ოთხი წლის წინათაც ასე მოხდა - ბათუმში ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე ქართველმა მოჭადრაკეებმა 6 მედალი მოიპოვეს - ორი-ორი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო...

ოთხი წლის წინათაც ასე მოხდა - ბათუმში ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე ქართველმა მოჭადრაკეებმა 6 მედალი მოიპოვეს - ორი-ორი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. გუშინ კი აჭარის დედაქალაქში 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობა დამთავრდა, რომელშიც ჩვენებურებმა ამდენივე ჯილდო დაიმსახურეს.

შეჯიბრების დაწყებამდე 16 წლის მარიამ დანელიამ მითხრა, ბათუმი ჩემთვის იღბლიანი ქალაქია, აქ ყოველთვის ვიმარჯვებ და მჯერა, სპორტული ფორტუნა ამჯერადაც ჩემს მხარეს იქნებაო. აუხდა წინასწარმეტყველება. გუშინ მან ასპარეზობის ბოლო ტურში შავი ფიგურებით უკრაინელ იულია შვაიგერს სძლია და 7,5 ქულა მოაგროვა, ანუ იმდენივე, რამდენიც მერი არაბიძემ, რომელიც ბელარუს ტატიანა რევოს დაუზავდა. უკეთესი კოეფიციენტით დანელიას პირველი ადგილი ერგო, არაბიძე ვერცხლით დაკმაყოფილდა. მესამე ადგილზე სლოვაკი კაროლინა ტურკოვა გავიდა. საგულისხმოა, რომ მარიამმა ოქროს მედალთან და ლეპტოპთან ერთად ტეხასის შტატის უნივერსიტეტში 4 წლით უფასოდ სწავლის უფლებაც მოიპოვა. რადგანაც ეს ჯილდო მხოლოდ 16-წლიანებში ჩემპიონებისთვის იყო დაწესებული, ვაჟებში მსგავსი პატივი რუს ივან ბუკავშინს (7 ქულა) ხვდა. მეორე-მესამე ადგილებზე აქ, შესაბამისად, კარენ გრიგორიანი (სომხეთი, 7) და ვლადისლავ კოვალიოვი (ბელარუსი, 6,5) გავიდნენ. ქართველთაგან საუკეთესო იყო ნოდარ ლორთქიფანძე (5,5), რომელიც მე-12 ადგილით დაკმაყოფილდა.

18-წლიანებში ასევე მსოფლიოს ჩემპიონმა ქეთი წაწალაშვილმა გაგვახარა, რომელმაც 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. 2. კლაუდია კულონი (პოლონეთი, 6,5), 3. ხაიალა აბდულა (აზერბაიჯანი, 6,5). ვაჟები. 1. ვასიფ დურარბეილი (აზერბაიჯანი, 8), 2. სამველ ტერ-საჰაკიანი (სომხეთი, 8), 3. სტალისლავ ბოგდანოვიჩი (უკრაინა, 6,5)... 15. ზურაბ ჯავახაძე (5).

14-წლიანებში რამდენიმე მედლის მოპოვების იმედი გვქონდა, მაგრამ ხელთ მხოლოდ ერთი ბრინჯაო შეგვრჩა. იგი დეა გოგიშვილმა დაიმსახურა - ბოლო ტურში მარია ბეზკოროვაინას (უკრაინა) სძლია და 6,5 ქულა მოაგროვა. დეას გარდა, ამდენივე ქულას მოუყარეს თავი ანა სტიაჟკინამ (რუსეთი), ეკატერინა სმირნოვამ (რუსეთი) და თეკლა მაჭარაშვილმა, რომლებმაც, შესაბამისად, მეორე, მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს. 7.5 ქულით ოქროს მედალი ულვია ფატალიევას (აზერბაიჯანი) ხვდა. ვაჟებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. ალექსანდრ ბორტნიკი (უკრაინა, 7,5), 2. ვასილ უსმანოვი (რუსეთი, 7), 3. ჰარ გიროიანი (საფრანგეთი, 6,5). 4. ირაკლი ბერაძე (6,5). ბოლო ტურში ბერაძე ვასილი კორჩმარს (რუსეთი) დაუზავდა და უარესი კოეფიციენტით ბრინჯაო დაკარგა.

12-წლიანებში მედლები უჩვენოდ გაინაწილეს. გოგონები. 1. ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი, 8), 2. იულია ოსმაკი (უკრაინა, 8), 3. სესილ ჰაუსერნოთი (საფრანგეთი, 6,5)... 12. ნინო ხომერიკი (6), 13. ელენე საფანაძე (6). ბიჭები. 1. ალი მარანდი (თურქეთი, 7,5), 2. ევგენი შტრემბულიაკი (უკრაინა, 7,5), 3. დავიდ პარავიანი (რუსეთი, 7)... 9. ნიკა ღვამბერია (6).

10-წლიანებში ქართველმა გოგონებმა ვერცხლი და ბრინჯაო დაიმსახურეს, არადა, ოქროც არ ჩანდა შორეულ ოცნებად. გუშინ ნატა ჯიბუტი ოლივია კიოლბასას (პოლონეთი) შეუთანხმდა ყაიმზე, ნინო ჯალაღონიამ მარიამ დოლიძე დაამარცხა. კიოლბასას, ჯიბუტსა და ჯალაღონიას 7-7 ქულა მოუგროვდათ. უკეთესი კოეფიციენტით პირველი-მესამე ადგილებიც ასეთივე თანმიმდევრობით გაინაწილეს. ბიჭები. 1. ვიქტორ გაზიკი (სლოვაკეთი, 8,5), 2. მიხაილ ნიკიტენკო (ბელარუსი,7), 3. ლეონიდ მალცევი (უკრაინა,7)... 9. დავით გვენეტაძე (6).

8-წლიანებში ჩვენებს რუბიკონის შემდეგ ისეთი სატურნირო მდგომარეობა ჰქონდათ, რომ აქაც რამდენიმე მედალს ველოდით, მაგრამ ბოლო ტურებში მოიკოჭლეს და ჯილდოებიც თვალსა და ხელს შუა გაგვეპარა. გოგონები. 1. გაბრიელა ანდრეევა (ბულგარეთი, 7,5), 2. ეკატერინა კოლცევა (რუსეთი,7), 3. ნადია შპანკო (უკრაინა, 7), 4. მაია ბეჭვაია (7), 5. ანასტასია სიდამონიძე (6,5), 6. სანდრა კაპანაძე (6). ბიჭები. 1. აზარ გადიმბაილი (აზერბაიჯანი, 8), 2. შანტ სარგისიანი (სომხეთი, 7,5), 3. კირილ შევჩენკო (უკრაინა, 7)... 5. ლუკა ობოლაძე (6,5), 6. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (6,5).

გუშინ ევროპის ჩემპიონატები საზეიმოდ დაიხურა. ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები მედლებთან ერთად ლეპტოპებით დააჯილდოვეს, მესამე-მეექვსე ადგილებზე გასულთ კი ფოტოაპარატები, მობილურები და სხვა ფასიანი პრიზები გადაეცათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო