ხანტი-მანსიისკის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქართველ დიდოსტატებს გუშინ დაძაბული და ძნელი ორთაბრძოლები ჰქონდათ. ქალები ჩინელებს ხვდებოდნენ...
ხანტი-მანსიისკის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქართველ დიდოსტატებს გუშინ დაძაბული და ძნელი ორთაბრძოლები ჰქონდათ. ქალები ჩინელებს ხვდებოდნენ. პირველ სამ დაფაზე პაექრობები ყაიმით დამთავრდა. დაზავდნენ ჰოუ იფანი (2578)-ნანა ძაგნიძე (2534), ლელა ჯავახიშვილი (2451)-იუ ვენძიუნი (2516), ჟაო სიუ (2469)-სალომე მელია (2439). ყველაფერი მეოთხე დაფაზე სოფიკო ხუხაშვილისა (2422) და ვენ იუს (2394) დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა. თბილისელმა მოჭადრაკემ შესანიშნავად გამოიყენა ენდშპილში მატერიალური უპირატესობა (მეტოქის ეტლისა და 3 პაიკის წინააღმდეგ მას კუ და 5 პაიკი ჰყავდა) და 56-ე სვლაზე საკუთარ გუნდს გამარჯვების ქულა მოუტანა. ამ მოგებით საქართველოს ქალთა ნაკრებმა 12 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მართალია, ამდენივე ქულა აქვს უკრაინელთა მძლეველ (2,5:1,5) ინდოეთის ნაკრებსაც, მაგრამ იგი ჩვენებურებს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. 14 ქულით პირველ ადგილზეა რუსეთის პირველი გუნდი, რომელმაც გუშინ უნგრელებს გადაურბინა _ 4:0.

დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: რუსეთი (2)-რუმინეთი 2,5:1,5, აშშ-სომხეთი 2,5:1,5, სერბეთი-შვეიცარია 3,5:0,5, გერმანია-ხორვატია 2:2, ბულგარეთი-უზბეკეთი 2,5:1,5 კუბა-სლოვენია 3:1, საფრანგეთი-ირანი 2:2.

11-11 ქულა მოაგროვეს სერბეთმა, უნგრეთმა, აშშ-მ, რუსეთი-2-მა და ბულგარეთმა. 10 გუნდს 10-10 ქულა აქვს.

დღეს მე-8 ტურში ითამაშებენ: ინდოეთი (12/20,5)-რუსეთი-1 (14/21,5), სერბეთი (11/20,5, საშუალო რეიტინგით _ მე-17, ნატაშა ბოიკოვიჩი-2368, ირინა ჩელუშკინა-2325, ანჟელიკა სტოიანოვიჩი-2337, მარია რაკიჩი-2317, იოვანა ერიჩი-2218)-საქართველო (12/21), რუსეთი-2 (11/17,5)-აშშ (11/19), უნგრეთი (11/18)-ბულგარეთი (11/16,5), რუსეთი-3 (10/19)-კუბა (10/20), სლოვაკეთი (10/19,5)-საბერძნეთი (10/18,5), ჩინეთი (10/19)-ბელარუსი (10/17,5), გერმანია (10/19)-უკრაინა (10/19), ხორვატია (10/16,5)-პერუ (10/17).

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე პირველი მარცხი იგემა. უკრაინელებთან პაექრობისას მეორე-მეოთხე დაფებზე დაზავდნენ მერაბ გაგუნაშვილი (2598)-რუსლან პონომარიოვი 2749), პაველ ელიანოვი (2761)-მიხეილ მჭედლიშვილი (2628), ლევან ფანცულაია (2599)-ზახარ ეფიმენკო (2683). პირველ დაფაზე გამოცდილმა ვასილი ივანჩუკმა (2754) ბაადურ ჯობავას (2710) სძლია. უკრაინის ნაკრებმა 2,5:1,5 გაიმარჯვა და 13 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

გაუწყებთ მეწინავეთა დანარჩენი შეხვედრების შედეგებს: სომხეთი-აზერბაიჯანი 1,5:2.5, რუსეთი (2)-რუსეთი (1) 1,5:2,5, აშშ-პოლონეთი 2:2, ბრაზილია-უნგრეთი 1:3, რუსეთი (3)-ირანი 2:2, ჩინეთი-თურქმენეთი 4:0, ბელარუსი-ინგლისი 3:1, ჰოლანდია-კუბა 2:2, საფრანგეთი-ესპანეთი 1,5:1,5.

ერთპიროვნულ ლიდერ უკრაინას თითო ქულით ჩამორჩებიან რუსეთი(1), უნგრეთი და აზერბაიჯანი. 7-მა გუნდმა 11-11 ქულას მოუყარა თავი. მათ შორისაა საქართველოს ნაკრები.

მე-8 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: რუსეთი-1 (12/19)-უკრაინა (13/21), უნგრეთი (12/17,5)-აზერბაიჯანი (12/20,5), საქართველო (11/21)-ბელარუსი (11/20 საშუალო რეიტინგით 35-ეა. სერგეი ჟიგალკო-2640, ანდრეი ჟიგალკო-2580, ვიტალი ტეტერევი-2511, ევგენი პოდოლჩენკო-2506, კირილ სტეპაკი-2502), აშშ (11/19)-ჩინეთი (11/20), პოლონეთი (11/20)-სომხეთი (11/18,5), საფრანგეთი (11/17,5)-რუსეთი-2 (10/20).

დღეს ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილენი ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მოწმენიც გახდებიან _ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი ფიდეს პრეზიდენტს აირჩევს. ამ პოსტზე ორი კანდიდატი იყრის კენჭს _ ორგანიზაციის ამჟამინდელი თავკაცი კირსან ილუმჟინოვი, რომელმაც უარი თქვა ყალმუხეთის რესპუბლიკის მესაჭეობაზე, და მსოფლიოს მე-12 ჩემპიონი ანატოლი კარპოვი.

საგულისხმოა, რომ ლოზანაში, საერთაშორისო საარბიტრაჟო სპორტულ სასამართლოში, გარი კასპაროვსა და ანატოლი კარპოვს სარჩელი ჰქონდათ შეტანილი რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის მიერ ფიდეს პრეზიდენტის პოსტზე ილუმჟინოვის კანდიდატურის წესების დარღვევით წამოყენების თაობაზე. სასამართლომ კანონიერად ცნო რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გადაწყვეტილება და მსოფლიოს ჩემპიონების სარჩელი არ დააკმაყოფილა. გარი კასპაროვი მიიჩნევს, რომ ფიდეს პრეზიდენტის არჩევნები ფარული კენჭისყრით თუ გაიმართება, აუცილებლად კარპოვი გაიმარჯვებს. როგორც ამბობენ, აღდგომა და ხვალეო. ვნახოთ, ყველაფერი დღესვე გახდება ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...