24 ივლისს იტალიის დედაქალაქ რომში ახალგაზრდა წყალმხტომელთა საერთაშორისო ტურნირი დაიწყო
24 ივლისს იტალიის დედაქალაქ რომში დაიწყო ახალგაზრდა წყალმხტომელთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მასპინძლებთან ერთად გერმანიის, ესპანეთის, ინგლისის, ბრაზილიის, ნორვეგიის, საქართველოს და ბელგიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

19-წლამდელებში სამმეტრიანი ტრამპლინიდან შესანიშნავად იასპარეზა თბილისელმა ალექსანდრე გუჯაბიძემ - ორი წლით უფროსებთან პაექრობაში მან 434 ქულით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა (აქამდე მისი საუკეთესო შედეგი იყო 388 ქულა). საგულისხმოა, რომ გუჯაბიძემ ამას წინათ სოფიის საერთაშორისო ტურნირზე 10-მეტრიანი კოშკურიდან ხტომაში დაიკავა მესამე ადგილი.

რომში 530 ქულით პირველი იყო ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული გაბრიელ აუბერი (იტალია), 470 ქულით მეორე ადგილზე ახალგაზრდებში სამხრეთ ამერიკის ბრაზილიელი ჩემპიონი ჯეისონ რონდინელი გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ირაკლი ბართაიამ რომიდან გვაცნობა, რომ იტალიის დედაქალაქში დღეს სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 16-წლიანთა შორის თამარ სიჭინავა გამოვა, ხვალ კი ორივე ქართველი სპორტსმენი მედლებისთვის კოშკურიდან ხტომებში იბრძოლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად