კონიაში, თურქეთის გუნდურ ჩემპიონატში სხვადასხვა ქალაქისა და უმაღლესი სასწავლებლის 14 საჭადრაკო კლუბი მონაწილეობდა
სხვადასხვა ქალაქისა და უმაღლესი სასწავლებლის 14 საჭადრაკო კლუბი მონაწილეობდა წრიული სისტემით თურქეთის გუნდურ ჩემპიონატში, რომელსაც კონიამ უმასპინძლა. თითოეულ კოლექტივში სხვადასხვა ასაკისა და ცენზის 10-10 ქალ-ვაჟი გამოდიოდა.

თურქებმა შემადგენლობები უძლიერესი უცხოელი დიდოსტატებით გააძლიერეს. საპრიზო ადგილებისთვის იბრძოდნენ აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი (2726), ინგლისელი ნაიჯელ შორტი (2728), უნგრელი იუდით პოლგარი (2709), ფიდეს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, უზბეკი რუსტამ კასიმჟანოვი (2690), რუსები - ვლადიმირ მალახოვი (2712) და ერნესტო ინარკიევი (2707), ქალებში ევროპის ჩემპიონები - ეკატერინა ატალიკი (თურქეთი, 2431), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2530), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 25089), ასევე, გერმანელი ელიზაბეტ პეტცი (2491), უკრაინელი ანა უშენინა (2454) და სხვები.

თურქულმა კლუბებმა ქართველებსაც უხმეს. კერძოდ, მიხეილ მჭედლიშვილი (2656), მერაბ გაგუნაშვილი (2570), ლუკა პაიჭაძე (24809) და ქეთი წაწალაშვილი (2286) "ტარსუს ზეკას" ღირსებას იცავდნენ; საქართველოს ჩემპიონი ბელა ხოტენაშვილი (2500) სტამბულის "პერა სფორის" შემადგენლობაში გამოდიოდა; ლევან ფანცულაია (2581) - სტამბულის "ისეკში"; ნაზი პაიკიძე (2384) - "მანიშაში"; სოფიკო გურამიშვილი (2408) "დენიზლი პამუკალში" სცდიდა ძალებს.

ჩემპიონატი შესანიშნავად განვლო სტამბულის "ბეშიქთაშმა", რომელმაც 13-დან 12 შეხვედრა მოიგო, ერთი ფრედ დაამთავრა და 25 ქულით (მოჭადრაკეთა საერთო მონაგარი 89 ქულა) ჩემპიონობა მოიპოვა. გამარჯვებულს 3 ქულით ჩამორჩა სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი (81). 18 ქულით (73,5) მესამე ადგილი "ანკარა გაზი უნივერსიტეტმა" დაიკავა.

ქართველთა გუნდებიდან სხვებზე უკეთ ბელა ხოტენაშვილის "პერა სფორმა" ითამაშა - 16 ქულით (72,5) მე-5 ადგილზე გავიდა.

არადა, ბოლო ტურში "ქეიხან ბელედიესთან" პაექრობისას ხოტენაშვილმა გუნინას აჯობა, მაგრამ თანაგუნდელებმა ჩვენებურს მხარი ვერ აუბეს და 4:6 წააგეს. რომ არა ეს მარცხი, ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეეძლოთ.

შვიდი ტურის შემდეგ მესამე ადგილზე იყო ქართველთა კვარტეტის "ტარსუს ზეკა", მაგრამ ტურნირის მეორე ნახევარში ტემპს ვერ გაუძლო და საბოლოოდ 12 ქულით (66) მე-8 ადგილს დასჯერდა.

ასპარეზობის დაწყებამდე ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევდნენ ლევან ფანცულაიას "ისეკს" (სტამბული), რომლის შემადგენლობაშიც ქართველთან ერთად გამოდიოდნენ მაიკლ ადამსი, იუდით პოლგარი, რუსტამ კასიმჟანოვი, ეკატერინა ატალიკი. გუნდმა კი საბოლოოდ მხოლოდ 10 ქულას (61,5) მოუყარა თავი, რაც მე-11 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ნაზი პაიკიძის "მანიშა" 12 ქულით (62,5) მე-9 იყო, ხოლო სოფიკო გურამიშვილის "დენიზლი პამუკალმა" 5 ქულით (53,5) ბოლოსწინა ადგილი დაიკავა.

საბოლოოდ ქართველთა მონაგარი ასეთია: ლევან ფანცულაია - 8,5 ქულა (10 პარტიიდან, რეიტინგისთვის 16 პუნქტიც დაიმსახურა), ნაზი პაიკიძე - 7 (9, +13), სოფიკო გურამიშვილი - 8 (11, +10), ლუკა პაიჭაძე - 5 (7, +9), ბელა ხოტენაშვილი - 9,5 (13, +8), მიხეილ მჭედლიშვილი - 7 (12, +2), მერაბ გაგუნაშვილი - 6 (12, 0), ქეთი წაწალაშვილი - 3,5 (8, -7).

შანავა ქულით ჩამორჩა

პარდებიცეს (ჩეხეთი) მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალის მე-3 ტური ქართველი დიდოსტატი კონსტანტინე შანავასთვის უიღბლო აღმოჩნდა - ზედიზედ ორი მოგების შემდეგ იგი პოლონელ საერთაშორისო ოსტატ კასპერ პიორუნს დანებდა.

სამაგიეროდ, წარმატებით ითამაშა თბილისელმა დიდოსტატმა დავით არუთინიანმა, რომელმაც რუს გრიგორი ოპარინს აჯობა და 3 ქულას მოუყარა თავი, ისევე, როგორც ლივიუ-დიტერ ნისიპიანუმ (რუმინეთი), ალექსეი გავრილოვმა (რუსეთი), თამირ ნაბათიმ (ისრაელი), იშტვან შიპოშმა (უნგრეთი), კირილ სტეპაკმა (ბელარუსი), ვოითეჩ როიჩეკმა (ჩეხეთი), მიხაილ ზასლავსკიმ (ისრაელი), სრინათ ნარაიანანმა და ჰარიკა დრონავალიმ (ორივე - ინდოეთი).

მე-4 ტურში არუთინიანი მიხაილ ზასლავსკის შეხვდება, შანავა კი ირი ნუნს (ჩეხეთი) დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა