ლონდონის ოლიმპიურ კორტებზე 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა პაექრობები გაიმართება
ლონდონის ოლიმპიურ კორტებზე 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა პაექრობები გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ამ სახეობაში ორი წარმომადგენელი ჰყავს. ერთეულებში მხოლოდ 22 წლის ანა ტატიშვილი იასპარეზებს, რომელიც საერთაშორისო ასოციაციის რეიტინგში ამჟამად 84-ეა, ხოლო მაკა ჩახნაშვილი ტატიშვილთან ერთად წყვილებში იასპარეზებს.

ერთეულთა თანრიგში 64 მონაწილეა. პირველ ნომრადაა განთესილი ბელარუსი ვიქტორია აზარენკა, მეორე ნომერია პოლონელი აგნეშკა რადვანსკა.

ანა ტატიშვილი პირველ წრეში 22 წლის ლიხტენშტეინელ შტეფანი ფოგტს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგით 233-ე პოზიციაზეა. წარმატების შემთხვევაში ანა მე-16 ნომრად განთესილ 30 წლის ნადია პეტროვას (რუსეთი, რეიტინგით მე-19) და 29 წლის ჭი ჟენს (ჩინეთი, 25-ე) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

წყვილებში ტატიშვილი-ჩახნაშვილის დუეტი სტარტზე სლოვენიელებს - 26 წლის ანდრეა კლეპასსა და 31 წლის კატერინა სრებოტკინს გაუწევს მეტოქეობას. პირველი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელები მე-2 წრეში მე-2 ნომრად განთესილ სარა ერანი-რობერტა ვინჩისა (იტალია) და პეტრა ცეტკოვსკა-ლუსი საფაროვას (ჩეხეთი) შორის უძლიერესს დაუპირისპირდებიან.

მეტოქეები ცნობილია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა