"მილანმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და როგორც იქნა, გამარჯვება მოიპოვა
"მილანმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და როგორც იქნა, გამარჯვება მოიპოვა.

ლომბარდიული გრანდის მეტოქე "შალკე" იყო, თამაში კი ურბი ემანუელსონის გოლის წყალობით, 1:0 დასრულდა.

დიახ, ერთადერთი გოლი სწორედ ურბიმ გაიტანა, რომელიც მარცხენა ფლანგზე იყო გამწესებული... შეტევის წინა ხაზზე რობინიო და ელ შაარავი მოქმედებდნენ, გამთამაშებლის პოზიციაზე კი კევინ პრინს ბოატენგი მოქმედებდა.

თამაში იტალიელთა უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური შედეგით დასრულდა. თუმცა მილანელებს მეტის გატანაც შეეძლოთ და მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, კიდევ მინიმუმ 2-3 გოლს გაიტანდნენ.

მოკლედ, "ტროფეო ტიმ"-ზე შერცხვენის შემდეგ ლომბარდიელებმა კარგი სპარინგი გამართეს და ცოტა მხრებშიც გაიმართნენ - ეს მასიმილიანო ალეგრის კომენტარიდანაც ჩანს:

"შეგირდების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ და შედეგითაც, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო.

ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, რადგან ბოლო დროს მუდმივად გვაკრიტიკებდნენ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ფეხბურთელთა ფსიქოლოგიურ განწყობაზე მოქმედებს და პირველ რიგში, ამიტომ გამიხარდა მოგება.

"შალკე" ძლიერი გუნდია და კარგი სპარინგი გამოვიდა. მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ.

დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონს უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ - არადა, უმეტესობა სრულიად საპირისპირო პროგნოზს აკეთებს. "მილანი" უდიდესი გუნდია და რამდენიმე ფეხბურთელის წასვლით ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ყველაფერი კარგად იქნება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".

ამასობაში კიდევ ერთხელ ამოტივტივდა კაკას "მილანში" შესაძლო დაბრუნების თემა - მილანელებსა და მადრიდელებს შორის რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს თვით ადრიანო გალიანიმ დაადასტურა:

"კაკას გადაბირება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია და იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკების პროცესი შეთანხმებით დასრულდება.

რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის მამას ვესაუბრე და ვიცი, რომ თავად კაკასაც სურს "როსონერიში" დაბრუნება. მთავარია, მადრიდელებთან მივაღწიოთ შეთანხმებას და ყველაფერი კარგად იქნება. ესპანელები წინააღმდეგნი არ არიან, ბრაზილიელს შეელიონ. მთავარი თანხაა და ვნახოთ, როგორც წარიმართება მოლაპარაკებები. პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

სატრანსფერო ბაზარზე გასვლას არ ვაპირებთ, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას გასხვისებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი გვჭირდება და ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!