გიორგი შერმადინის "პანათინაიკოსმა" სერბული შეკრება დაასრულა და საბერძეთში დაბრუნდა. "მწვანეები" ათენში დიდხანს არ დარჩებიან, რადგან უახლოეს დღეებში სერიოზული საერთაშორისო ტურნირი ელით...

გიორგი შერმადინის "პანათინაიკოსმა" სერბული შეკრება დაასრულა და საბერძეთში დაბრუნდა. "მწვანეები" ათენში დიდხანს არ დარჩებიან, რადგან უახლოეს დღეებში სერიოზული საერთაშორისო ტურნირი ელით: 2-3 ოქტომბერს მოსკოვი ალექსანდრე გომელსკის სახელობის მემორიალს უმასპინძლებს. 2 ოქტომბერს, ნახევარფინალში შერმადინის თანაგუნდელები რუსულ "ხიმკის" დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული ფინალში ცსკა-"პარტიზანს" შორის მოგებულს ეთამაშება.

- სერიოზული მატჩები გველის, სეზონის დასაწყისია და ჯერ ძნელია განსაზღვრა, რომელი გუნდი როგორ ფორმაშია, მაგრამ გომელსკის თასზე ყოველთვის ძლიერი გუნდები თამაშობენ და არც ეს შეჯიბრება იქნება გამონაკლისი. შარშან თასი ჩვენ დაგვრჩა, ძალიან მინდა წინა წლის წარმატების გამეორება, - გვითხრა გიორგი შერმადინმა ათენიდან. "პანათინაიკოსი" საბერძნეთიდან რუსეთში 1 ოქტომბერს მიემგზავრება.

მანამდე ჟურნალისტები და "მწვანეების" მწვრთნელები სერბულ შეკრებას აჯამებენ. საბერძნეთის ჩემპიონმა სერბეთში ოთხი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ოთხივე მოიგო. ბოლოს "პანათინაიკოსმა" სერბულ "ჟელეზნიკს" სძლია - 91:76. პირველი პერიოდის შემდეგ სტუმრებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს და ბოლო წუთებამდე მეტოქისთვის გასწრების საშუალება არ მიუციათ.

გიორგი შერმადინმა გამარჯვებაში სამქულიანი წილი დაიდო, ყველაზე მეტი კი კალათესმა და ნიკოლასმა ჩააგდეს - 17-17.

გიორგი სერბული შეკრებიდან ათენში კმაყოფილი დაბრუნდა:

- მძიმე ვარჯიშები გვქონდა. ასეც უნდა ყოფილიყო, სწორედ კარგი შეკრება უნდა გახდეს ოფიციალურ მატჩებში წარმატების საფუძველი. სერბეთში ოთხი მატჩი ჩავატარეთ და ოთხივეში გავიმარჯვეთ. ვიმედოვნებ, ასევე განვაგრძობთ.

საბერძნეთში ჩასულმა "პანათინაიკოსის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟელკო ობრადოვიჩმა იქაურ ჟურნალისტებს ვრცელი ინტერვიუ მისცა. მისი რომლიდანაც რამდენიმე საინტერესო ამონარიდს შემოგთავაზებთ.

- შარშან საბერძნეთის ჩემპიონატი მოვიგეთ, მაგრამ სეზონს მაინც ვერ დავარქმევ წარმატებულს, რადგან ევროლიგის პლეი ოფში ვერ გავედით. ამიტომ წინასწარ მაქსიმალურად კარგად ვემზადებით, რომ სეზონის მსვლელობისას ჩავარდნების რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ. სერბული შეკრების მიხედვით შემიძლია ვთქვა, რათა გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. ამ ზაფხულს დაგვაკლდნენ იასიკიევიჩუსი და სპანულისი. მათ ადგილზე მოთამაშე ახალმა კალათბურთელებმა ჩემი იმედები გაამართლეს.

"პანათინაიკოსიდან" ამერიკულ "მინესოტაში" გადავიდა ჩერნოგორიელი ნიკოლა პეკოვიჩი. შესაბამისად, წინა ხაზშიც სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. ეს რგოლი ჩვენთვისაც საინტერესოა, რადგან ცენტრის პოზიციაზე ქართველი გიორგი შერმადინი თამაშობს. აი, რას ამბობს ობრადოვიჩი "პანათინაიკოსის" წინა ხაზზე:

- ნიკოლა პეკოვიჩის წასვლის შემდეგ გუნდში გამოჩნდნენ მარიჩი და ვოუგიუკასი. მათ ამხანაგურ მატჩებში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. თუმცა ფარქვეშ კიდევ არაერთი კარგი კალათბურთელი გვყავს: ბატისტი, შერმადინი, ცარცარისი, ფოცისი, კაიმაკოგლუ. მათ სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლიათ თამაში. ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა