ლონდონის ოლიმპიადის დაწყების წინ ქართველების ანალოგიური პრობლემა უკრაინელებსაც შეექმნათ
რუსეთის მიერ სოკ-ში წარდგენილ სპორტსმენთა სიებში თავისუფალი სტილით მოჭიდავე დენის ცარგუშს გრაფაში, სადაც დაბადების ადგილი და ქვეყანაა მითითებული, გუდაუთა-რუსეთი უწერია, მის თანაგუნდელ ბესიკ კუდუხოვს კი - სამხრეთ ოსეთი-რუსეთი.

ამ ფაქტს საქართველოში მძაფრი პროტესტი მოჰყვა. სოკ-ის ცნობით კი, "ლონდონი 2012"-ის საორგანიზაციო კომიტეტში გაიგზავნა განცხადება მოთხოვნით, რათა გამოსწორდეს ეს შეცდომა და ზემოაღნიშნულ სპორტსმენებს დაბადების ადგილად მიეთითოს საქართველო.

როგორც ირკვევა, ანალოგიური პრობლემა უკრაინელებსაც შეექმნათ. უკრაინის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლონდონის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს თხოვნით მიმართა, რომ ოლიმპიური თამაშების საიტზე გამოქვეყნებული რუსი სპორტსმენების ბიოგრაფიულ ცნობებში შესწორება შეიტანონ.

უკრაინული მხარე ამბობს, რომ ზოგიერთი რუსი სპორტსმენის ბიოგრაფიაში, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე დაიბადნენ, დაბადების ადგილად შეცდომით რუსეთის ფედერაციაა მითითებული.

"უკრაინის ოლიმპიური დელეგაციის შტაბი მოვლენების განვითარებას დააკვირდება და აუცილებელი ცვლილებების შეტანისთვის სათანადო ზომებს მიიღებს", - ნათქვამია უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

ასევე იხილეთ:

გუდაუთა უკვე რუსეთია?! ლონდონის ოლიმპიადის რუსული "სიურპრიზი"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"