გასულ კვირას ATP-ისა და WTA-ს ტურნირების განრიგი საკმაოდ მჭიდრო იყო - კალენდარმა მამაკაცთა სამი და ქალების ორი შეჯიბრი დაიტია
გასულ კვირას ATP-ისა და WTA-ს ტურნირების განრიგი საკმაოდ მჭიდრო იყო - კალენდარმა მამაკაცთა სამი და ქალების ორი შეჯიბრი დაიტია.

ორი მათგანი ამერიკულ ჰარდზე გაიმართა, სამი - ევროპულ გრუნტზე. საპრიზო ფონდის მიხედვით, ყველაზე პრესტიჟული ჰამბურგის ტურნირი იყო, რომელსაც 2009 წლამდე მასტერსის სტატუსი ჰქონდა და მაისში იმართებოდა.

ტურნირის შემადგენლობა საკმაოდ ძლიერი იყო - პირველ ნომრად მსოფლიო რეიტინგის მეათე ნომერი - ესპანელი ნიკოლას ალმაგრო იყო განთესილი. გარდა ამისა, განთესვაში მოხვედრილი ყველა ჩოგბურთელი (ვიქტორ ტროიცკის გარდა) კლასიფიკაციის TOP25-ს წარმოადგენდა.

საბოლოოდ ალმაგრომ ნახევარფინალს მიაღწია, სადაც მას გზა გადაუღობა ხუან მონაკომ. ამ უკანასკნელმა წინა კვირას შტუტგარტის ფინალს მიაღწია და იქ გადამწყვეტი მატჩი იანკო ტიპსარევიჩთან წააგო.

არგენტინელს ჰამბურგში რთული სტარტი გამოუვიდა - გერმანელი სედრიკ-მარსელ შტებე მესამე სეტს 5:3-ს უგებდა, მაგრამ შემდეგ არგენტინელმა ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო. მომდევნო ეტაპებზე მონაკო კარგად ათამაშდა, ნახევარფინალი კი ალმაგროს სამ სეტში მოუგო - 3:6, 6:3, 6:4.

ბადის მეორე ნახევრიდან ფინალში უაილდ-ქარდით მოთამაშე ტომი ჰაასი გავიდა. 34 წლის ვეტერანმა ამ ზაფხულს უკვე მოახდინა სენსაცია, როცა ჰალეში ტოპ-ათეულის ორ მოთამაშეს მოუგო (ფედერერსა და ბერდიხს) და ტიტული მოიპოვა. თუმცა ეს ყველაფერი ბალახზე მოხდა, გრუნტზე კი ჰაასი იშვიათად აღწევს წარმატებას.

მან გააუმჯობესა ამ საფარზე წელს თავისი საუკეთესო შედეგი (ნახევარფინალი მიუნხენში) და პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში, გრუნტზე ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ მატჩამდე გერმანელმა სამი განთესილი ჩოგბურთელი ჩამოიცილა გზიდან - ჟილ სიმონი, ფლორიან მაიერი და მარინ ჩილიჩი. თან მათთვის ჯამში ერთი სეტი გაიმეტა.

მაგრამ ფინალისთვის ჰაასს ძალები არ ეყო. მან უკეთ დაიწყო მატჩი და ბრეიკით წაიყვანა ანგარიში, მაგრამ თანდათან ხუანმა თამაში მისთვის სასურველ ტემპში გადაიყვანა და პირველი პარტია დაძაბულ ბრძოლაში მოიგო - 7:5.

მეორე სეტში ტომიმ ისევ პირველმა გააკეთა ბრეიკი, მაგრამ არგენტინელმა დიდი ხანი არ აცალა ლიდერის რანგში ყოფნა - მან ზედიზედ ორი ბრეიკი გააკეთა და მეორე სეტი 6:4 აიღო.

მონაკომ კარიერაში პირველად მოიგო "500" სერიის ტურნირი და რაც მთავარია, ასევე პირველად შევიდა რეიტინგის საუკეთესო ათეულში - მან იქ ალმაგრო შეავიწროვა.

შვეიცარიის გშტაადში პირველ ნომრად იანკო ტიპსარევიჩი იყო განთესილი, რომელიც ახლო იყო ბოლო ორი კვირაში მეორე ტურნირის მოგებასთან. სტარტზე მას რთული მატჩი ჰქონდა ავსტრიელ მარტინ ფიშერთან (4:6, 7:6, 6:3), მაგრამ შემდეგ ფინალამდე დამაჯერებლად დაამარცხა ჰერნიხი და მატიო.

ბადის ქვედა მხარეს ვერცერთი განთესილი ვერ გავიდა მეოთხედფინალზე შორს, რის გამოც ფინალში გასასვლელად ტომაშ ბელუჩი გრიგორ დიმიტროვს ხვდებოდა. ბულგარელი კარიერაში პირველად გავიდა გრუნტის ტურნირის ნახევარფინალში და ბრაზილიელს სერიოზული ბრძოლა გაუმართა, თუმცა ორივე ტაი-ბრეიკი წააგო - 6:7(3), 6:7(5).

ფინალისტებმა - ბელუჩიმ და ტიპსარევიჩმა წინა კვირას შტუტგარტის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშეს და მაშინ სერბმა მოიგო. ამჯერად კი უფრო ძლიერი ბრაზილიელი აღმოჩნდა. მან პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე ხუთმაგი სეტბოლი ვერ გამოიყენა და მე-13 გეიმი 1:6-დან წააგო, მაგრამ ფსიქოლოგიურად არ გატყდა და მაინც მოიპოვა გამარჯვება - 6:7(6), 6:4, 6:2.

შვედეთის ქალაქ ბაშტადში ქალების ტურნირზე მოულოდნელად დაიცვა შარშან მოპოვებული ტიტული პოლონა ჰერცოგმა. არადა, ბოლო მატჩი მას WTA-ს დონეზე აპრილში ჰქონდა მოგებული. სლოვენიელი ვერაფრით ახერხებდა ფორმაში შესვლას და ახლა ისევ სკანდინავიაში "გაისროლა".

მან ტურნირი ალექსანდრა პანოვას დამარცხებით დაიწყო, რის შემდეგაც ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა იულია გორგესი, ცვეტანა პირონკოვა და მონა ბარტელი. ფინალში კი 0:6 წაგებული პირველი სეტის შემდეგ შემოაბრუნა მატჩის ბედი - 0:6, 6:4, 7:5.

ATP

German Tennis Championships

ჰამბურგი (გერმანია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 1 129 140 დოლარი

ფინალი

ხუან მონაკო (არგ, 3)-ტომი ჰაასი (გერ) 7:5, 6:4.

Suisse Open

გშტაადი (შვეიცარია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 449 680 დოლარი

ფინალი

ტომაშ ბელუჩი (ბრა)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 1) 6:7(6), 6:4, 6:2.

WTA

Swedish Open

ბაშტადი (შვედეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

პოლონა ჰერცოგი (სლოვენ)-მატილდა იოჰანსონი (საფ) 0:6, 6:4, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა