ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სანდრო კობახიძე: ვინ თქვა, რომ ქართველებს გამძლეობა არ გვაქვს?

სანდრო კობახიძე: ვინ თქვა, რომ ქართველებს გამძლეობა არ გვაქვს?

საქართველოს ნაკრებისა და კიევის "არსენალის" ნახევარმცველმა ვიდეოპრესკონფერენცია ჩაატარა
"ფუტბოლ.უა"-მ რედაქციაში სანდრო კობახიძე მიიწვია - 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა უკრაინული ინტერნეტგამოცემის მიერ ორგანიზებულ ვიდეოპრესკონფერენციაზე მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

მასაც მოუხდა უკვე ტრადიციადქცეულ კითხვაზე პასუხის გაცემა - "საქართველოს ნაკრებში ბევრი კარგი მოთამაშეა, მაგრამ შედეგი რატომ არ აქვს?"

ცხადია, იყო სხვა შეკითხვებიც.

...საქართველოს ნაკრებსა და ქართველ ფეხბურთელებზე

დიდი ხანია, ეს საკითხი მთელ საქართველოს აწუხებს, მაგრამ მიჭირს ზუსტი პასუხის გაცემა.

ამჟამად ახალი ნაკრები შენდება. ესპანეთისა და საფრანგეთის უმძიმეს ჯგუფში მოვხვდით, გუნდის შენებას კი დრო სჭირდება.

ურთულესი მატჩები გველის, მაგრამ ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაში საინტერესოც იქნება. ბრძოლას მაინც შევეცდებით.

საქართველოს ბევრი ვარსკვლავი ჰყავდა. თასების თასის მოპოვების დროს ყველა ვარსკვლავი იყო - ყიფიანი, დარასელია... ბოლო წლების მოთამაშეებიდან კი გიორგი ქინქლაძეს გამოვარჩევ. ის ძალიან მაღალ დონეზე თამაშობდა და მიმაჩნია, რომ ეს კიდევ დიდხანს შეეძლო.

...ქართველი ფეხბურთელების გამძლეობასა და სისწრაფეზე

არასწორი წარმოდგენაა, თითქოს ქართველი ფეხბურთელები ტექნიკურები არიან, მაგრამ გამძლეობა არ აქვთ. თარგამაძეს უკრაინაში, სადაც წავიდა, ყველგან ლამის საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა. პირადად მე არასოდეს მირბენია კუპერის ტესტი და არც ვიცი, 100 მეტრს რა დროში გავრბივარ, მაგრამ კონდიციებით არავის ჩამოვუვარდები.

საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ აქ განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მეტი ძალისმიერი ბრძოლა, სისწრაფე. თუმცა საქართველოს ჩემპიონატშიც ბევრი დაძაბული და საინტერესო თამაშია. ნაკრებშიც ბევრი სწრაფი მოთამაშე გვყავს, მაგალითად, თარგამაძე.

..."დნიპროსთან" კონტრაქტზე

სამწუხაროდ, დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" ყველაფერი კარგად ვერ ამეწყო, ისე ვერ ვთამაშობდი, მე რომ მსურდა და შემეძლო. მაშინდელი მთავარი მწვრთნელი ოლეგ პროტასოვი ძირითადში ჩემს დაყენებას ნაადრევად მიიჩნევდა, არ მათამაშებდა და "კრივბასში" გადავედი, მერე - "არსენალში".

"დნიპროსთან" კონტრაქტი წელიწადნახევარში მიმთავრდება. მიმდინარეობს კლუბთან მოლაპარაკება ჩემი ტრანსფერის გამოსყიდვაზე, მაგრამ ჯერ "არსენალში" ვრჩები...

"დნიპროში" დაბრუნებასა და ხუანდე რამოსთან მუშაობაზე არ ვფიქრობ. "არსენალში" ყველაფერი მომწონს.

...მწვრთნელებზე

ამბობენ, იჯარით გაშვებული მოთამაშეები თავს არ იკლავენო. არ ვიცი, სხვა როგორ იქცევა, მაგრამ პირადად მე "არსენალში" მოტივაცია არ მაკლია.

მწვრთნელებიდან ყველაზე მეტად ლეონიდ კუჩუკს ვემადლიერები. ტოპმიოლერი ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია, მაგრამ კუჩუკმა უფრო მეტი მასწავლა და მიმაჩნია, რომ მასზე არაფრით ნაკლებია. კიდევ, ნოდარ აკობიას დავასახელებდი, საქართველოში ის ცნობილი და პატივსაცემი სპეციალისტია.

...გერმანიაში მოთამაშე ქართველებზე

რატომ არიან გერმანიაში ქართველები მრავლად? ეტყობა, კობიაშვილმა, იაშვილმა და ცქიტიშვილმა კარგი კვალი დატოვეს და სხვებსაც ენდობოდნენ. ახლა უკვე ქართველები მრავლად უკრაინაში ვართ, გერმანიაში კი იმდენი აღარც დარჩა.

...კახა კალაძესა და გიორგი დემეტრაძეზე

"მილანს" კალაძის გამო არ ვგულშემატკივრობდი. კახას კი დიდ პატივს ვცემ, რადგან უბრალო და გულიანი ბიჭია...

დემეტრაძესაც ნაკრებიდან ვიცნობ და გამიხარდება, თავისუფალს თუ ვიხილავ. კარგი და მხიარული ბიჭია. ცხოვრება ისეთია, წინასწარ ვერ გაიგებ, რა გელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სანდრო კობახიძე: როცა მე ვთამაშობდი, მაშინდელი თბილისის "დინამო" სჯობდა

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა