - "კრიტერიუმ დოფინეს" გამარჯვებული, სლოვენიელი იანეც ბრაიკოვიჩი. ეს ბიჭები თავიანთ ბოსს არ დააღალატებენ და საკუთარ თავზე მხოლოდ მაშინ იზრუნებენ, როცა ლენსს რაიმე პრობლემა შეექმნება.

რაც შეეხება კონკურენტებს, კონტადორის გარდა, ესენი არიან: ჯირო დ'იტალიას ჩემპიონი ივან ბასო, ავსტრალიელი კეიდელ ევანსი, ლუქსემბურგელი ძმები - ანდი და ფრანკ შლეკები, ესპანელი კარლოს სასტრე...

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში