NBA-ს 2012-13 წლების სეზონის კალენდარი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ამერიკულმა სპორტულმა ვებგვერდებმა გახსნის მატჩის მონაწილეთა ვინაობა მაინც გაარკვიეს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2012-13 წლების სეზონის კალენდარი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ამერიკულმა სპორტულმა ვებგვერდებმა გაარკვიეს, რომ NBA-ს ახალი ჩემპიონი - "მაიამი ჰიტი" რეგულარულ ჩემპიონატს "ბოსტონთან" საშინაო მატჩით გახსნის.

მატჩი American Airlines Arena-ზე 30 ოქტომბერს გაიმართება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ შობას "ჰიტი" "ოკლაჰომას" შეხვდება, 17 იანვარსა და 10 თებერვალს კი ის "ლეიკერსს" დაუპირისპირდება.

სეზონის სრულ კალენდარს ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია ამ კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს.

NBA-ს რამდენიმე კლუბის გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა, რომ "ორლანდოს" ხელმძღვანელობა არ აპირებს წელს თავისი ვარსკვლავური ცენტრის - დუაიტ ჰოვარდის გაცვლას. ერთ-ერთი გენერალური მენეჯერის თქმით, "ორლანდოში" უკვე რამდენიმე კვირაა, იმეორებენ ერთი და იგივე პოზიციას:

"ჰოვარდი მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს კლუბს, თუ მის სანაცვლოდ ხელსაყრელ პირობებს შემოგვთავაზებენ".

კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, "ორლანდო" ჰოვარდის გაცვლის საკითხს მხოლოდ 2013 წლის თებერვალში დაუბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად