ბაქოს "ნეფთჩისთან" მატჩის შემდეგ "ზესტაფონის" თავკაცმა გუნდის წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა
ბაქოს "ნეფთჩისთან" მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გუნდის წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა:

- "ნეფთჩიმ" ორი დაპირისპირების ჯამში გვაჯობა. სხვა რომ არაფერი, ყველაფერს ანგარიში წყვეტს.

ცუდ დროს მოგვიწია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა. გუნდში გარკვეული ცვლილებები მოხდა, წამყვანი ფეხბურთელები გავუშვით და გუნდი გადახალისების ეტაპზეა. შედეგზე ამანაც იქონია გავლენა.

- ვესაუბრეთ "ზესტაფონის" პრეზიდენტს და მან გვითხრა, შევცდი, გუნდის გასაძლიერებლად ლეგიონერები რომ არ მოვიყვანეო. ამის თაობაზე რას იტყვით?

- რაც "ზესტაფონში" ვმუშაობ, კლუბის პრეზიდენტი სატრანსფერო საქმეებში არ ერევა. ალბათ, მე არ მოვითხოვე ის ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებდნენ.

- "ნეფთჩისთან" ორრაუნდიან ბრძოლაში მარცხის შემდეგ ხომ არ აპირებთ პოსტიდან გადადგომას?

- ჩემპიონატისთვის ვემზადებით და უამრავი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ისე, თუ დავრწმუნდები, რომ ჩემი წასვლით გუნდი უფრო გაძლიერდება, ამ შემთხვევაში გადავდგები.

- თქვენ ამბობდით, რომ ფეხბურთში ფული არ წყვეტს ყველაფერსო. ამ თამაშის შემდეგ აზრი ხომ არ შეგეცვალათ?

- მთავარი ფული არ არის. ბევრი გუნდი მინახავს, რომლებსაც დიდი შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ მცირებიუჯეტიანი კლუბები ჯაბნიან.

ჩვენ ადგილობრივ ფეხბურთელებზე ვაკეთებთ აქცენტს და სამომავლოდ თუ უფრო სხვა სიმაღლეებზეც გავედით, ლეგიონერებზეც არ ვიტყვით უარს, ოღონდ ისინი ადგილობრივებს ერთი თავით უნდა აღემატებოდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტარლან ახმედოვი: "ზესტაფონი" 22-ე წუთამდე გვჯობდა

ზესტაფონი-ნეფთჩი 2:2 - საქართველოს ჩემპიონი უნდა გერქვას შენ?! [+VIDEO]

lasha
სანამ სიჭინავა და ფიფიას გადასაწყვეტი იქნება ფეხბურთის ბედი,მერწმუნეთ არაფერი არ გვეშველება,ორი პროვინციელი უვიცი და გაუნათლებელი ადამიანი!
elgvisa
გეგუჩაძემ გუნდი ააშენა.... ჭიაბრიშვილს კი გაუბედარა... სატრანსფერო ტაქტიკითა და სტრატეგიით გუნდი უფსკრულისკენ მიჰყავს... შეიძლება ვცდებოდე, ღმერთმა ქნას...... კაი მწვრთნელი უნდა ზესტას....... გეგუჩაძე დააბრუნეთ ჩემო კარგებო..... ძალიან მიყვარს ზესტაფონის გუნდი მაგრამ ეხლა სხვა ვითარებაა... გაუსწორეთ სიმართლეს თვალი ყველამ...... მე გეგუჩაძეს ბარსელონაშიც კი არ გავუშვებდი...
david
რაში უნდა გაინტერესებდეს გუნდი გაძლიერდება თუ გაუარესდება. ისე რატომ არ უნდა გადადგეთ ვითომ? ხელი ჩასჭიდე კოკაიას და დაახვიე
duru
მოაცილეთ ქართულ ფეხბურთს კოკაიები, სიჭინავები,არველაძეები და ყველაფერი მოგვარდება.
neo
ეს "ერთი თავით უნდა აღემატებოდეს" მაგარი იციან. თითქოს, არიქა, ძალიან ძნელია ისეთი ლეგიონერების პოვნა, რომლებიც ქართველ ფეხბურთელებს ერთი თავით აღემატებიან.
fani
"ზესატაფონის" წარუმატებლობას მარტო მწვრთნელს რატომ აბრალებთ? დაბალი დონის რომაა ისედაც ჩანს. ასეთი ხელმძღვანელი წარმოიდგინეთ უაზრო ფეხბურთელების ხელში და დაუმატეთ აბსოლუტურად უვიცი და არაკომპეტეტენტური ზვიად სიჭინავა თავისი გაუბედურებული ჩემპიონატით და პასუხსაც მიიღებთ წარუმატებლობის. "ნეფთჩი" სასაცილოდა არ ჰყოფნიდათ იმ თქვენს დაწუნებულ კომუნისტურ დროში ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებო.
tazo
წინასწარ რატომ ბლატაობდით,ხალხმა დაგიჯერათ,მაგრამ თქვენთვის ხალხი ალბათ არაფერს წარმოადგენს,აწი უფრო მეტი გულშემატკივარი გეყოლებათ,თავსაც როგორ იმართლებენ,ნამუსი აღარაა!
roini
წადი ყანა გათოხნე შენ უნდა გერქვას მწვრთნელი??? აბა გავალთ გაიზახოდი ისეთი არ უნდა თქვა რისი 1% შანსიც არაა
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე