ჩირაღდანი ხუთი ოქროს მფლობელმა ბრიტანელმა სტივ რედგრეივმა და ცნობილმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა შვიდ ახალგაზრდა ათლეტთან ერთად აანთეს

ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 27 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე გრანდიოზული შოუთი გაიხსნა.

ჩირაღდანი ხუთი ოქროს მფლობელმა ბრიტანელმა სტივ რედგრეივმა და ცნობილმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა შვიდ ახალგაზრდა ათლეტთან ერთად აანთეს.

ათასობით მსახიობმა დიდი ბრიტანეთის ისტორიის სხვადასხვა ეტაპი გააცოცხლა: დაწყებული ინდუსტრიული რევოლუციიდან, ე.წ NHS-მდე - ეროვნული ჯანდაცვის უფასო სისტემამდე, რომელიც დიდ ბრიტანეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემოიღეს (იხილეთ ვიდეო).

ბრინჯაოს ფოთლებმა წარმოქმნეს ფიალა, რომელშიც ცეცხლი ოლიმპიადის დასრულებამდე, ანუ 12 აგვისტომდე იქნება ანთებული. ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 3 საათსა და 48 წუთს გაგრძელდა.

"ლონდონი-2012" მთელ თაობას შთააგონებს", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ლონდონის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა სებასტიან კოუმ. ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია 1500 მეტრ დისტანციაზე სირბილში. კოუმ პირველი ოქროს მედალი 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე მოიპოვა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების 104-წლიანი ისტორიის მანძილზე, ოლიმპიადას ლონდონი მესამეჯერ მასპინძლობს. მან აღნიშნა, რომ "ლონდონი 2012"-ის ორგანიზატორებმა მომზადების 7-წლიან პერიოდში საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწიათ.

"ოლიმპიადების ისტორიაში პირველად, ყველა დელეგაციაში არიან ქალი სპორტსმენები, რაც სქესთა შორის თანასწორობაზე მიუთითებს. ვულოცავ ყველა სპორტსმენს, რომლებმაც დაიმსახურეს უფლება, ოლიმპიადაზე წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნები. ნებისყოფა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მედლები. უარი თქვით დოპინგზე და გახდით მისაბაძი", - მოუწოდა როგემ სპორტსმენებს.

ლონდონის დროით 00:18 საათზე დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ოლიმპიადა გახსნილად გამოაცხადა. არენაზე ოლიმპიური დროშის გამომტანებს შორის იყვნენ გაერო-ს გენერალური მდივანი პან გი მუნი, ადამიანის უფლებათა დამცველი სამი ჩაკრაბარტი და ისრაელელი დირიჟორი დანიელ ბარენბოიმი. ამასთან, არენაზე გავიდა და ოლიმპიურ დროშას შეეხო ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი, რომელიც პარკინსონის დაავადება აწუხებს.

ოლიმპიადის გახსნას სტადიონზე 80 ათასი ადამიანი ესწრებოდა. სავარაუდოდ, სხვადასხვა მედიასაშუალებებით ცერემონიალს 4 მილიარდმა ადამიანმა უყურა. შოუში მონაწილეობა 10 000 მოხალისემ მიიღო და ღონისძიებაზე სულ 27 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა.

დენი ბოილოს დადგმულ შოუში მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორებიც არიან მსახიობი როლენს ატკინსონი, მწერალმა ჯოან როულინგმა, მსოფლიო ქსელის გამომგონებელმა ტიმ ბერნერს ლიმ და მომღერალმა პოლ მაკარტნიმ.

ასევე, მსახიობმა კენეტ ბრანამ წაიკითხა ნაწყვეტი ნაწარმოებიდან "ქარიშხალი". აჩვენეს ვიდეორგოლი "ჯეიმს ბონდიდან" მსახიობ დანიელ კრაიგის მონაწილეობით. სცენარის მიხედვით, ჯეიმს ბონდი ბუკინგემის სასახლეში დედოფლის წამოსაყვანად მივიდა და შემდეგ ოლიმპიური სტადიონის მიმართულებით გამოფრინდა.

ამ დროს სტადიონზე გამოჩნდა თვითმფრინავი, რომლიდანაც დედოფლის მსგავსი ქალი პარაშუტით გადმოხტა. იმავე დროს, სტადიონის დედოფლის ლოჟაში გამოჩნდა ნამდვილი მონარქი ელისაბედ მეორე მეუღლესთან, ედინბურგის ჰერცოგ ფილიპთან და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟაკ როგესთან ერთად.

ეკრანზე ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდა კადრები, რომლებიც ასახავდნენ ლონდონში 1908 და 1948 წლებში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებს.

ოლიმპიელთა მონაწილეობით სპორტსმენთა ტრადიციული აღლუმი საბერძნეთის წარმომადგენლებმა გახსნეს. აღლუმის კულმინაცია სტადიონზე თეთრ-ოქროსფერ ტანისამოსში გამოწყობილი მასპინძელი ქვეყნის სპორტსმენების გამოჩენა იყო. ბრიტანეთის გუნდს ქვეყნის დროშით მიუძღვოდა ოლიმპიადის ოთხგზის ჩემპიონი, ველომრბოლელი კრის ხოი.

ბრიტანელთა ნაკრების არენაზე გამოჩენისას სტრატფორდის სტადიონზე 7 მილიარდი ფურცელი აფრიალდა, რამდენი ადამიანიც დღევანდელ მსოფლიოში ცხოვრობს.

შთამბეჭდავ შოუს ულამაზესი ფეიერვერკი ერთვოდა. საღამოზე საზოგადოებას პოლ მაკარტნიმ ლეგენდარული ჯგუფის "Beatles"-ის ერთ-ერთი სიმღერა "Hey jude" უმღერა. ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია უკვე აღიარეს ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ და სანახაობრივ შოუდ.

ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციას საქართველოს დროშით ოლიმპიური გუნდის კაპიტანი ნინო სალუქვაძე მიუძღვოდა.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები წლევანდელ თამაშებზე სპორტის 12 სახეობის წარმომადგენელი 35-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა. მედლებისთვის ბრძოლაში პირველები 28 ივლისიდან ძიუდოისტები ჩაერთვებიან. ტატამზე გუნდიდან პირველი ბეთქილ შუკვანი გავა.

ambebi.ge

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრების გამოსვლა ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა