როგორც მოსალოდნელი იყო, რევაზ ძოძუაშვილი თაუზის "თურანის" მთავარი მწვრთნელი გახდა. აქამდე, 65 წლის სპეციალისტს ამ აზერბაიჯანულ კლუბში მწვრთნელ-კონსულტანტის პოსტი ეკავა...

როგორც მოსალოდნელი იყო, რევაზ ძოძუაშვილი თაუზის "თურანის" მთავარი მწვრთნელი გახდა. აქამდე, 65 წლის სპეციალისტს ამ აზერბაიჯანულ კლუბში მწვრთნელ-კონსულტანტის პოსტი ეკავა. აზერბაიჯანული პრემიერლიგის მე-7 ტურში "თურანი" "ბაქისთან" სტუმრად 1:3 დამარცხდა, რასაც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან საკიტ ალიევის დათხოვნა მოჰყვა. "თურანს" კი 7 ტურის შემდეგ 3 ქულა დარჩა და "სიმურგთან" ერთად ცხრილის ფსკერზეა დაძირული.

გადაყენებულმა ალიევმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ძოძუაშვილი მას რჩევებით ეხმარებოდა და რომ ქართველი მწვრთნელის მხრიდან ზეწოლა ან ხელის შეშლა არ ყოფილა. "თურანის" ხელმძღვანელობამ ძოძუაშვილს სიტუაციის რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორება დაავალა.

"მომდევნო მატჩებისთვის გუნდს უკვე რევაზ ძოძუაშვილი მოამზადებს. ქართველი მწვრთნელის შესახებ ბევრი მსმენია და იმედი მაქვს, ის შეძლებს ვითარების გამოსწორებას. ძოძუაშვილის მუშაობას უახლოეს 3-5 მატჩში დავაკვირდებით. თუ გუნდს პროგრესი დაეტყობა და საქმე წინ წავა, მაშინ მას ბოლომდე გამოვუცხადებთ ნდობას, თუ არა და, სხვა მწვრთნელს მოვძებნით", - განაცხადა "თურანის" პრეზიდენტმა მუსა სულეიმანოვმა.

შეგახსენებთ, რომ ძოძუაშვილის გარდა, "თურანში" კიდევ სამი ქართველია - 26 წლის ნახევარმცველი შალვა ფირცხალავა, 27 წლის თავდამსხმელი გოგა მოდებაძე და 22 წლის ფორვარდი გიორგი ჭედია. რაც შეეხება "თურანის" უახლოეს მატჩებს, ძოძუაშვილის გუნდი მიჯრით ორ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს -"ყარაბაღთან" და "ნეფთჩისთან", მერე კი ლიდერ ლენქორანის "ხაზარს" ესტუმრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს