ინძაგიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა

ფილიპო ინძაგიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

38 წლის ფორვარდს შეთავაზებები ნამდვილად არ აკლდა, მაგრამ ყველა უარით გაისტუმრა და მწვრთნელობა დაიწყო - დიახ, სუპერპიპო "მილანის" 17-წლამდელთა გუნდს ჩაუდგა სათავეში და პირველი ნაბიჯი გადადგა ახალ პროფესიაში. ამ ყველაფერზე მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ ბრიფინგზე ისაუბრა:

გადაწყვეტილება

არაერთი მაცდური შეთავაზება მქონდა და ბევრიც ვიფიქრე, მაგრამ ბოლოს კარიერის დასრულება გადავწყვიტე.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემი სამსახურით იყო დაინტერესებული. მაგალითად, ინგლისის პრემიერლიგის გუნდი 2+1-წლიან ხელშეკრულებას მთავაზობდა, რაც ჩემი ასაკის ფეხბურთელისთვის ნამდვილად იშვიათი მოვლენაა და შესაძლოა, უპრეცედენტოც კი; ამაზე უარის თქმა იოლი არ იყო, მაგრამ მივხვდი, რომ "მილანის" გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია - ჩემი სახლი აქაა და მსურს, ამ კლუბს კიდევ მრავალი წელი ვემსახურო.

გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება - მე "როსონერის" 17-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიქნები. ვეცდები, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო და მაქსიმალურად ბევრი ვასწავლო. ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები საქმეს.

მიზანი

ახალ პროფესიად მწვრთნელობა ავირჩიე და მინდა, რომ ამ საქმეშიც ისეთივე წარმატებული ვიყო, როგორც ძველში.

მსურს, მსოფლიო მასშტაბის მწვრთნელი გავხდე და უამრავი ტიტული მოვიგო. ბავშვობიდან მიზანსწრაფული ვარ და მჯერა, რომ ეს ასეც მოხდება.

ჩემი გეგმები "მილანს" უკავშირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, მთავარი გუნდის მესაჭე გავხდები. ოცნებად მაქვს ქცეული, რომ "როსონერის" მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგა მოვიგო და იმედია, ისევე ამისრულდება, როგორც ფეხბურთელობის პერიოდში.

იმედია, ჩემს სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია არ მიეცემა - მასიმილიანო ალეგრის უდიდეს პატივს ვცემ და ვფიქრობ, რომ დღეს სწორედ ის უნდა იყოს გუნდის მთავარი მწვრთნელი. თუმცა, აქვე არც ჩემს მიზანს ვმალავ და ყველაფერს ხმამაღლა ვამბობ.

სამწვრთნელო ფილოსოფია

ახალ საქმეში პირველ ნაბიჯებს ვდგამ და ჯერ გამიჭირდება იმაზე ლაპარაკი, თუ როგორ ფეხბურთს ითამაშებენ ჩემი გუნდები. თუმცა ერთი თამამად შემიძლია ვთქვა - ერთი ტაქტიკა-სტრატეგიის მძევალი არ გავხდები და ვეცდები, რომ როგორც მწვრთნელი, ყოველთვის ამოუცნობი ვიყო მეტოქეთათვის.

ისეთ დიდ სპეციალისტებთან მქონდა ურთიერთობა, როგორებიც კარლო ანჩელოტი და მარჩელო ლიპი არიან - მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად