ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

ნაწილი XXV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები

ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა

ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა

ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა

ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა

ნაწილი XVII: აიაქსი - ოცნების ახდენა

ნაწილი XVIII: აიაქსი - ოცნებების ახდენა

ნაწილი XIX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007

ნაწილი XX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007

ნაწილი XXI: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007

ნაწილი XXII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად

ნაწილი XXIII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად

ნაწილი XXIV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად

ნაწილი XXV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად

თამაშის შემდეგ ამიხსნეს, რომ ჩრდილოეთ ირლანდია მსოფლიოში კათოლიკეებისა და პროტესტანტების დაპირისპირების ყველაზე ცხელი წერტილია.

მეც, ჩემი მხრიდან, შევეცადე ამეხსნა, რომ ჩემს რელიგიას არავითარი პრობლემა არა აქვს არცერთ სხვა არსებულ რელიგიასთან და პირჯვარი მხოლოდ იმიტომ გადავიწერე, რომ ჯანმრთელი და უვნებელი გამოვსულიყავი მინდვრიდან, რომ ჩემს ამ ჟესტს არავითარი კავშირი არა აქვს იქ არსებულ სიტუაციასთან.

გლაზგოში დაბრუნების შემდეგ თბილისიდან ჟირესის თანაშემწე გია გურულმა დამირეკა და მკითხა - სანაკრებო კარიერაზე რას ფიქრობო.

უჩემოდ საქართველოს ნაკრებს, ჟირესის ხელმძღვანელობით, უკვე რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჰქონდა ჩატარებული. შედეგი ჯერ არ იყო, მაგრამ გუნდი გუნდს ემსგავსებოდა. გურულს ვუთხარი, ჯერ ფორმაში არა ვარ შესული და ამ ეტაპზე გადაჭრით ვერაფერს გეტყვი-მეთქი.

ნელ-ნელა მოვდიოდი ჯანზე. 31 წლის ფეხბურთელისთვის ადვილი არ არის, დიდი პაუზის შემდეგ მალე შეხვიდე ფორმაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის ცსკა-სთან მატჩი. რუსეთში გახურებული საფეხბურთო სეზონი იყო, ჩვენ კი ეს-ესაა ვიწყებდით. ეს ფაქტორი უპირატესობას რუსებს აძლევდა.

მოსკოვურ მატჩზე კიჭა, აჩი და რეზი ჩამოვიდნენ. ოპერაციის შემდეგ ეს ჩემი პირველი 90 წუთი იყო. მთელი ოჯახი ჩემს გვერდით იდგა. 2:1 წავაგეთ. მუხლს არ შევუწუხებივარ, მაგრამ საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვერ დავრჩი. საპასუხო შეხვედრა 1:1 დასრულდა. ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოვხვდით და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გადავინაცვლეთ. თავის გამოჩენა ამ ტურნირშიც შეიძლება. უეფას თასზე ჩვენი მეტოქეები პოლონეთის "ამიკა", შვეიცარიის "გრაცი", საფრანგეთის "ოსერი" და ჰოლანდიის "ალკმაარი" იყვნენ.

2004-05 წლების სეზონი ჩემთვის არეულ-დარეული გამოდგა. ეს ნამდვილად არ იყო სასიამოვნო დღეები. რამდენიმე ლამაზი გოლი გავიტანე, მაგრამ ცუდი უფრო მეტი იყო. არ მსიამოვნებს ამ ყველაფერზე წერა, თუმცა ეს ამბები ჩემია. ამიტომაც ვერსად გავექცევი და მინდა, რომ მათ შესახებ თქვენც იცოდეთ.

ევრო 2006-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრებს პირველი თამაში სტუმრად ჰქონდა თურქეთთან. ამ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ჟირესმა დამირეკა და მკითხა, ვიყავი თუ არა განწყობილი ნაკრებში სათამაშოდ. ათწუთიანი საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ თურქეთთან მატჩისთვის სანაკრებო შეკრებაზე ჩავიდოდი. ამით ისე გავიხარე, თითქოს ნაკრებში პირველად გამომიძახეს. თურქეთს ტრაბზონში ვეთამაშებოდით, იმ ქალაქში, სადაც არაჩვეულებრივი სამი წელი გავატარე და იქ ხალხისთვის ნამდვილი გმირი ვიყავი.

ტრაბზონის აეროპორტში უამრავი ხალხი დაგვხვდა, ბედნიერი სახეები ჰქონდათ. რვა წელი საკმაო დროა იმისთვის, რომ ხალხმა ახალი გმირი მოძებნოს, მაგრამ ტრაბზონში 7-8 წლის ბავშვებიც კი შოთის და აჩის ყვიროდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩვენი "ტრაბზონსპორში" თამაში არ უნახავთ; ალბათ, გადმოცემით იცოდნენ.

ძალიან მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ყველა ჩემს ახლობელ ადამიანს ენახა, მათ შორის, თამუნას და გიორგუნასაც, რომლებიც, სამწუხაროდ, იქ არ იყვნენ.

ჟირესმა თამაშის წინა დღეს თავისთან მიხმო და მითხრა, სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებიო. არ მესიამოვნა მისი გადაწყვეტილება. ვუთხარი, ჩემთვის რომ გეკითხათ, აუცილებლად მოვითხოვდი სასტარტოში თამაშს, მაგრამ რადგან ასე გადაწყვიტეთ, მაინც თქვენს გვერდით მიგულეთ-მეთქი.

ამ საუბრის შემდეგ თბილისში დავრეკე და ჩემებს ვუთხარი, იქნებ არ ღირდეს ამხელა გზაზე მანქანით მგზავრობა-მეთქი, მაგრამ ის არ მითქვამს, რომ ჟირესი სასტარტოში არ მაყენებდა. ეს მხოლოდ ჯემალს ვუთხარი. ჯემალმა ერთი კარგად შეუკურთხა ჟირესს. მაინც უნდა განეწყო სათამაშოდ, ნახევარ საათს აუცილებლად გათამაშებსო და აბა, შენ იციო.

თამაშის დღეს იაშვილი გახდა ავად, სიცხემ აუწია და ჟირესმა ისევ თავისთან მიხმო. ბოდიში მომიხადა, ჯერ კი გითხარი, რომ სასტარტოში არ იქნებოდი, მაგრამ ახლა გეუბნები, რომ პირველი წუთიდანვე ითამაშებო.

თამაში, მართლაც, ძალიან მინდოდა. "ტრაბზონის" გულშემატკივრებს უნდა ენახათ, რომ შოთა კიდევ თამაშობს და თან კარგადაც.

თურქეთთან თამაში ძნელი გამოდგა. ვაგებდით, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა მალხაზ ასათიანმა თავურით გაათანაბრა ანგარიში და - 1:1!.. ეს ჩვენთვის დადებითი შედეგი იყო.

ურიგოდ არ მითამაშია, თუმცა ოპერაციის გამო გაცდენილმა დრომ მაინც დაასვა ჩემს თამაშს დაღი. მატჩის შემდეგ ტრაბზონელმა გულშემატკივრებმა კიდევ ერთი ოვაცია მოგვიწყვეს, მე და აჩი ხელიდან ხელში გადავდიოდით... ზოგს ტრაბზონში ჩვენი პოპულარობის შესახებ მხოლოდ გაგონილი ჰქონდა და ალბათ, არ სჯეროდათ ეს ყველაფერი, მაგრამ ნახეს, დარწმუნდნენ, რამხელა სიყვარული შეძლებიათ თურქებს.

მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ - გაგონილი კი გვქონდა, მაგრამ ამისთანა სიყვარულს ნამდვილად არ ველოდითო!.. დიდი მადლობა მათ!

მომდევნო მატჩი ალბანეთთან გვქონდა. უწინდელზე უფრო ორგანიზებულად გამოვიყურებოდით, რაც, პირველ რიგში, ჟირესის დამსახურება იყო. მოვიგეთ - 2:0.

პირველ საგოლე კომბინაციაში მეც მიმიძღვის წვლილი, გოლები ალექსანდრე იაშვილმა და გიორგი დემეტრაძემ გაიტანეს. თამაშის შემდეგ ჩემთან სახლში ჯემალ ჩიმაკაძე მოვიდა და მუხლებზე მაკოცა. აქამდე ეს არასდროს გაუკეთებია, მაშინაც კი, როცა 3 თუ 4 გოლი გამიტანია.

მისგან ჩემი თამაშის ასეთი შეფასება უკვე საკმარისი იყო. რაკი ჯემალი ასე მოიქცა, ესე იგი, მართლა დავიმსახურე.

(გაგრძელება იქნება)

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი

აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად