"სტად დე მაიოზე" პირობითად ძირითად შემადგენლობაში ქუბრიაშვილმა ითამაშა, სათადარიგო გუნდში კი ჩილაჩავა და მიქაუტაძე გაისარჯნენ
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის დაწყებამდე სამი კვირაღა დარჩა. ქართველ მორაგბეთა გუნდები დიდი ხანია შეიკრიბნენ და ფიზიკური კონდიციების დახვეწაზე ზრუნავენ. 27 ივლისიდან კი საწვრთნელი შეხვედრებია დაგეგმილი.

შეჯიბრების ერთ-ერთი ფავორიტი დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონია".

"ვულკანებმა" საწვრთნელი შეკრება 9 ივლისიდან დაიწყეს, თუმცა დღემდე რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდათ, რომლებმაც მზადების საწყისი ეტაპი სხვადასხვა მიზეზის გამო გამოტოვეს.

გუნდის ახალზელანდიელი თავკაცის, ვერნ კოტერის განკარგულებაში ორი ახალწვეულის, ბენსონ სტენლისა და ნაპოლიონი ნალაგას გარდა, ამჟამად ყველა იმყოფება. გუნდს ახლახან შეუერთდნენ ივნისის ტესტებზე საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებული მორაგბეები: ვენსან დებატი, ტომას დომინგო, ალექსანდრ ლაპანდრი, მორგან პარა, ვესლი ფოფანა და ჟან-მარსელ ბუტინი. ასევე, სამოას ნაკრების წევრი ტიი პაულო და "ბორჯღალოსანთა" შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი.

კლერმონელები პირველ საკონტროლო შეხვედრას 3 აგვისტოს "ლიონთან" გამართავენ. საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში კი "ბაიონს" უმასპინძლებენ.

ამასობაში დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" ორმხრივი მატჩი გამართა. "სტად დე მაიოზე" პირობითად ძირითად შემადგენლობაში ქუბრიაშვილმა ითამაშა, სათადარიგო გუნდში კი ჩილაჩავა და მიქაუტაძე გაისარჯნენ.

მაქსიმ მერმოსი, ფრედერიკ მიშალაკი, ნიკოლას დურანი, გეთინ ჯენკინსი, ენდრიუ შერიდანი, ნიკ კენედი, კრის მასო, ძმები გაი და დელონ არმითიჯები - ეს ის მორაგბეები არიან, რომლებიც "ტულონმა" ახალი სეზონისთვის შეიძინა, მაგრამ, როგორც გაირკვა, ტულონელთა მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

"დიახ, ჩვენ გვინდა, კიდევ ორი უმაღლესი რანგის მორაგბე დავიმატოთ. ისინი შესაძლოა იყვნენ ზე რაგბის კლუბების, "კრუსეიდერზის", "სტორმერზის", "ნატალ შარქსის" ან "ჩიფსის" მორაგბეები. ჯერჯერობით რამდენიმე კანდიდატთან მხოლოდ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და არჩევანს მალე გავაკეთებთ." - თქვა მურად ბურჯელალმა.

კლუბში, რომლის წლიური ბიუჯეტი 23 მილიონნახევარი ევროა, საკმაოდ ბევრი უმაღლესი დონის მორაგბე თამაშობს. ესენია: ბაკის ბოთა, მეთ გიტო, ჯონი ვილკინსონი, ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, ჯო ფან ნიკერკი და კარლ ჰეიმანი.

ტულონელები 27 ივლისს საწვრთნელ შეხვედრაში ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს" დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად