"გაგრას" ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ბოლო წლების უცვლელმა კაპიტანმა, გუნდი დატოვა
"გაგრას" ვებგვერდის ცნობით, გუნდი ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ბოლო წლების უცვლელმა კაპიტანმა გიორგი ტყეშელაშვილმა დატოვა.

ტყეშელაშვილმა "გაგრაში" 221 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის, ორი ევროპის ლიგაზეც და 30 გოლი გაიტანა, მათ შორის, ფამაგუსტას "ანორთოსისთან" განმეორებით შეხვედრაშიც, მაგრამ სერიოზული ტრავმაც მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ტყეშელაშვილი "გაგრაში" მისი დაარსების დღიდან ირიცხებოდა. გუნდის კაპიტანი კი გუნდში ანატოლი პისკოვეცის მოსვლის შემდეგ გახდა.

26 წლის ცენტრალურმა მცველმა სხვა კლუბში მხოლოდ ორი სეზონი ითამაშა - იჯარის პერიოდში თბილისის "მერანისა" და ცხინვალის "სპარტაკის" ფორმები მოირგო.

გიორგი ტყეშელაშვილი 2011 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელია.

"გაგრას" ვებგვერდის ცნობით, ტყეშელაშვილს საქართველოს პრემიერლიგის ერთ-ერთი გუნდი იწვევს, მაგრამ სახელი დაკონკრეტებული არ იყო. დავინტერესდით და გვითხრეს, რომ გიორგი ფოთის "კოლხეთში" გადავიდა.

ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაგვიდასტურა:

"ფოთში დღეს ჩამოვედი და გუნდთან ერთად ვივარჯიშე. წესით, კონტრაქტის გაფორმება გადაწყვეტილი უნდა იყოს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობასთან ჯერ არ მილაპარაკია და არც ხელშეკრულებაზე მომიწერია ხელი".

ტყეშელაშვილი კოლხეთში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა