28 ივლისს ლონდონის ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა ტურნირი იწყება, რომლის წილისყრაც 26 ივლისს გაიმართა და ჩვენებურთა მეტოქეები გაირკვნენ
28 ივლისს ლონდონის ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა ტურნირი იწყება, რომლის წილისყრაც 26 ივლისს გაიმართა და გაირკვნენ ჩვენებურთა მეტოქეები.

თავშივე ვიტყვით, რომ ქართული შვიდკაცადან ფორტუნამ ორი - ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ადამ ოქრუაშვილი (+100) უმოწყალოდ გაწირა, რადგან პირველივე წრეში ყველაზე უხერხული მეტოქეები არგუნა წილად.

ტატალაშვილი სამხრეთკორეელ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონსა და პეკინის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსან კი-ჩუნ ვანგს ხვდება, ოქრუაშვილი - გერმანელ ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონ ანდრეას ტოლცერს.

ღმერთმა ქნას და ორივე ჩვენებური გასცდეს მათ. ნამდვილად არ ვამტკიცებთ, რომ თითქოს ქართველებს შანსი არ აქვთ - პირიქით, ოლიმპიადა იმდენად თავისებური შეჯიბრებაა, ხშირად სწორედ ფავორიტებს რომ ემტერება და შედარებით უცნობებს უღებს კარს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ისტორია ქართული დუეტის წინააღმდეგ მუშაობს - ტატალაშვილი ორჯერ შეხვდა კორეელს და ორივე წააგო, ოქრუაშვილი კი გერმანელთან ხუთივე შეხვედრაში დამარცხდა.

კორეელი სადღეისოდ პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანია - 2007-09 წლებში ზედიზედ მოიგო მსოფლიოს პირველობა, შუალედში - 2008-ში - პეკინის ოლიმპიადის ფინალი იჭიდავა, 2010-ში მსოფლიოზე მესამეზე გავიდა, 2011-12 წლებში კი რვა ზეპრესტიჟულ შეჯიბრებაში გამოვიდა და ყველგან იმარჯვა - ორჯერ აზიის ჩემპიონი გახდა, ამდენივეჯერ იმარჯვა მასტერსზე, სამჯერ "დიდ პრიზზე" გაიმარჯვა და ერთხელაც კორეული მსოფლიოს თასი მოიგო. ასეთი შედეგებით სავსებით სამართლიანად ლიდერობს ოლიმპიურ რეიტინგს.

ტოლცერის კარიერა მთლად ასე შთამბეჭდავი არაა, მაგრამ უმთავრეს შეჯიბრებებზე მის შეჩერებას მხოლოდ ფრანგი ტედი რინერი ახერხებს.

ოქრუაშვილს ის ბოლოს წლეულს შეხვდა - 19 თებერვალს დიუსელდორფის "დიდი მუზარადის" ფინალში მოუგო. ჩვენებურის ჭიდაობაში იმის შემდეგ საგრძნობი პროგრესია. ვიქონიოთ იმედი, რომ გერმანელს ერთხელ და სამუდამოდ მოარგებს გასაღებს.

მოგეხსენებათ, ჩვენი ძიუდოისტებიდან ოლიმპიადაზე პირველი ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი (60) გამოდის, რომელსაც წილისყრაში მეტ-ნაკლებად გაუმართლა. ის პირველ წრეში ავსტრალიელ არნიე დიკინსს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი ფრანგი ევროპის ექს-ჩემპიონი სოფიან მილუ ელოდება.

შუკვანი მათ არასოდეს შეხვედრია. სამაგიეროდ, ფრანგი ორჯერ დაუმარცხებია ამირან პაპინაშვილს, ანუ მისი ძლევა შუკვანსაც ხელეწიფება. თუ ამათ გასცდა, მერე სუსტი მეტოქე ეყოლება - მოზამბიკელ ნეუსო სიგაიუკესა და სოლომონისკუნძულელ ტონი ლომოს შორის გამარჯვებული. ისე, გაგვიმართლაო, ამათ უნდა თქვან - პირველ წრეში ორივე თავისუფალია და მეორეშიც ასეთი მოწინააღმდეგე! ამ ქვეყნებს მეტი წარმომადგენელი არც ჰყავთ და ეს საგზურებიც რეგიონული კვოტით მიიღეს.

შუკვანის მხარეს მოხვდნენ იაპონელი მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი ჰიროაკი ჰიროაკა, ბრიტანელი ეშლი მაკენზი, ჰოლანდიელი ევროპის ორგზის მესამე პრიზიორი ჟეროენ მოორენი და ებრაელი არტიომ არშანსკი, რომლის ლონდონში წაყვანაც მშობლიურ ეოკ-ს თანხების დაზოგვის მიზნით არ სურდა.

ესენი ჩვენებურს მეოთხედფინალამდე ვერ შეხვდებიან, თუმცა მანამდე იქ გამსვლელი ერთმანეთში უნდა გაარკვიონ, რასაც, ვფიქრობთ, ჰიროაკა შეძლებს. ჩვენს მხარესაა უკრაინელთა ქართველი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია - შუკვანი მას ნახევარფინალამდე ვერ შეხვდება.

ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი ლაშა შავდათუაშვილი 29-ში იჭიდავებს და პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი ჩილელ ალეხანდრო სუნიგას ხვდება. ჩილელი რეიტინგში 127-ეა და ლონდონში რეგიონული კვოტით ჩავიდა.

ჩვენებურს მისი ძლევა არ უნდა გაუჭირდეს. მერვედფინალში კი ფრანგ დავიდ ლაროსეს, ებრაელ გოლან პოლაცკისა და რუმინელ დან ფასიეს სამეულში გამარჯვებულს შეხვდება. ამ ტრიოს შავდათუაშვილი თითოჯერ შეხვედრია და მხოლოდ რუმინელთან წაუგია.

ძლიერებიდან ქართველის მხარეს მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური მედალოსანი ცაგანბაატარ ხაშბაატარი და იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი მასაში ებინუმა არიან. მათგან უფრო ადრე მონღოლი გადაეყრება - მეოთხედფინალში, საიდანაც დამამშვიდებელშიც შეიძლება გადასვლა.

ავთანდილ ჭრიკიშვილზე (81) წილისყრას დიდად ვერ დავემდურებით - პირველ წრეში თავისუფალს მეორეში ხორვატი ტომისლავ მარიჯანოვიჩი ერგო, მოგებული კი ამერიკელ ტრევის სტევენსსა და სლოვენიელ ალიაზ სედეის შორის მოგებულს შეხვდება.

ამათგან ჭრიკიშვილს მხოლოდ სტევენსთან უჭიდავია და მოგებული აქვს. მეოთხედფინალამდე მის სავარაუდო მეტოქეთა შორის ყველაზე ძლიერები ლატვიელი ევროპის პრიზიორი კონსტანტინ ოვჩინიკოვსი და ბრაზილიელი ოლიმპიური ბრინჯაოს ორგზის მედალოსანი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ლეანდრო გილეირო ჩანან, თუმცა ისინიც პირველ წრეში ერთმანეთს ხვდებიან.

გილეირო სულაც რეიტინგის ლიდერია. ბადის ამავე ნახევარში კი გერმანელი ოლიმპიური ჩემპიონი ოლე ბიშოფიცაა.

ჩვენი გუნდის ლიდერი, ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (90), მოლოდინისამებრ, გაბერძნებული ილიას ილიადისის და რუსი მსოფლიოს ვერცხლისმედალოსან კირილ დენისოვის მხარეს მოხვდა, თუმცა მათი გზები მეოთხედფინალში იკვეთება, ჩვენებურს კი ნახევარფინალამდე ვერ შეხვდებიან.

პირველ ორ წრეში ლიპარტელიანს შედარებით სუსტი მეტოქეები ჰყავს - ჯერ ოლიმპიადაზე კვოტით მოხვედრილ კამერუნელ დიუდონე დოლასენს ხვდება, მერე კი ავსტრალიელი მარკ ანტონი ელოდება. აი, მეოთხედფინალში, სავარაუდოდ, კუბელ მსოფლიოს პრიზიორ ეშლი გონსალესთან მოუწევს პაექრობა.

ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობთ, კუნძულელს არგენტინელი ჰექტორ კამპოსის და სერბი დმიტრი გერასიმენკოს წინააღმდეგობის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს. ლიპარტელიანმა კუბელს ორი წლის წინ მოუგო მსოფლიოზე, თუმცა წლეულს მასთან პარიზის "დიდ მუზარადზე" დამარცხდა. გერასიმენკოს ჩვენებურმა წლეულსვე თბილისის მსოფლიოს თასის ნახევარფინალში აჯობა.

ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი ლომერ ჟორჟოლიანი (100) არასასურველ კამპანიაში მოხვდა - პირველ წრეში რუმინელ ევროპის ორგზის მესამე პრიზიორ დანიელ ბრატას ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი - ყაზახ მსოფლიოს ექს-ჩემპიონ მაქსიმ რაკოვსა და აზერბაიჯანელ მსოფლიოს მედალოსან ელმარ გასიმოვს შორის მოგებულს. ჩვენებურს ბრატასთან და გასიმოვთან ორ-ორჯერ მოუგია, რაკოვთან კი ორივე შეხვედრა წაუგია.

ამათ თუ გასცდა, დიდი შანსია, მეოთხედფინალში კორეელ მსოფლიოს ჩემპიონ ჰე ტაე ჰვანგს გადაეყაროს.

გარდა იმისა, რომ ჟორჟოლიანს მასთან სამჯერ წაუგია, ჰვანგი ფრიად ბინძური, არასპორტულად მოჭიდავე ფალავანია, რომელსაც ძლიერი ჭიდაობის გარდა, უხეშობით მეტოქის წონასწორობიდან გამოყვანაც ეხერხება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mmm
მოჭიდავეების გაგონებაც არ მინდა. ყველა ზონდერები მგონია. ისე ღმერთმა ხელი მოუმართონ, მაგრამ ძალიან გული მწყდება ზოგიერთებზე.
kaxeli
აბა რისი იმედი გვაკვს
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა