აზერბაიჯანის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ბაქოს "ნეფთჩისა" და "ზესტაფონის" დაპირისპირების შესახებ ისაუბრა
აზერბაიჯანის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ელხან აბდულაევმა ინტერნეტსაიტ azerisport.com-თან ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს "ნეფთჩისა" და "ზესტაფონის" (პირველი მატჩი 3:0) დაპირისპირებაზე ისაუბრა.

- პირველად ხდება, აზერბაიჯანული კლუბი ევროთასების საპასუხო მატჩზე ისე მიდის, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა, პრაქტიკულად, განაღდებული აქვს...

- გულწრფელად რომ გითხრათ საქართველოს ჩემპიონთან "ნეფთჩის" 3:0 გამარჯვებამ ძალიან გამახარა. პრინციპში, ჩვენი ჩემპიონი 90 პროცენტით უკვე მესამე საკვალიფიკაციო რაუნდშია.

მაგრამ რჩება კიდევ 10 პროცენტი, რომელიც შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ ბოროტ ხუმრობად გადაიქცეს.

ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ რა თქმა უნდა, არ მჯერა, რომ ქართველები სამ-ოთხ უპასუხო გოლს გაგვიტანენ.

- "ნეფთჩის" საპასუხო თამაშის შედეგი არ უნდა აღელვებდეს?

- "ნეფთჩის" "ზესტაფონის" დამარცხება სტუმრადაც შეუძლია. თუმცა ეს რთული იქნება. პირველ მატჩში ჩვენი კლუბი აშკარა უპირატესობას არ ფლობდა. ორ წუთში ორი გოლი გაიტანეს და შეხვედრის ბედი გადაწყვიტეს.

ფეხბურთი ბუმერანგივითაა. იგივე შეიძლება შეემთხვეს "ნეფთჩისაც", მაგრამ ეს უკვე კატასტროფა იქნება.

იქ ნამდვილად ანშლაგი იქნება. ბაქოელებს იოლი მატჩი არ ელით.

ასევე იხილეთ:

ზესტაფონი VS ნეფთჩი - თავგანწირვა მოედანზე, ჯოჯოხეთი ტრიბუნებზე

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა