მე-6 ტურში შანავამ თეთრი ფიგურებით რუსი ვლადიმირ კრაპივინი დაამარცხა და 4 ქულას მოუყარა თავი
ჩეხურ პარდუბიცეში გრძელდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც თბილისელი დიდოსტატები - კონსტანტინე შანავა და დავით არუთინიანიც მონაწილეობენ.

მე-6 ტურში შანავამ თეთრი ფიგურებით რუსი ვლადიმირ კრაპივინი დაამარცხა და 4 ქულას მოუყარა თავი. არუთინიანი შავებით ალექსანდრ ვოლოდინს (ესტონეთი) დაუზავდა.

4,5 ქულით იგი ერთპიროვნულ ლიდერს, მარტინ პეტრის (ჩეხეთი) მძლეველ თამირ ნაბათის (ისრაელი) 1,5 ქულით ჩამორჩება. დმიტრი კონონკომ (უკრაინა), რუსტამ ხუსნუტდინოვმა (ყაზახეთი), სტეინ გრეტარსონმა (ისლანდია) და ვიტესლავ რაჩიკმა (ჩეხეთი) 5-5 ქულა მოაგროვეს.

21 მოჭადრაკეს 4,5-4,5 ქულა აქვს. მე-7 ტურში არუთინიანი ერვინ ტოტს (უნგრეთი), ხოლო შანავა პიოტრ ნეუმანს (ჩეხეთი) დაუპირისპირდება.

დაწინაურდა ჰოუ იფანი

ერთი მოგება და ორი ყაიმი - ასეთია ქართველი დიდოსტატის, ნინო ხურციძის მონაგარი ბოლო სამ ტურში. გუშინ იგი 37-ე სვლაზე დაუზავდა ევროპის ორგზის ჩემპიონ კატერინა ლაგნოს (უკრაინა) და ცხრა შესაძლებლიდან 2,5 ქულა აქვს.

სომხურ ჯერმუკში გუშინ მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის მე-4 ეტაპის მე-9 ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი) - ჰოუ იფანი (ჩინეთი) 0:1, ლუფეი რუანი (ჩინეთი) - ჟაო სიუ (ჩინეთი) 1:0, ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი) - ელინა დანიელიანი (სომხეთი) 1:0, ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი) - ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) 0,5:0,5, ბათჰუიაგ მონგონთუული (მონღოლეთი) - ჰამფი კონერუ (ინდოეთი) 0,5:0,5.

ცხრა ტურის შემდეგ: ჰოუ იფანი - 6,5, ვენძიუნი - 6, რუანი - 5,5, კოსინცევა, ლაგნო - 5-5, კონერუ, ჟაო სიუ - 4,5-4,5, დანიელიანი, მკრტიჩიანი - 4-4, მონგონთუული - 3,5, კოვალევსკაია - 3, ხურციძე - 2,5 ქულა.

მე-10 ტურში ითამაშებენ: ჟაო სიუ - ვენძიუნი, კონერუ - მკრტიჩიანი, ხურციძე - მონგონთუული, დანიელიანი - ლაგნო, ჰოუ იფანი - კოსინცევა, რუანი - კოვალევსკაია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა