20 წლის ქართველ ფორვარდთან ხელშეკრულების გაფორმების ამბავი საზოგადოებას "ნეთსის" გენერალურმა მენეჯერმა ბილი კინგმა გააცნო
თორნიკე შენგელიას "ბრუკლინ ნეთსში" ჩარიცხვის შესახებ განვლილ კვირას გაცნობეთ. მისმა მენეჯერმა, ლევან მიქელაძემ გვითხრა, ყველაფერი გადაწყვეტილია, კონტრაქტიც გაფორმებულია, "ნეთსის" ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოაცხადებს შენგელიას "ბრუკლინში" ჩარიცხვის ამბავსო.

25 ივლისს კლუბის ვებ-საიტზე ერთ-ერთ მთავარ თემას ასეთი სათაური ჰქონდა: "თორნიკე შენგელიამ "ბრუკლინთან" კონტრაქტი გააფორმა". შემდეგ ვკითხულობთ:

"20 წლის ქართველ ფორვარდთან ხელშეკრულების გაფორმების ამბავი საზოგადოებას "ნეთსის" გენერალურმა მენეჯერმა ბილი კინგმა გააცნო.

- თოკომ საზაფხულო ლიგა შთამბეჭდავად ჩაატარა, რამაც მისი გუნდში აყვანა გადაგვაწყვეტინა.

ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება. შენგელია 2012 წლის დრაფტზე 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აიყვანა, საიდანაც "ბრუკლინმა" გამოისყიდა.

იგი 2011 წელს საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გამოდიოდა (8.8 ქულა, 4.6 მოხსნა), გასული სეზონი კი ბელგიის "შარლერუაში" გაატარა. შიდა პირველობაზე საშუალოდ 18.4 წუთში 8.9 ქულასა და 5.2 მოხსნას აგროვებდა, ხოლო ევროლიგაზე 8.3 ქულასა და 4.3 მოხსნას.

თორნიკე შენგელიამ ივლისში ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე "ბრუკლინის" შემადგენლობაში ითამაშა. მისი მონაგარი ასეთი იყო: 21.2 წუთი, 10.2 ქულა, 3.6 მოხსნა."

ჩვენი მხრიდან შეგახსენებთ, რომ თორნიკემ "ნეთსთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. იგი საქართველოს ნაკრებისთვის ამერიკაში ემზადებოდა, თუმცა 24 ივლისს ევროპაში გადმოფრინდა და ეროვნულ გუნდს ავსტრიის ქალაქ შტაინბურნში შეუერთდა.

კინგი: კემპმა გადაწყვიტა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ამერიკული გაზეთი: თორნიკე შენგელიას 54-ე ნომრად აყვანა შეცდომა იყო

"ბრუკლინის" თავკაცი: თორნიკე შენგელია შთამბეჭდავია, ენერგიული და მებრძოლი

Kitti
თორნიკეს წარმატებებს ვუსურვებ
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა