შვეიცარიელი სპეციალისტი საქართველოს მიშა ყაველაშვილისა და გოჩა ჯამარაულის რეკომენდაციით ესტუმრა
საქართველო უნიკალური ქვეყანაა. იმის გაფიქრებაც კი უცნაური იქნებოდა, ფიზმომზადების სპეციალისტი გუნდის მთავარ მწვრთნელად დაენიშნათ. არადა, ასეთი რამ საქართველოში მომხდარა და არაერთხელ.

თითქოს ეს ნდობა ამ საქმის სპეციალისტებისადმი დამოკიდებულებას ნიშნავდა, მაგრამ მეორე მხრივ, ევროპის ჩემპიონატის ოთხეულში მოხვედრილ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ფიზმომზადების მწვრთნელი არ ჰყავდა.

"ჩვენი ფეხბურთის" წევრებმა, ლევან ყიფიანმა და ბავშვთა ფეხბურთის ცნობილმა სპეციალისტმა გუბაზ დოლიძემ (ვასილ მაისურაძის 17-წლამდელებში მისი 7 გაზრდილი თამაშობდა) 25 ივლისს "სპორტკაფეში" ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე შვეიცარიაში მცხოვრები სპეციალისტი ალექსის პაპასტერგიუსი წარადგინეს, რომელიც სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად ჩამოიყვანეს.

"ციურიხისა" და "სენტ-გალენის" ყოფილი ფიზმომზადების მწვრთნელი პაპასტერგიუსი შვეიცარიის ოლიმპიური კომიტეტის დიპლომის მფლობელია და 2003 წელს საქართველოს ნაკრებში სამი მატჩის განმავლობაში იმუშავა - მაშინ, როდესაც უმწვრთნელოდ დარჩენილი ნაკრები მერაბ ჟორდანიამ და მიხეილ ყაველაშვილმა ჩაიბარეს.

ლევან ყიფიანი:

- ალექსი საქართველოს მიშა ყაველაშვილისა და გოჩა ჯამარაულის რეკომენდაციით ესტუმრა. აქ ორ კვირას დაჰყოფს და უშუალოდ შეაფასებს მოთამაშეთა ფიზმომზადების დონეს, ხოლო მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს რჩევებით დაეხმარება.

ჩვენი სტუმარი თანამშრომლობს გუბაზ დოლიძესთან, რომელიც ამჟამად საჩხერის "ჩიხურას" დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელია.

ბატონი ალექსის ერთ-ერთი საქმე ტალანტების აღმოჩენაც არის. აქვე გეტყვით, რომ იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელსაც მსგავსი შეფასების უნარი გააჩნია და ვფიქრობ, მასთან თანამშრომლობა ქართულ ფეხბურთს წაადგება.

გუბაზ დოლიძე:

- ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ, მაგრამ ვცდილობთ, ის გზა ავირჩიოთ, რომელიც მსოფლიოს წამყვან საფეხბურთო ქვეყნებშია აპრობირებული - ფიზმომზადება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. თუ მოთამაშე ფიზიკურად კარგად არ არის მომზადებული და ბაზისი არ გააჩნია, საერთო წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია.

პაპასტერგიუსი იმიტომ ჩამოვიდა, რომ ჩვენი ბავშვების მდგომარეობაზე წარმოდგენა შეიქმნას და შემდეგ მათი ხარვეზების აღმოფხვრაში დაგვეხმაროს.

- "ჩიხურასთან" თანამშრომლობას გააგრძელებს?

- დიახ, მაგრამ ეს თანამშრომლობა უფრო ეფექტური იქნება, თუ ფეხბურთის ფედერაცია მაღალი დონის ფიზმომზადების სპეციალისტებს ჩამოიყვანს და ამ მიმართულებით არსებულ ჩავარდნას გამოასწორებს. საქმეს მარტო "ჩიხურას" ბავშვებთან მუშაობა არ უშველის.

არადა, ბევრს არ ესმის, რომ გუნდს ასეთი სპეციალისტი ისევე სჭირდება, როგორც მთავარი და მეკარეთა მწვრთნელები, მენეჯერები და პრეზიდენტი.

- საქართველოს ნაკრებში მუშაობისას და აქ ყოფნის პერიოდში ქართველების რა ტიპური ნაკლი მოგხვდათ თვალში?

ალექსის პაპასტერგიუსი:

- კოორდინაცია, არასწორი სირბილი, დისციპლინის პრობლემა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ნაკრებში იგრძნობოდა. ასევე, მნიშვნელოვანია არსებული სოციალური ასპექტები. მაგრამ ნებისმიერ გარემოში და თუნდაც მწირ პირობებში შესაძლებელია შედეგის მიღწევა, თუნდაც ინფრასტრუქტურა ხელს არ გიწყობდეს. გონივრული მიდგომით პროგრესის მიღწევა ყველა პირობებში შეიძლება.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართველი მწვრთნელების უმრავლესობას მეტ-ნაკლებად კარგად ესმის ტექნიკურ-ტაქტიკური საკითხები, მაგრამ მომზადება, ანატომია, ფიზიოლოგია და მოთამაშეებთან მიდგომა პრობლემად აქვთ ქცეული.

ინგლისში კარგი მინიშნებაა - მენეჯერი და არა მწვრთნელი, რადგან მას არა მხოლოდ ვარჯიში, არამედ ადამიანებთან ურთიერთობა ევალება.

- აქ ჩამოსული უცხოელების უმთავრესი შეცდომაა, ქართველების მენტალიტეტის შეცვლაზე უფრო მეტს რომ ფიქრობენ, ვიდრე არსებული რესურსის სწორ გამოყენებაზე. თქვენც თუ ამას აპირებთ, გეტყვით, რომ არ იცვლება ეს მენტალიტეტი და სხვაგვარი მიდგომა დაგჭირდებათ...

- მე ვლაპარაკობ არა მენტალიტეტის შეცვლაზე, არამედ მის განვითარებასა და წარმატების მიღწევის გზებზე. ეს სხვა საქმეა და კარგად მესმის, რომ ყველა ერს თავისებური მენტალიტეტი აქვს. გერმანიის, ინგლისისა და ამერიკის ნაკრებებში განსხვავებული ეროვნების ადამიანები არიან, მაგრამ ეს გუნდური სულისკვეთების ჩამოყალიბებას ხელს არ უშლის.

- ქართველებს გვეუბნებიან, რომ უნიჭიერესი ბავშვები გვყავს და ბევრს სჯერა, რომ აქ ესპანეთზე არანაკლები ტალანტებია. ვთქვათ, ფიზმომზადებაში მდგომარეობა გავაუმჯობესეთ - თქვენ აქ უკვე იმუშავეთ და აქედან გამომდინარე, მითების ტყვეობაში ხომ არ ვართ, რესურსი არსებობს?

- აქ მართლაც ბევრი ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ ვერ ვითარდებიან - ესაა ქართული ფეხბურთის პრობლემა. კლინსმანმა გერმანიის ნაკრებში ჩამოიყვანა ამერიკელი ფიზმომზადების მწვრთნელი და შეცვალა ის სისტემა, რომლითაც გერმანელები ამაყობდნენ. საქართველოში კი ეს სისტემა ჩამოსაყალიბებელია.

საქართველოში პერიოდულად ჩამოვალ. შესაძლოა, სხვა სპეციალისტებიც ჩამოვიყვანო და ერთად ვიმუშავოთ და არა მხოლოდ "ჩიხურასთან", არამედ ყველა დაინტერესებულ კლუბთან და მწვრთნელთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kala.
გეტანხმებიტ აბსოლიტურად. მაგან რო არ გვიტხრას ცჰვენც ხო ვიციტ ტალატები რო არ აკლია საკარტველოს.მაგრამ რა დგესჰი ვარტ კი ვხედავტ
dudu
რა არი აქ ძნელად გასაგები, ეს დედაკარგადნამყოფი! ფეხბურთელი რო გახდე, ბავშვობიდან რეჟიმში უნდა ცხოვრობდე, რო უზრუნვლყოფილი იყოს კვება, ვარჯიში, აღდგენა. თუ ამ ქვეყანაში რამე გამოსწორდა, ბიზნესი მიხედავს ფეხბურთს ნებაყოფლობით და იქნება კონკურენცია და მერე ნახავთ, აკადემიებიც გაიხსნება და ფეხბურთელებიც გაიზრდებიან და შედეგებიც იქნება. სანამ ამ ბანძების ხელშია ეს ქვეყანა თავის ფეხბურთიანად, ვიქნებით ამ წუმპეში, თორე სირცხვილი არაა, მწვრთნელი ჩამოვიდა და თქვა, ბავშვები აუნდა ავარჯიშოთო! აქ სადმე გინახავთ ეგეთი სკოლა, რო ფიზმომზადება რეალურად კეთდებოდეს? ჰოდა, ეგაა, რა.
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს