იყო დრო, როდესაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო დონის ვარსკვლავებისთვის არ მოიძებნებოდა ადგილი. ამ შემთხვევაში, არიგო საკის ახირებას და რობერტო ბაჯოს ევროპის ჩემპიონატს მიღმა დატოვებას არ ვგულისხმობთ, უბრალოდ, იმ კონკურენციაზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც ერთ დროს "სკუადრა აძურას" გარშემო იყო.

იყო დრო, როდესაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო დონის ვარსკვლავებისთვის არ მოიძებნებოდა ადგილი. ამ შემთხვევაში, არიგო საკის ახირებას და რობერტო ბაჯოს ევროპის ჩემპიონატს მიღმა დატოვებას არ ვგულისხმობთ, უბრალოდ, იმ კონკურენციაზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც ერთ დროს "სკუადრა აძურას" გარშემო იყო. მაგალითად, ისეთი მოთამაშეები, როგორებიც რობერტო მანჩინი, ჯუზეპე სინიორი და ჯანლუკა ვიალი იყვნენ, პრაქტიკულად არ ჰქონიათ იმის შესაძლებლობა, რომ ეროვნულ გუნდში თავი გამოეჩინათ. ან თუნდაც ფილიპო ინძაგი ავიღოთ, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თავდამსხმელი, რომელიც დიდ საფეხბურთო ფორუმებზე კარგ შემთხვევაში სათადარიგო ფეხბურთელის ამპლუით შემოიფარგლებოდა. ზემოთჩამოთვლილი სამეულისგან განსხვავებით, პიპო დღემდე თამაშობს ფეხბურთს, მაგრამ უკვე 37 წლის გახლავთ და როგორც ნაკრების კანდიდატს, ნამდვილად ვერ განვიხილავთ. თუმცა, განვლილ მუნდიალზე რომ ეასპარეზა, თავს დავდებთ ვინცენცო იაკვინტას ნამდვილად აჯობებდა. მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ ერთ დროს დიდი ფეხბურთელებით განებივრებულ "კალჩოს" დღეს ტალანტების პრობლემა დაუდგა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რამაც მდგომარეობის გამოსწორებას უნდა შეუწყოს ხელი და ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილი "ფეხბურთის ხარისხის გაუმჯობესების კომიტეტის" შექმნაა. დიახ, ასეთი უცნაური სახელის კომიტეტი სწორედ ფედერკალჩოს ბაზაზე შეიქმნა და მას ლეგენდარული მწვრთნელი, არიგო საკი ჩაუდგა სათავეში. კომიტეტის მიზანია იმ გზების გამონახვა, რომელიც იტალიურ ფეხბურთში ტალანტების მოზიდვას შეუწყობს ხელს და შესაბამისად, მათ სწორად გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ახალ ინიციატივაზე და პროექტზე ვსაუბრობთ, საკის უკვე აქვს გარკვეული მონახაზი და ის პირველი მოსაზრებები, რომლებსაც ფედერკალჩოს მესვეურებს წარუდგენს. ამაზე თავად სინიორ არიგო ისაუბრებს:

"იტალია ყოველთვის ამაყობდა დიდი ფეხბურთელებით და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება მომავალშიც. ტალანტების ნაკლებობა არც დღესაა, მაგრამ სამწუხაროდ არსებულ რესურსს ვერ ვიყენებთ. ბოლო წლებში არაერთმა ნიჭიერმა მოთამაშემ მიიქცია ჩემი ყურადღება, მაგრამ შემდეგ დაიკარგნენ და ბევრის კვალი დღემდე არ ვიცი. ეს იმის ბრალია, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა საკუთარი სკოლის აღზრდილებს. როდესაც "მილანის" მთავარი მწვრთნელი ვიყავი, ძირითად შემადგენლობაში ჩვენი სკოლის აღზრდილ ხუთ ფეხბურთელს ვათამაშებდი. მათი გვარების ჩამოთვლაც შეიძლება, რათა დარწმუნდეთ, რომ არ არის აუცილებელი ვარსკვლავი სადღაც სხვაგან ეძებო - როგორ ფიქრობთ, ვიპოვიდით სადმე აფრიკაში ან სამხრეთამერიკაში პაოლო მალდინიზე, ფრანკო ბარეზიზე, ალესანდრო კოსტაკურტასა და მაურო ტასოტიზე უკეთეს მცველებს? საქმეც მაგაშია, რომ ჩვენ სადღაც სხვაგან ვეძებთ, როდესაც შეიძლება ჩვენივე ბავშვებს მივხედოთ.

დგას კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც აუცილებლად გადასაჭრელია. ძალიან დიდი ვაკუუმია მთავარ გუნდსა და პრიმავერას შორის, რაც ართულებს ვითარებას. პრიმავერას შემდეგ ფეხბურთელი მთავარ გუნდში უნდა მოხვდეს, არადა, ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და შემდეგ, იძულებული ხდება იჯარის წესით ქვედალიგის რომელიმე კლუბში იასპარეზოს. ახალგაზრდა ფეხბურთელი მისთვის უცხო გარემოში ხვდება, სადაც დამკივიდრება უჭირს და შესაძლებლობებს ვერ ავლენს. ეს ბუნებრივია, რადგან კონკურენცია ყველგან დიდია და ადგილობრივ ფეხბურთელებს არ სიამოვნებთ, როდესაც რომელიმე ბობოლა გუნდის პრიმავერელი მათი უშუალო კონკურენტი ხდება. ასეთ პირობებში კი ახალგაზრდა, თუნდაც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი უბრალოდ იკარგება. ამიტომ, შემომაქვს იდეა სერია A-ს ყველა წარმომადგენელმა შექმნას B გუნდი, რომლებიც სერია პრო 1-სა და პრო 2-ში იასპარეზებენ. ამით, ნიჭიერ ახალგაზრდა მოთამაშეებს აღარ მოუწევთ სხვადასხვა ქალაქებში ხეიტიალი და საკუთარ გუნდში, ყოველგვარი განათხოვრების გარეშე იასპარეზებენ გაცილებით უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე პრიმავერას პირველობაა. ზემოთაღნიშნულ ვაკუუმს შევავსებთ და შესაბამისად, ტალანტებს ნაკლებად დავკარგავთ".

საკის მოსაზრება იტალიაში უკვე ბევრმა აიტაცა. სხვათა შორის, ასეთი პრაქტიკა უკვე დანერგილია რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში. B-გუნდებს არ აქვთ იმის უფლება, რომ რანგით მაღალ ლიგაში აინაცვლონ, სამაგიეროდ, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მაღალ დონეზე ასპარეზობის საშუალება მშობლიური გუნდის შემადგენლობაში ეძლევათ. არიგოს ინიციატივას იმდენად დადებითი რეზონანსი მოჰყვა, რომ დიდია შანსი, ნოვაცია ძალიან მალე დაინერგოს.

საკიმ კიდევ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, რომელიც ვფიქრობთ, ქართული ფეხბურთის გადასახედიდანაც საინტერესო უნდა იყოს: "მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ეზოებში კარგ შემთხვევაში მიწის ან ასფალტის მოედნები გვქონდა - უმეტეს შემთხვევაში კარებების გარეშე, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღე და ღამე ფეხბურთს ვთამაშობდით. დღეს კი ეზოებში კეთილმოწყობილი მინდვრის მოედანებია, თუმცა ფეხბურთს ძალიან იშვიათად თამაშობენ. ჩემი ინფორმაციით, საფეხბურთო სკოლები უკრძალავენ ბავშვებს, რომ ბურთი ეზოშიც აგორონ. ჩემი ღრმა რწმენით, ეს დიდი შეცდომაა, რადგან ეზოში თამაშით ბავშვი ტექნიკას ამუშავებს და ბრძოლის განსაკუთრებული ჟინი უჩნდება. უდიდესი ფეხბურთელების უმეტესობა დღე და ღამე ბურთს დასდევდა. ასეთი აკრძალვებით ბევრს დავკარგავთ და ჩემი აზრით, ეს საკითხიც უნდა დადგეს დღის წესრიგში".

ერთი სიტყვით, საკი ახალ საქმეს ენერგიულად შეუდგა და ვნახოთ, რა შედეგი მოჰყვება ამას იტალიური ფეხბურთისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია