"ვალენსიამ" ხორდი ალბას შემცვლელი იპოვა - "მილანისგან" ერთი სეზონით ესპანელი მცველი დიდაკ ვილა ითხოვა
"ვალენსიამ" ხორდი ალბას შემცვლელი იპოვა - "მილანისგან" ერთი სეზონით ესპანელი მცველი დიდაკ ვილა ითხოვა. 23 წლის მარცხენა მცველის ხელში ჩასაგდებად, "ლოს ჩეს" ხელმძღვანელობამ 700 ათასი ევრო გაიღო. ხელშეკრულების თანახმად, თუკი დიდაკ ვილა "მესტალიაზე" წარმატებით ითამაშებს, კლუბს აქვს უფლება მისი გამოსყიდვის.

კონტრაქტში თანხაც მითითებულია, თუმცა ის საჯაროდ არ გახმაურებულა. დიდაკ ვილა მეტეორივით შემოიჭრა ესპანურ ფეხბურთში, მან "ესპანიოლში" ისე კარგად ითამაშა, რომ 2011 წლის იანვარში ის "მილანმა" შეიძინა. იტალიაში დიდაკს საქმეები კარგად ვერ წაუვიდა, მან მხოლოდ ერთხელ მოირგო სერია ა-ში "მილანის" ფორმა. გასული სეზონი კი ესპანელმა სამშობლოში, იმავე "ესპანიოლში" გაატარა, ოღონდ უკვე იჯარით. დიდაკ ვილა ევროპის 2011 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში.

სავარაუდოდ, "მილანი" დიდაკ ვილას სეზონის ბოლოს 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაემშვიდობება. შეგახსენებთ, რომ ხორდი ალბა "ბარსელონას" 14 მილიონი ევრო დაუჯდა.

... ესპანიოლსაც

არც "ესპანიოლში" დარჩა მარცხენა მცველის პოზიცია ვაკანტური - სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონი მცველი, ხოან კაპდევილა დაბრუნდა. სწორედ ის, ვისი ადგილიც დაიკავა ეროვნულ ნაკრებში ხორდი ალბამ. 34 წლის ვეტერანი "ესპანიოლში" ითამაშებს, რომელიც მან 1999 წელს დატოვა.

კაპდევილა "ესპანიოლმა" ლისაბონის "ბენფიკადან" გადაიყვანა და ერთი პლუს ერთი ხელშეკრულება გაუფორმა. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კაპდევილა "ვილიარეალიდან" პორტუგალიაში გადაბარგდა, სადაც კარიერა ვერ აეწყო. "მოხარული ვართ, რომ ხოან კაპდევილა დავიმატეთ. მას დიდი და წარმატებული კარიერა ჰქონდა", - იტყობინება "ესპანიოლის" ოფიციალური საიტი. კაპდევილას 250-ზე მეტი მატჩი აქვს ლა ლიგაში ნათამაშები.

სხვა ტრანსფერები

ამ დღეებში ჩვენ უკვე ვწერდით კოტდივუარელი კოფი ნდრი რომარიკის ტრანსფერზე "სევილიადან" "სარაგოსაში". "ბარსელონაში" არგენტინელი სერხიო არაუხოს მისვლაზეც ვწერდით. ქვემოთ გთავაზობთ ბოლო დღეებში ესპანურ კლუბებში განხორციელებულ ყველა ტრანსფერს, რომელიც ლა ლიგის კლუბებს ეხება.

გამოვარჩევთ 27 წლის ბერძენი მარცხენა მცველის, ნიკოლაოს კარაბელასის გადასვლას ათენის აეკ-იდან ევროპალიგაზე მოთამაშე "ლევანტეში". ლა ლიგაში აღზევებულმა ვიგოს "სელტამ" 32 წლის ვეტერანი ცენტრალური მცველი დავიდ კატალა დამსახურებულ პენსიაზე გაუშვა - კვიპროსულ "ლარნაკაში". "მალაგა" პორტუგალიელ მცველ ელდერ როსარიოს დაემშვიდობა, 32 წლის ფეხბურთელი "პონფერადინაში" გადაბარგდა. ფრანგი ჟულიენ ესკუდე კი "სევილიამ" მილიონ ევროდ დაუთმო სტამბოლის "ბეშიქთაშს".

ბოლო დღეებში ლა ლიგაში განხორციელებული ტრანსფერები

თარიღი ფეხბურთელი საიდან სად თანხა

23 ივლ ვადიმ დემიდოვი (ნორ) სოსიედადი აინტრახტი თავ. აგენტი

23 ივლ კალუ უჩე (ნიგ) ესპანიოლი კასიმპაშა 1,5 მლნ. ევრო

23 ივლ იკეჩი ანია (შოტ) გრანადა უოტფორდი იჯარა

23 ივლ პედრო მოსკერა ხეტაფე რეალი II იჯარა

23 ივლ ხუან ანხელ ნეირა (არგ) ლანუსი ვალიადოლიდი იჯარა

24 ივლ ტიბერიო გუარენტე (იტა) სევილია ბოლონია იჯარა

24 ივლ ხავი ალამო უელვა სარაგოსა 0,5 მლნ. ევრო

24 ივლ ჯეფრი კონდობია (საფრ) ლანსი სევილია თავ. აგენტი

24 ივლ ხავიერ კასკერო ხეტაფე ალმერია თავ. აგენტი

24 ივლ სებასტიან ეგურენი (ურუ) სპორტინგი ლიბერტადი თავ. აგენტი

24 ივლ დამიან სუარესი (ურუ) სპორტინგი ელჩე თავ. აგენტი

25 ივლ ესეკილ კალვენტე ბეტისი ფრაიბურგი იჯარა

25 ივლ ტიაგო გომეში (პორ) ერკულესი ბლექპული თავ. აგენტი

25 ივლ ჯეისონ მურილიო (კოლ) გრანადა ლას პალმასი იჯარა

25 ივლ ჟულიენ ესკუდე (საფრ) სევილია ბეშიქთაში 1 მლნ. ევრო

25 ივლ პაბლო ორბაისი ბილბაო რუბინი თავ. აგენტი

25 ივლ სერხიო არაუხო (არგ) ბოკა ბარსელონა II იჯარა

25 ივლ ალექს ბერნალი ბეტისი გრანადა თავ. აგენტი

25 ივლ ივან გონსალესი მალაგა რეალი II თავ. აგენტი

25 ივლ აბელ აგილარი (კოლ) ერკულესი დეპორტივო იჯარა

26 ივლ ელდერ როსარიო (პორ) მალაგა პონფერადინა თავ. აგენტი

26 ივლ ნდრი რომარიკი (კოტ) სევილია სარაგოსა თავ. აგენტი

26 ივლ ნიკოლაოს კარაბელასი (საბ) აეკ ლევანტე თავ. აგენტი

27 ივლ დავიდ კატალა სელტა აეკ ლარნაკა თავ. აგენტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო