დაძაბული და უკომპრომისო შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყო. პირველ ტაიმში უფრო ვიტჯორჯიელები აქტიურობდნენ, თუმცა მეტი სახიფათო მომენტი დინამოელებმა შექმნეს...

დაძაბული და უკომპრომისო შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყო. პირველ ტაიმში უფრო ვიტჯორჯიელები აქტიურობდნენ, თუმცა მეტი სახიფათო მომენტი დინამოელებმა შექმნეს, თან უმთავრესად - დავით მუჯირის გადაცემების ხარჯზე. მართალია, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჩვეულ ფორმაში არ არის, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატის (თუნდაც მნიშვნელოვან) მატჩში მოგებისთვის მისი კლასიც საკმარისი აღმოჩნდა - გამოცდილი პლეიმეიკერი ერთი გადაცემით ხსნიდა თამაშს და მეტოქის დაცვაში ქაოსს იწვევდა. მე-8 წუთზე ის ვიტელთა საჯარიმოსთან ორ მცველს გასცდა და დონალდ ჯუისი მეკარესთან პირისპირ დატოვა - "ვიტ ჯორჯია" მეკარე გიორგი ძაძამიამ გადაარჩინა.

"დინამოს" კონტრთამაში იშვიათად, მაგრამ მაინც გამოსდიოდა. 35-ე წუთზე "ვეტერინართა" კარს კვლავ ჯუისი დაემუქრა - საჯარიმოს ხაზიდან მისი დარტყმული ძელს მოხვდა.

ტერიტორიულ და სათამაშო უპიარტესობას "ვიტ ჯორჯია" ფლობდა, თუმცა ბესიკ ჩიმაკაძემ და ბექა ზაქრაძემ ირაკლი კლიმიაშვილის გადაცემებით ვერ ისარგებლეს. ტაიმის ბოლოს კი "დინამოც" გამოცოცხლდა: სამწუთიანი ინტერვალით ძაძამიამ ჯერ მუჯირის უძლიერესი დარტყმა მოიგერია, შემდეგ გიორგი კახელიშვილს აჯობა და ბოლოს - კიდევ ერთხელ ჯუისს.

თუმცა ტაიმის უკანასკნელ წუთზე "ვიტ ჯორჯია" ვეღარც ძაძამიამ იხსნა: მუჯირის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი შორეულ ძელთან ჩასაფრებულმა გია კვარაცხელიამ თავით კარში გადაგზავნა - 1:0.

მეორე ტაიმში მუჯირმა ჯუისი მეკარესთან ორჯერ დატოვა პირისპირ, მაგრამ კამერუნელს სიზუსტე და კლასი არ ეყო. 59-ე წუთზე ვიტჯორჯიელმა ჩიმაკაძემაც ვერ ივარგა, როცა უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ბურთი "დინამოს" კარს ააცილა.

სამაგიეროდ, შანსით ლევან ხმალაძემ ისარგებლა: 67-ე წუთზე ალეკო კოშკაძის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი დავით მაისაშვილმა ხელით მოიგერია, "დინამოს" ექსკაპიტანმა კი პენალტი ზუსტად შეასრულა - 2:0.

ამ ეპიზოდიდან მალევე დინამოელთა საჯარიმოში ბურთი ედნილსონმა მოიგერია, სტუმრებმა არბიტრს მიანიშნეს, პორტუგალიელმა ხელით ითამაშაო, თუმცა დავით ხარიტონაშვილმა სხვაგვარად განსაჯა და თამაშის გაგრძელება ბრძანა.

ტრადიცია ამჯერადაც არ დაირღვა და ფეხბურთელებს შორის უსიამოვნება მოხდა. საბედნიეროდ, მუჯირსა და კლიმიაშვილის შორის წარმოქმნილი მცირე კონფლიქტი მალევე ჩაცხრა.

ბოლო წუთებში სტუმრებმა მთელი ძალებით შეუტიეს "დინამოს", მაგრამ გიორგი ჯანელიძესა და გიგა ბეჭვაიას მეკარე ლორიამ აჯობა, გურამ ადამაძის დარტყმული კი ხარიხას მოხვდა.

მატჩის შემდეგ

კახა კაჭარავა (დინამო): "დღეს შემადგენლობაში ბევრი გადაადგილება მოხდა, რადგან რობერტინიო და ვაწაძე ტრავმირებულები არიან, ედნილსონი მოედანს ახლა დაუბრუნდა, ფირცხალავას კი ჯერ კიდევ ვუფრთხილდებით. ამის გათვალისწინებით, თამაშით და შედეგით კმაყოფილი ვარ. ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ასე რომ, ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ. თუ სწორად ითამაშებ, ყოველთვის მოიგებ... დღეს ოთარიშვილის დებიუტი იყო და უნდა ვთქვა, რომ ამ ბიჭით კმაყოფილი ვარ, მან დავალებას მშვენივრად გაართვა თავი".

მერაბ კოჭლაშვილი (ვიტ ჯორჯია): "ტაიმის მიწურულს გაშვებულმა გოლმა არ გაგვტეხა... ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ვაჟკაცი ბიჭები არიან და ყველა მათგანით ვამაყობ. უბრალოდ, ჯერ იმ დონის გუნდი ვართ, რომ თერთმეტი კაცით თორმეტს ვაჯობოთ. ცოტა მეტს ვივარჯიშებთ და მერე ცამეტსაც ვაჯობებთ... რას ვგულისხმობ? თერთმეტი ფეხბურთელი თორმეტს ვერ მოვუგებს! აი, ამას ვგულისხმობ და დაწერეთ სიტყვა-სიტყვით ისე, როგორც გეუბნებით. ამის ახსნა მკითხველს მივანდოთ".

მერაბ მამულაშვილი

დინამო 2

ვიტ ჯორჯია 0

28.09. თბილისი. ბ. პაიჭაძე. 300 მაყურებელი

1:0 კვარაცხელია (45. მუჯირის პასით), 2:0 ხმალაძე (68-პენ)

დინამო ვიტ ჯორჯია

4-5-1 4-4-1-1

ლორია ძაძამია

კაკუბავა ბეჭვაია

თომაშვილი კასრაძე

კვარაცხელია ადამაძე

ოთარიშვილი ღანიაშვილი

კახელიშვილი კლიმიაშვილი

ხმალაძე მაისაშვილი

მუჯირი გურ. გურეშიძე

ედნილსონი ზაქრაძე

კოშკაძე ლიპარტია

ჯუისი ჩიმაკაძე

დინამო

77. ხმალაძე - ფირცხალავა

80. მუჯირი - თექთურმანიძე

89. კოშკაძე - ლილუაშვილი

სათადარიგოები: შეყრილაძე, ჩადუნელი, ქანთარია, გავაშელიშვილი.

ვიტ ჯორჯია

55. ზაქრაძე - ჯანელიძე

სათადარიგოები: მიქაბერიძე, გოგიაშვილი, ხურცილავა, ვასაძე, კორიფაძე, გ. გურეშიძე

გაფრთხილებები: კვარაცხელია (21), ბეჭვაია (25), მაისაშვილი (54), მუჯირი (73), კლიმიაშვილი (73), კახელიშვილი (83)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს