26.07. ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

თამაში ისე დაიწყო, როგორც ზაფხულის ცხელ ამინდს შეეფერებოდა - მოთამაშეებს მოძრაობა უჭირდათ. გორელები შებოჭილებად გამოიყურებოდნენ.

დანიელებიც არ დაფრინავდნენ, მაგრამ უფრო მობილიზებულები ჩანდნენ და პირველ ტაიმში მათი სათამაშო უპირატესობა იგრძნობოდა.

34-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მოპირდაპირე ფლანგზე მყოფ ადამ ეკერსლის მიუგორდა, რომლის ძლიერი დარტყმაც მეკარე მარინ სკენდერმა ვერ შეიკავა, ბურთი კარში მოჭრა და უეფას ვებგვერდმაც "დილას" ხორვატი ლეგიონერი ავტოგოლის ავტორად მონათლა - 0:1.

გორელებს მეტოქის საჯარიმოში შეღწევა უჭირდათ: დანიელები მათ შეტევებს იოლად უმკლავდებოდნენ, რადგან მოედნის ცენტრიდან თავდამსხმელებზე ბურთის ჩაკიდებამ ვერ გაამართლა. მსაჯი კი ხან სამართლიანად, ხან კი გაუგებარი მიზეზებით გორელთა შემტევებს თამაშგარეს ხშირად უფიქსირებდა.

ორიოდე სახიფათო მომენტი სანდრო გურულმა შექმნა, მაგრამ მიზანი მასაც გასასწორებელი ჰქონდა.

განსაკუთრებით მოედნის ცენტრში იგრძნობოდა "დილას" სისუსტე, რადგან "დილას" მოთამაშეები სტუმართა მარტივ, მაგრამ სწორ თამაშს ვერ ეწინააღმდეგებოდნენ. უფრო იმიტომ, რომ საყრდენებად გამწესებული შოთა კაშია და შოთა გრიგალაშვილი რეალურად შემქმნელები უფრო არიან, ვიდრე ჩამშლელები.

სწორედ ამიტომ 28-ე წუთზე "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ მოედანზე წმინდა საყრდენი გიგა ბეჭვაია შეიყვანა. ჩვენი აზრით, ამ შეცვლამ მასპინძელთა თამაში გამოასწორა, თუმცა, ოდნავ მოგვიანებით.

"დილას" თამაში მეორე ტაიმში აშკარად გარდაიქმნა: ფრთხილი, დაცვაზე მიჯაჭვული გუნდი შეტევაზე გადავიდა და ის ფეხბურთი ითამაშა, რაც ჩვენებს უფრო ეხერხებათ და გამოსდით. მწვრთნელთა ეს გადაწყვეტილება გადამწყვეტი აღმოჩნდა.

კარგად ჩაერთვნენ თამაშში რომან ახალკაცი და ირაკლი მოდებაძე. ტემპი დაბალი კი იყო, მაგრამ დანიელთა დაცვის გასაშიშვლებლად ქართველთა მცირერიცხოვანი აფეთქებებიც საკმარისი გამოდგა.

წაგების საფრთხემ გოგიტა გოგუა ჯოტია ცაავასავით გაამწარა და სწორედ მან მოახერხა გუნდის აყოლიება. 49-ე წუთზე სწორედ გამოცდილმა ნახევარმცველმა წამოიწყო მარცხენა ფლანგზე შეტევა, რომელიც დავით კვირკველიამ საჯარიმოში ჩაწოდებით გააგრძელა - მათე ვაწაძემ, რომელსაც ბურთის კარში დაუხანებლად გაგზავნა სურდა, მიზანს ააცილა.

62-ე წუთზე დანიელებმა სახიფათო კონტრშეტევა წამოიწყეს, რომლის დაგვირგვინებაც ოსამა ახარაზიმ სცადა - საბედნიეროდ, ბურთი კარს ასცდა.

გორელთა კონტრშეტევას კი ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა: გოგუამ ბოლომდე იბრძოლა, მარცხენა ფლანგზე გურული მოძებნა, რომელმაც ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა - ვაწაძემ დასწრებაზე მშვენივრად ჩამოიცილა მცველი და თავური დარტყმით ბადე შეარხია - 1:1.

ამის შემდეგ თამაში გორელების იყო. მართალია, სახიფათოდ შეგვიტია ორჰუსელმა დავით დევდარიანმა, მაგრამ ეს უკვე ეპიზოდი იყო და არა სათამაშო სურათი.

72-ე წუთზე "დილას" მცველთა ლამაზი გოლი ვიხილეთ: კვირკველიამ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, გიორგი ონიანი მიკელ კირკესკოვს ზურგიდან თავდამსხმელივით გაეპარა და ჩინებული გადაცემით კარის წინ მარტო დარჩენილი თანაგუნდელი მოძებნა. გიორგი შაშიაშვილს კი მასპინძელთა დაწინაურება არ გასჭირვებია - 2:1.

მალე გორელებმა სტუმართა საჯარიმოსთან კიდევ ერთი ჩინებული კომბინაცია გაითამაშეს. მოდებაძემ მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ვაწაძე დატოვა და მან დუბლი შეასრულა - 3:1.

საკლუბო და სანაკრებო დონე განსხვავებულია, მაგრამ დღეისათვის მათეს მსგავსი შედეგიანი თავდამსხმელი საქართველოს ნაკრებს არ მოეძებნება და იმედია, ნაკრებში ახლა მაინც გამოიძახებენ.

დარჩენილი წუთები ფორმალური გახდა: "დილამ" ღირსეული დაწყებით გულშემატკივარი გაახარა და ჩამწარებული საფეხბურთო ზაფხული ოდნავ მაინც შეაფერიანა.

იმედია, თემურ შალამბერიძისა და გია ცეცაძის გაწვრთნილები შემდეგ ეტაპზე ფამაგუსტას "ანორთოსისთანაც" წარმატებით ითამაშებენ და თუ ეს შემადგენლობა შენარჩუნდება, "დილას" საკმაოდ დამაიმედებელი პერსპექტივა უჩანს.

მატჩის შემდეგ

თემურ შალამბერიძე, გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი:

"ჩვენი მიზანი იყო, რომ პირველ ტაიმში ბურთი არ გაგვეშვა, დაცვიდან ამიტომ ვთამაშობდით, მაგრამ ამ ტაქტიკამ არ გაამართლა და მეორე ნახევარში უფრო შემტევი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

მადლობელი ვარ ბიჭების, რომლებმაც თავდადებით ითამაშეს...

მათე ვაწაძემ მეორე ყვითელი ბარათი კი მიიღო, მაგრამ უეფას ახალი რეგლამენტით, შემდეგ შეხვედრას ფეხბურთელი მხოლოდ მესამე ყვითელი ბარათის შემდეგ გამოტოვებს. ასე რომ, მათე "ანორთოსისთან" ითამაშებს".

პეტერ სორენსენი, "ორჰუსის" მთავარი მწვრთნელი:

"ძლიერი მოწინააღმდეგე შეგვხვდა, რომელთანაც ბრძოლა გვსურდა, მაგრამ ვერ შევძელით. მეტოქემ დღეს გვაჯობა.

ალბათ, იმიტომაც, საგოლე მომენტები რომ ვერ გამოვიყენეთ".

ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

26.07. თბილისი. მ. მესხი.

დილა-ორჰუსი 3:1 (იხილეთ ვიდეო) (ფოტორეპორტაჟი)

(პირველი მატჩი 2:1)

გოლები: 0:1 სკენდერი (34. ავტოგოლი), 1:1 ვაწაძე (63. გურულის პასით), 2:1 შაშიაშვილი (72. ონიანის პასით), 3:1 ვაწაძე (83. მოდებაძის პასით).

დილა ორჰუსი

4-2-3-1 4-4-2

სკენდერი რასმუსენი

შაშიაშვილი კირკესკოვი

სალუქვაძე სორინი

ონიანი ჰალანდი

კვირკველია ეკერსლი

შ. კაშია სლოტი

გრიგალაშვილი იორგენსენი

ალადაშვილი ნორეგაარდი

გურული ახარაზი

გოგუა დევდარიანი

ვაწაძე იოჰანსონი

მთ. მწვრთნელები:

თ. შალამბერიძე პ. სორენსენი

დილა

28. კაშია - ბეჭვაია

56. ალადაშვილი - ახალკაცი

77. გოგუა - მოდებაძე

სათადარიგოები: შეყრილაძე, არზიანი, გვალია, კაციტაძე.

ორჰუსი

43. იოჰანსონი - გრაულუნდი

64. ახარაზი - პეტერსენი

71. დევდარიანი - ლარსენი

სათადარიგოები: ოუსაგერი, ბერგი, სხირტლაძე, ვიდშერი.

გაფრთხილება:

კვირკველია (55), ვაწაძე (63), სლოტი (67), ონიანი (77), შაშიაშვილი (90+1), სალუქვაძე (90+4), ნორეგაარდი (90+2).

მთავარი მსაჯი:

შტეფან შტუდერი (შვეიცარია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ორჰუსი-დილა 1:2 - გორელებმა საქართველოს ხასიათი გამოუკეთეს [+VIDEO]

Eddy
გაიხარეთ ბიჭებო ძლივს ერთი წესიერი კოლექტივი ჩამოყალიბდა. წარმატებებს გისურვებთ მომავალში
gizog
ყოჩაღ ბიჭებო, თქვენ გაიხარეთ.
dato_lazara
შედეგი რა თქმა უნდა კარგია,მაგრამ მეტი მოძრაობაა საჭირო,სხვაგვარად კვიპროსულ ბარიერს ვერ გადავლახავთ.
სერგო
როგორც იქნა გამოჩნდა სიცოცხლის ნაპერწკალი ქართულ ფეხბურთში მარა ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს ღმერთმა ქნას და დილა ქართული ფეხბურთის აღორძინების დღის დასაწყისი ყოფილიყოს დიდი მადლობა დილას და დავუდგეთ ყველა გვერდით აბა თქვენ იცით ბიჭებო.
zviadi
გორის დილამ სუფთა ქართული ფეხბურთი ითამაშა ძველი დინამოს თამაში გეგონებოდა. ყოჩაღ ბიჭებს ნამდვილად შეიძლება ძლიერი კოლექტივის შეკრება თუ ჩვენი ლეგიონერები საქართველოში ჩამოვლენ უბრალოდ ეს მათი ვალია, რომ ქართული ფეხბურთი წელში გაიმართოს. მოვა დრო როცა ნებისმიერი ქვეყნის ჩემპიონატებს გაუწევს კონკურენციას ქართული ჩემპიონატი.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა