ევროპული პრესა სინგაპურის შედეგებს გამოეხმაურა და გასული რბოლის ხუთი მთავარი მომენტი გამოარჩია.

ევროპული პრესა სინგაპურის შედეგებს გამოეხმაურა და გასული რბოლის ხუთი მთავარი მომენტი გამოარჩია.

1. სინგაპურის გრან-პრიზე ორ გამოცდილ პილოტს ჰქონდა ამ სეზონში დებიუტი - ნიკ ჰაიდფელდსა და კრისტიან კლინს. როგორც ჩანს, ამ ავტომრბოლებმა სოლიდური სპონსორები იპოვნეს, რითაც რბოლებში გამოსვლის საშუალება მიეცათ.

ჰაიდფელდის გამოცდილება საკმარისი არ აღმოჩნდა კვალიფიკაციაში თანაგუნდელ კამუი კობაიასის დასამარცხებლად, კრისტიან კლინმა კი პირველივე ჯერზე აჯობა პარტნიორ ბრუნო სენას, თანაც უპირატესობამ წამზე მეტი შეადგინა. რბოლა კი არც ერთ მათგანს არ გამოუვიდა - ნიკიც და კრისტიანიც ნაადრევად გამოეთიშნენ ბრძოლას.

ჰაიდფელდის ფორმულა 1-ში დაბრუნება სიმბოლური გამოდგა - გერმანელი ორჯერ ირიცხებოდა პეტერ ზაუბერის გუნდში. თავიდან კერძო საჯინიბოში, შემდეგ BMW-ის საქარხნო პროექტში. და აი, ზაუბერის მორიგი ცდა და გუნდში ისევ ჰაიდფელდს ვხედავთ. შესაძლოა, ნიკის გამოცდილებამ კვლავ აიყვანოს ეს გუნდი მაღალ დონეზე.

2. თუ ლუის ჰემილტონი ჩემპიონატს წააგებს - ამაში მან მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს. ამასთან, ეს წაგება ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი იქნება.

საქმე ისაა, რომ ბოლო ორ რბოლაში გავარდნა ბოლიდის გაუმართაობის ან მეტოქეთა შეცდომების ბრალი არ ყოფილა. ჰემილტონი იბრძოდა და ამ ბრძოლაში ზედმეტი ქულები კი არ მოიპოვა, პირიქით - ყველაფერი დაკარგა. ამ დროს კი მისმა პარტნიორმა ჯენსონ ბატონმა ზედმეტად არ გარისკა და მართალია, მოკრძალებული ქულები მიიღო, მაგრამ ამის წყალობით თითქმის დაეწია ლუისს.

რა თქმა უნდა, ჩემპიონატში საერთო გამარჯვებისთვის ამან, შესაძლოა, არ იკმაროს, მაგრამ ერთ გუნდში ორი პილოტის განსხვავებული ტაქტიკა კიდევ ერთხელ გვახსენებს "მაკლარენის" ისტორიაში მეორე ლეგენდარულ წყვილს.

3. მოლოდინი გამართლდა - სინგაპურის ტრასა არ იყო "რედ ბულისთვის" მოსახერხებელი. მართალია, ედრიან ნიუი დიადი ინჟინერია, მაგრამ ყოვლისშემძლე არ არის. მიუხედავად ამისა, ავსტრიულმა საჯინიბომ მისთვის მოუხერხებელ ტრეკზე მაქსიმალური ქულები მიიღო. რა თქმა უნდა, მეტოქეების შეცდომებიც დაეხმარა, მაგრამ ლუის ჰემილტონთან კონტაქტის შემდეგ მარკ უებერის ბოლიდის მდგრადობა სწორედ ნიუის დამსახურებაა.

ასევე უნდა აღინიშნოს უებერის გუნდის მიერ სწორად შერჩეული ტაქტიკა. რა თქმა უნდა, ავსტრალიელს უსაფრთხოების მანქანა დაეხმარა, მაგრამ ამ მომენტს სწორად უნდა გამოყენება, ამასთან სოლიდური ტემპიც უნდა შეინარჩუნო და გზად რთულ მეტოქეებს გაასწრო.

სწორედ ასეთი ტაქტიკითა და ტრასაზე დამაჯერებელი მუშაობით გაასწრო უებერმა ორივე "მაკლარენს", რის შემდეგაც მესამე ადგილის შენარჩუნება ტექნიკის საქმე იყო.

ძრავის სიმძლავრის ნაკლებობამ სებასტიან ფეტელი დააზარალა - სწორედ ამის გამო ვერ შეძლო მან ფერნანდო ალონსოს გასწრება. ეს კი გერმანელს შვიდ დაკარგულ ქულად დაუჯდა. სებასტიანს "ფერარის" პილოტის გასწრება რომ მოეხერხებინა, საერთო ჩათვლაში ის იქნებოდა მეორე ადგილზე.

4. ქების ღირსია "ფერარი", უფრო სწორედ ალონსოს გუნდი - მათ კარგად იმუშავეს კვალიფიციკაციაზე, დამაჯერებლად წარმართეს რბოლა... და საერთოდ, სეზონის მეორე ნახევარში "სკუდერიას" პროგრესი აშკარაა. მაგრამ სინგაპურის უქმეების მთავარი მოვლენა - ალონსოს უნიკალური მიღწევა იყო.

ეს გახლავთ დიდი სლემი - პოული, რბოლაში უსწრაფესი წრით გამარჯვება და ლიდერობა სტარტიდან ფინიშამდე. სწორედ ეს ნიშნავს რბოლაში პილოტის აბსოლუტურ დომინირებას. დიად მიხაელ შუმახერს კარიერაში ასეთი ხუთი რბოლა ჰქონდა. ბოლოჯერ სწორედ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა შეძლო ასე დამაჯერებლად გამარჯვება. ეს მოხდა ექვსი წლის წინ ჰუნგარორინგზე. იმ სეზონში შუმახერი მეშვიდედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ წელს ალონსოსაც ელოდება მთავარი პრიზი?

5. რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ბოლო რბოლებში "ფერარი" მართლაც კარგად გამოიყურება, მაგრამ ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ ეს ტრასები "რედ ბულის" მანქანებისთვის მოუხერხებელი იყო. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ "რენოს" ძრავა სიმძლავრით ჩამოუვარდება "მერსედესისა" და "ფერარის" ძრავებს, ამიტომაც მონცასა და სინგაპურში "რედ ბულის" გამარჯვებას არავინ ელოდა. ამას ადასტურებს საკვალიფიკაციო რბოლები - როდის იყო, რომ ავსტრიელები შაბათს კვალიფიკაციას აგებდნენ?!

მაგრამ "რედ ბულის" უიღბლო სერია მალე უნდა დასრულდეს. "სუზუკაზე" ძალთა სულ სხვა თანაფარდობა იქნება. ამასთან დაკავშირებით, სინგაპურის რბოლის მთავარ გამარჯვებულად ბევრი უებერს მიიჩნევს, რომელმაც შეინარჩუნა საერთო ჩათვლაში პირველი პოზიცია და მეორეადგილოსანთან ქულათა სხვაობის გაზრდაც მოახერხა.

მთავარი უიღბლო კი, რა თქმა უნდა, ჰემილტონია. ორმა გამოვარდნამ თითქმის ხაზი გადაუსვა მისი გაჩემპიონების შანსებს. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ტრასების მახასიათებლები "რედ ბულს" აძლევს ხელს, ხოლო "ფერარიმ" შესამჩნევად მოუმატა, "მაკლარენს" წინ სეზონის ყველაზე რთული მონაკვეთი ელის.

მაგრამ მთავარია, რომ მოწინავე ხუთეულიდან არც ერთს არ დაუკარგავს ჩემპიონობის შანსი. და დღეს, სეზონის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე, ჯერ კიდევ შეუძლებელია მთავარი პრეტენდენტის დასახელება. ალბათ, ყველა ასეთ ჩემპიონატზე ოცნებობდა მაშინ, როცა შუმახერი უკონკურენციოდ იყო ტრასაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...