ჩინური ტურნეს პირველი მატჩი 24 ივლისს გაიმართა, სადაც მასპინძელი "ბეიჯინ გუანი" მიწასთან გასწორდა
სანამ აღნიშნული მატჩი შედგებოდა, "ბაიერნის" ფეხბურთელებმა სპონსორული კონტრაქტით მათზე დაკისრებული მოვალეობები შეასრულეს და გულშემატკივრებთან ფოტოების გადაღების გარდა, ავტოგრაფებიც ბლომად არიგეს.

ჩინური ტურნეს პირველი მატჩი 24 ივლისს გაიმართა, სადაც მასპინძელი "ბეიჯინ გუანი" მიწასთან გასწორდა. პირველი, რაც გულშემატკივარს, წესით, თვალში უნდა მოხვედროდა, ეს რეკორდმაისტერის განახლებული შემადგენლობა იყო.

ვფიქრობთ, მატჩის დეტალების მოყოლა აზრს მოკლებულია, რადგან მე-11 წუთზე უკვე ცხადი იყო, რომ გერმანელები ამხანაგურ შეხვედრაში ფრეზე განწყობილნი არ იყვნენ.

პირველი ნახევრის სამბურთიანი სხვაობით მოგების შემდეგ გერმანიის ვიცე-ჩემპიონებს მეორეშიც დიდი აფეთქება დასჭირდათ, რათა საბოლოო ანგარიში დაეფიქსირებინათ. 74-დან მე-80 წუთამდე ჩინელებმა სამი ბურთი მიიღეს და ყველაფერი ასე დამთავრდა. "ბაიერნი" მომდევნო მატჩს 26 ივლისს "ვოლფსბურგთან" ამავე ქვეყანაში ჩაატარებს.

ბეიჯინ გუანი-ბაიერნი 0:6

ბაიერნი: ნოიერი (46. შტარკე), ბოატენგი (46. ვაიზერი), ვან ბუიტენი (46. ბადშტუბერი), დანტე, კონტენტო, ტიმოშჩუკი (46. ჩანი), კროოსი (46. გუსტავო), რობენი (46. მიულერი), შაჩირი, რიბერი (46. მანჯუკიჩი), პისარო (46. გომესი)

გოლები: 0:1 ჩუნჟე (8 ს.კ-ში), 0:2 რობენი (11), 0:3 პისარო (44), 0:4 მიულერი (74), 0:5 მანჯუკიჩი (78), 0:6 გომესი (80)

მეფე ოტმარი ეგოისტების წინააღმდეგ

ოტმარ ჰიტცფელდს "ბაიერნის" ისტორიაში განსაკუთრებული როლი აქვს ნათამაშები და სრული უფლება აქვს, რეკორდმაისტერის შესახებ, როცა უნდა, თავისი მოსაზრება მაშინ დააფიქსიროს.

63 წლის მწვრთნელის მტკიცებით, შარშანდელი წარუმატებლობების გამო ბაიერნელები გულშემატკივართა წინაშე ვალში არიან და ვითარების გამოსასწორებლად საკუთარი ეგოიზმის გვერდზე გადადება მოუწევთ.

"ბაიერნი" ვალდებულია, წარმატებას მიაღწიოს. ამისთვის კი გუნდის ინტერესებზე ფიქრია საჭირო და არა იმაზე, თუ თავად რა გვაწუხებს. ის, რომ "დორტმუნდი" ზედიზედ ორი წელია, ბუნდესლიგის ჩემპიონი ხდება, იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ "ბაიერნი" ვერცხლის სინს აუცილებლად დაიბრუნებს. სხვანაირად ვერც კი წარმომიდგენია," - აცხადებს ჰიტცფელდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!