26 ივლისს უიმბლდონზე ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირის წილისყრა გაიმართა

26 ივლისს უიმბლდონზე ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირის წილისყრა გაიმართა.

რაფაელ ნადალის უარის შემდეგ როჯერ ფედერერისა და ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის მთავარი საკითხი ის იყო, ვის ნახევარში მოხვდებოდა დავიდ ფერერი - მართალია, ესპანელი უიმბლდონზე კარგად გამოვიდა, მაგრამ ის ნახევარფინალში უფრო მოსახერხებელი პოტენციური მეტოქეა, ვიდრე ენდი მიურეი. საბოლოოდ დავიდი ბადის ზედა ნაწილში მოხვდა - იქ, სადაც პირველ ნომრად განთესილი ფედერერია.

როჯერის პირველი მეტოქეა ალეხანდრო ფალა, რომელიც ორი წლის წინ უიმბლდონის პირველ რაუნდში ხვდებოდა შვეიცარიელს და მატჩზე აწვდიდა, მაგრამ მაინც წააგო. მეორე რაუნდში ფედერერს ელის შეხვედრა ან ჟულიენ ბენეტოსთან, რომელთანაც წლევანდელ უიმბლდონზე 0:2-დან გადაარჩინა შეხვედრა, ან მიხაილ იუჟნი, ვისაც შვეიცარიელი ურთიერთშეხვედრებში 14:0-ს უგებს.

ფედერერის მეოთხედში ყველაზე სახიფათო მოთამაშეები ჯონ ისნერი, იანკო ტიპსარევიჩი და დავიდ ნალბანდიანი არიან.

მეორე მეოთხედიდან ყველაზე დიდია იმის შანსი, რომ ნახევარფინალში გავიდეს TOP8-ის მიღმა მყოფი ჩოგბურთელი.

მართალია, 30 წლის ფერერი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება და სწრაფ კორტებზე პროგრესსაც მიაღწია, მაგრამ განთესვის ლიდერებს შორის მაინც ყველაზე სუსტია. უკვე მეორე წრეში ესპანელი, შესაძლოა, უიმბლდონის მეოთხედფინალისტ ფილიპ კოლშრაიბერს შეხვდეს, რაც მისთვის სერიოზული გამოცდა იქნება.

ამავე მეოთხედშია ხუან მარტინ დელ პოტრო, მაგრამ არგენტინელისთვის ბალახი ყველაზე ცუდი საფარია.

სხვათა შორის, დელ პოტრომ ბოლო უიმბლდონზე სწორედ ფერერთან წააგო მერვედფინალი.

მოკლედ, ეს ყველაზე არაპროგნოზირებადი მეოთხედია.

განთესვის მესამე ნომერი ენდი მიურეი სათავეში უდგას ბადის მესამე მეოთხედს. პირველ წრეში მას მეტოქედ წყვილებში 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი სტანისლას ვავრინკა ერგო, თუმცა შვეიცარიელი ბალახის საფართან მთლად ახლოს ვერ არის. ამიტომაც ბრიტანელისთვის დიდი პრობლემა არ უნდა იყოს.

მეორე წრეში, სავარაუდოდ, იარკო ნიემინენი იქნება ენდის მეტოქე. ფინელი ერთ დროს ბალახზე კარგად თამაშობდა, მაგრამ ახლა ის აშკარად "დაბერებულია".

მერვედფინალში მიურეის რიშარ გასკე ან მარკოს ბაღდატისი დაუპირისპირდება, მეოთხედფინალში კი, წესით და რიგით, ტომაშ ბერდიხს უნდა შეხვდეს, თუმცა ჩეხი ბოლო პერიოდში ბალახზე ვერ ბრწყინავს.

მიუხედავად ამისა, ერთადერთი, ვისაც ამ ეტაპამდე ტომაშის დამარცხება შეუძლია, მე-11 ნომერი ნიკოლას ალმაგროა.

ბოლო მეოთხედში ძალიან საინტერესო უნდა იყო ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ჟო-ვილფრიდ ცონგას პოტენციური მეოთხედფინალი.

მანამდე კი სერბს კიდევ ერთი საინტერესო მატჩი ელის მეორე წრეში ენდი როდიკთან. რა თქმა უნდა, ამერიკელი ძველებურად ვეღარ ბრწყინავს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბოლო თვენახევარში ისტბურნისა და ატლანტას ტურნირები მოიგო.

როდიკის ბარიერის გავლის შემთხვევაში, ჯოკოვიჩი მესამე რაუნდში ქუინზ ქლაბის ტურნირის გამარჯვებულს, მარინ ჩილიჩს უნდა შეხვდეს. თეორიულად, სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია 31 წლის ლეიტონ ჰიუიტს, რომელიც ძალიან მონდომებით ცდილობს ფორმის აღდგენას.

ცონგას პირველი განთესილი მეტოქის მხრივ გაუმართლა - ხუან მონაკო ბალახზე ნაკლებად საშიშია, ვიდრე ჩილიჩი.

მონაკოს ადგილი მესამე წრეში, შესაძლოა, ფელისიანო ლოპესმა ან დავიდ გოფენმა დაიკავონ. მეორე წრეში კი ცონგა მილოშ რაონიჩს შეხვდება - თუ ამ კანადელის მოწოდება კარგად მუშაობს, მისი მოგება ძალიან რთული საქმეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა