გუშინ საქართველოს ვეტერანთა ნაკრები ლიტვაში გაფრინდა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე დაიცავს საქართველოს ღირსებას
გუშინ საქართველოს ვეტერანთა ნაკრები ლიტვაში გაფრინდა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე დაიცავს საქართველოს ღირსებას. მატჩები კაუნასში გაიმართება. საქართველოს ნაკრებთან ჯგუფში მოხვდნენ იტალია, ხორვატია და პეტერბურგის ნაკრები.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: ნოდარ ქორქია, დავით გიორგობიანი, ლევან წულაია, ზაზა ღონღაძე, ალექსანდრე ფერიაშვილი, გია სანაძე, გიორგი ბერუაშვილი, დავით ჩიხლაძე და პაატა გურასპაული. ნაკრებს წვრთნის ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ აქილევსის მყესი დაუზიანდა და ოპერაცია დასჭირდა.

ნაკრების მზადებასთან დაკავშირებით ველაპარაკეთ პაატა გურასპაულს:

- ვცდილობდით ინტენსიურად გვევარჯიშა, მაგრამ ეს ვერ ხერხდებოდა, რაშიც ხელს ტრავმები გვიშლიდა. ევროპის ჩემპიონატამდე თვენახევრით ადრე კი მეტ-ნაკლებად სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ და აქტიურად ვემზადებით. ვიტყოდი, ლიტვაში ოპტიმალური გუნდით ვითამაშებთ-მეთქი, ნიკოლოზ დერიუგინი რომ გვყავდეს. იგი ვერ გვეხმარება, რადგან ოპერაცია გადაიტანა და ექიმები დატვირთვის უფლებას არ აძლევენ.

პაატა გურასპაულს საქართველოს ვეტერანთა ნაკრების მეტოქეებზეც ვკითხეთ.

- მოწინააღმდეგეთა შესახებ ბევრი არ ვიცით, თუმცა ის კი უნდა ითქვას, რომ ჩვენი ჯგუფის წარმომადგენელი იტალია შეჯიბრების ფავორიტია. იგი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. სხვათა შორის, იტალიაში სხვა შეჯიბრებების პარალელურად ვეტერანთა ჩემპიონატიც რეგულარულად იმართება. ლოგიკურია, რომ იტალიელებს ძლიერი გუნდი ეყოლებათ. თუმცა, ვეცდებით ყველასთან ღირსეულად ვითამაშოთ.

შეჯიბრება დღეს დაიწყება. მასში მონაწილე გუნდები სამ ჯგუფად არიან გაყოფილნი. თითოდან ორ-ორი საუკეთესო და ორი მესამეადგილოსანი საპლეიოფო წყვილებს შეადგენს.

ისღა დაგვრჩენია, საქართველოს ნაკრებს წარმატება ვუსურვოთ და მის გამოსვლას დაველოდოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე