პაოლო დი კანიო რომ "ლაციოს" თავგადაკლული გულშემატკივარია, ყველას კარგად მოგეხსენებათ - ამასთან, ძალიან ქარიზმატული ფიგურაა, ხშირად უყვარს პროვოკაციული განცხადებების გაკეთება და როდესაც ამის საშუალება ეძლევა, შანსს ხელიდან არუშვებს.

პაოლო დი კანიო რომ "ლაციოს" თავგადაკლული გულშემატკივარია, ყველას კარგად მოგეხსენებათ - ამასთან, ძალიან ქარიზმატული ფიგურაა, ხშირად უყვარს პროვოკაციული განცხადებების გაკეთება და როდესაც ამის საშუალება ეძლევა, შანსს ხელიდან არუშვებს. "რომა"-"ინტერის" შეხვედრის შემდეგ, პაოლომ იტალიელ ჟურნალისტთან გასაუბრება გადაწყვიტა და შემდეგი განაცხადა:

"მინდა მივულოცო კლაუდიო რანიერის ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება და აღვნიშნო, რომ სამი ქულის მოპოვება სწორედ "რომამ" დაიმსახურა. თუმცა, აქვე უნდა დავძინო, რომ ფრანჩესკო ტოტის საქციელი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. რანიერიმ მისი შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც კაპიტანი ძალიან აგრესიულად შეხვდა. მოედნიდან გასული პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა და ყველას დაგვანახვა, რომ ძალიან გაბრაზებული იყო. ეს არ არის ღირსეული კაპიტნის საქციელი და როგორც ჩანს, ტოტის ეს სულაც არ ანაღვლებს. ერთ დროს, ის მართლაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო გუნდისთვის, მაგრამ დღეს მხოლოდ სილმბოლოა, რომელიც მოედანზე არაფერს აკეთებს. ფრანჩესკო დროშის ფუნქციას ასრულებს, ის უბვრალოდ სახეა გუნდის, არადა, დროა ადგილი რომელიმე სხვა ფეხბურთელს დაუთმოს".

დი კანიოს ასეთ მწარე განცხადებას ტოტი მყისვე გამოეხმაურა და თავის ბლოგზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "დი კანიო ხშირად მესხმის თავს და როგორც ჩანს, ეს მისი მორიგი მცდელობაა. ერთი ხანობა, ვერ ვხვდებოდი რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ დღეს უკვე ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - ყველასგან მივიწყებული სწორედ ასეთი მეთოდით ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიქცევას. ურჩევნია თავის თავს მიხედოს და სხვის ცხოვრებაში ნუ ერევა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"